coroline და გოგოებო ვისაც გაინტერესებთ

ვიყავი შემოვლაზე თითქმის ყველა აქტუალურ სამშობიაროში

: პინეო ლაქშერი, პინეო, ჰერა, დავარაშვილი, გაგუა. პირველ რიგში მივხვდი რომ საქართველოს სამეანო სამშობიარო სისტემაში ყველაფერი დიდად კარგად ვერ არის მაგრამ ნუ, ექიმები პრინციპში ნორმალურები არიან ინფრასრუქტურასთან და მომსახურებასთან შედარებით მოკლედ პატარა ექსკურსი ჩემგან თქვენ ( პ.ს. არ ვარ ზედმეტად მომთხოვნი თუ მართლა სასწაული არ ხდება და არც ზედმეტად პრეტენზიული/ინტრიგანი)
ე.ი
გადაწყვეტული მქონდა -- პინეო ლაქშერში-- მშობიარობა, ძალიან მომწონდა მთელი ეს პერიოდი და მივედი თითქმის მიღებული გადაწვეტილებით მაგრამ, გადავიფიქრე.
სამშობიარო არის უდაოდ ბევრზე უკეთესი მაგრამ ,,ლაქშერთან" კავშირი და ასოციაცია არ აქვს. იყო სრულიად ჩაბნელებული, ოთახებში ძალიან ციოდა, არც ერთი მშობიარე არ ყავდათ და ეკონომიის კუთხით ყველაფერი გათიშული იყო და ნუ ძალიან ციოდა, სამზარეულიში იყო ერთი ორი თანამშრომელი. ვერ აღვიქვი სად მოვხვდი და არ აღვფრთოვანდი. დამხვდა ძალიან კარგი გოგო და ყველა ოთახი მაჩვენა. ოთახები არის ნამდვილად კარგი ,თუმცა ისეთი ახალი და კარგი აღარაა, როგორიც ფოტოებშია, ადგილ ადგილ ხელი აქვს რემონტს შესავლები და ვიზუალურადაც დიდი ვერაფერი, ნუ ფასთან შესაბამისი ნამდვილად არ არის თორემ კიდე ვამბობ ძალიან ძალიან მინდოდა მანდ გაჩენა და გული დამწყდა. წყალში მშობიარობისთვის განკუთვნილი აუზი მართლა ძალიან კარგია და მომეწონა ჰიგიენის მხრივაც და მოვლილი და სუფთა იყო ნამდვილად. მოკლედ დიდი არაფერი ვიზუალურად, სიტუაცია იყო უფრო ცუდი ვიდრე ნორმალური. ექიმები ვიცი რომ ნამდვილად კარგები ყავთ ზაზა სინაურიძეც და თამარ მაჩიტაძეც ვიზეც კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი. რიგითობის მიხედვით --პინეო ლაქშერს--- მეორე ადგილს მივცემდი
---პინეო ეკოსისტემა--- ჩვეულებრივზე მოუწესრიგებელი სამშობიარო სახლია, ვიზუალურადაც და მოწყობიაც. ბორშის სუნიან გარემოში ვერავინ ვერ ვიპოვე მიმღებ დაფასთან და ქალბატონი რომელიც კიბეს ალაგებდა ის დამეხმარა, პალატები აღარ მინახავს ვნახე მხოლოდ ლუქსი. არის პატარა ოთახი ერთი საწოლით , ტელევიზორით და დივნით სადაც შესაძლებელია ვინმეს დარჩენა. არაფერი არ ჩაგვიცვავს, არც ხალათი, არც ბახილები და არც პირბადე, რომ გამოვთქვი სურვილი ,,უფ რა პრობლემააო" მითხრა . ქალბატონმა და ესე დავიშალეთ მე და ჩემი მეუღლე და პინეო

ხოო, ლაქშერის ექიმები აქაც არიან და ნუ ძალიან კარგები როგორც მე ვიცი. პინეოს ბოლო ადგილი ჩემგან
-- ჰერა --- ვფიქრობდი რომ ლაქსერის სემდეგ ჰერა მინდოდა. ჩემი აზრით ჰერა კარგი სამშობიარო სახლია ბევრი მიზეზის გამო, ჯერ ერთი ყავს კარგი მეან-გინეკოლოგები, სოსო ღოღობერიძე და როგორც ვიცი ზალდასტანიშვილიც ძალიან კარგია. მაგრამ, ვისაც უნდა ლუქსში დაწოლა, ვეტყვი რომ ძალიან გამართლების ამბავია, ძირითადად ლუქსს იკავებენ გეგმიური საკეისროები, ან ძალიან უნდა გაგიმართლოს რომ თავისუფალი იყოს. ნუ ჰიგიენის ნორმები არის ყოვლად ცუდ დღეში. იყო კვირა დღე და პატრონი არ ყავდა იქაურობას , პალატების სანახავად წამიყვანა ქალმა (მგონი სანიტარი იყი) . კართან ვიდექით მე და მეუღლე და ველოდებოდით "ვინმეს". გამოვიდა ქალბატონი თან ჭამდა პეჩენიას და თან ,,იფურჩხნებოდა' და ისროდა

ყველაფრის გარეშე შევედით კორიდორში და მივადექით ლუქსის კარდ, თამამად გააღო და რო შევედი სრულიად შიშველი ახალ ნამშობიარები გოგო შემრჩა, (ჩემი მეუღლე კიდევ კარგი შიგნით არ შემოვიდა თორე მოკვდებოდა ) ძალიან გავბრაზდი იმიტომ რომ იმ გოგოსი შემრცხვა და ვუსაყვედურე ამ ქალს იმიტომ რომ რა კაკუნი რის კაკუნი , არც ვიცოდი თუ ვინმე იყო ოთახში, არც უკითხავს იმისთის უნდოდა თუ არა ვიღაც ორსული თავის ქმრით ამ მდგომარეობაში. ნუ მოკლედ უზრდელი. გარეთ დერეფანში ძალიან ბევრი პატარა ახალშობილი იყო და გიჟვით გავვარდი რამე ვირუსი არ შემეტანა იმტომ რომ პირბადის მოცემა დაეზარათ. მნახველებიც ბლომად იყვნენ შიგ სამშობიაროს დერეფანში გაშლილები. ჩემი აზრით ექიმებმა არ იციან ეს ამბავი თორემ პირადად ღოღობერიძე ამ უწესრიგობას არ დაუშვებდა. თვითონ ლუქსი იყო ძალიან კარგი, პინეოს ოთახებზე უკეთესი, თბილი და მტყდრო. მომეწონა ჰერა რომ არა მომსახურების ესეთი დაბალი დონე. ჰერა მესამე ადგილას
--ჩაჩავა--
ჩაჩავაში არის ერთ ადგილიანი, ლუქსი, ვიპ ლუქსი და აპარტამენტი, და კიდევ ორადგილიანი ნომრები. განსხვავებაა ოთახების კვადრატულობაში და აივნების ქონა,/არ ქონაშია, აპარტამენტი არის სამოთახანი დიდი ნომერი სადაც არაფერი არ ხდება განსაკუთრებული გარდა ორანჟერეისა და დიდი მისაღები ოთახისა და პალატისა რომელიც არ არის განსაკუთრებული არაფრით უბრალოდ ფართია დიდი, მოკლედ ჩაჩავას ვერაფერი ვერ გაუგე იმდენად ვერ გავიგე ფასის და იქაურობის თანხვედრა და სერიოზულად არც დავინტერესებულვარ სიმართლე რომ გითხრათ. ერთი მინდა ვთქვა რომ აპარტამენტის გარდა სხვა ტიპის ოთახებში სადაც შეიძება სხვისი დარჩენა ღამეში იმ სხვამ უნდა დაამატოს 105 ლარი და კვების 5 ლარი

)ყოველ ღამეზე

))))))) სასტუმროს ტიპს აწვებიან

)))) მაგრამ ინფრასტრუქტურა მენდეთ 100 ლარიანი ნომრის არ აქვს

)) ფასები ძალიან ამბიციური და შეუსაბამო. ხოო, ქვევით მთავარ შესასვლელში 90-იანების გადმონაშთები ყვავის. ჩაჩავა ბოლოს წინა ადგილას.
-- დავარაშვილის სამშობიარო -- მიუხედავად იმისა რომ კლინიკა არის ძველი გარემონტებული, არაფერი განსაკუთრებული აღჭურვილობით არ გამოირჩევა, მართლა 90 იანების ტიპის მთავარი შესასვლელი აქვს პოლიკლინიკას (სანამ ახვალ თვითონ სამშობიაროში), მიუხედავად იმისა რომ არ მოიხიბლები ვიზუალურად უნდა ითქვას რომ ეხლა რაც ჩამოვთვალე ყველაზე მეტად აქ იცავენ სამშობიაროსთვის საჭირო წესრიგს , ცხვირი არ შემაყოფინეს სანამ ყველაფერი არ ჩაგვაცვეს რაც გააჩნდათ

) ვნახე ნახევრად ლუქსი და ლუქსი. ჩვეულებრივი ოტახებია არაფრით გამორჩეული , დარჩენა შეუძლია მხოლოდ ქალს და მაგალითად მეუღლეს ან ბავშვის მამას არა, პატარა ოთახებია ტელევიზორით და დივნით. ბლოკიც ჩვეულებრივი მაგრამ სერიოზული სისუფთავე, სითბო და მყუდრო სიტუაცია, თვითონ დავარაშვილი კარგი და ჭკვიანი ექიმია. დავარაშვილს ტოპ სამი ადგილიდან ერთერთი
-- გაგუას კლინიკა-- დავიწყებ იმით რომ ვიზუალურად , აღჭურვილობით და დონით ესეთი სამშობიარო სახლი არ გვაქვს საქართველოში, აქვს თავისი ბავშვთა რეანიმაცია (მართალია არა საუკეთესო საქართველოში მაგრამ აპარატურით საუკეთესოა, უბრალოდ ბავშვთა რეანიმაციის ექიმებში დიდი ვერაფერი, ხელმძღვანელი ვინც არის ამ სამსახურის ეგ კარგია ნამდვილად დანარჩენები დიდი ვერაფერი

ვნახე ლუქსი , ვიპ ოთახი და ერთ ადგილიანები, ვიზუალურად მომწონა ყველაზე მეტად. ვიპ და ლუქსი დიდებია თორემ სხვა პალატებშიც იგივენაირი მოწყობილობებია , ვიპ ოროთახიანია აივნით თორემ სხვა არაფერი განსხვავებული , ვიზუალურად იგივეა რაც სხვები. ხოო, ფოტოებზე რაც არის იმაზე კარგია ცხოვრებაში. რეალურად მართლა ყველაზე კარგია და ღირს ძალიან იაფი ჩვენ ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით. ვიპ-ი ღირს 1400 , ამას აკლდება კიდევ 500 ლარი მშობიარობის დაზღვევა და ამატებ 900 ლარს. სხვებთან შედარებით ამ ფასად სასაცილოა ესეთი მაღალი სტანდარტების კლინიკა იშოვო საქართველოში (თურმე). ძლივს შევაღწიე შიგნით კოსმონავტის ფორმით , ყველაფერი შემიფუთეს, შიგნით ფუსფუსი იყო ისეთი და სუნი რაღცნაირი ... ძალიან მომინდა დარჩენა მართლა. ბავშვთა ოთახი ცალკე აქვთ დიდი ფანჯრით და შეგიძლია ნებისიმერ დროს უყურო შენ პატარას <3 თვითონ პალატები ძალიან სერიოზულია, მათშორს ორადგილიანებიც , საწოლები არის ისეთი საქართველოში არ მეგონა თავი. ბლოკი უმაგრესი, ისეთი რაღაცეები იდგა ნახევარზე მეტი ვერც გავიგე რა იყო. ექიმს რომ თავი დავანებით თამამად ვიტყვი რომ ინფრასტრუქტურულად და აღჭურვილობით პირველი სამშობიარო სახლია საქართველოში. მომსახურება ძალიან მაღალი დონის, ძალიან ! თვითონ ცალკე კლინიკაც ვნახე და მომეწონა ძალიან, აქვს მოწესრიგებული პარკინგი , ლოდინის გარეშე შედიხარ და იქიდანვე ლიფტიტ ადიხარ მიმღებში (საინტერესო ის არის რო გარეთ მანქანები დგანან და პარკინზე ცოცხალი თავით არ ჩდიან და კეტავენ მთელ გზას როცა ამხელა პარგინგი თავისუფალია, უბრალოდ 2 ლარიანი უნდა ჩააგდო და ეს არ უნდათ ! ) აქვთ აპლიკაცია კიდევ სადაც დისტანციურად მოგდის ყველაფერი და არ გიწევს ანალიზებზე სიარული და რეკვა და ჩხუბი.ექიმები არ ვიცი სხვა ვინ არის , ერთი დათო ვიცი კარგად გაგუა, კარი ექიმია ნამდვილად, ბევრი უკმაყოფილოც ყავს , ბევრი კმაყოფილიც, მე პირადად გავესაუბრე და ძალიან თბილად მიმიღო , სიმართლე გითხრა მომეწონა. 11 წლის წინ მაგასთან გავაჩინე და ნუ მაშინ შეყვარებული ვიყავი დათოზე მაგრამ მაგის მერე ბევრი წელი გავიდა და პრინციპში ცოტა თვში აუვარდაო ამბობენ და მგონი აუვარდა მაგრამ რავიცი რას გაიგებ. მაგრამ სამშბიარო აქვს სუპერ , მომსახურება სუპერ, ამერიკული მოდელია ერთი ერთში ოღონდ მართლა ვამბობ. <3
ძალიან ბევრი ვწერე მაგრამ მე ისე მინდოდა ესეთი ინფო , იქნებ ვინმეს გამოადგეს.
This post has been edited by კეკე_717 on 13 Nov 2018, 17:05