წლის და ერთი თვის თავზე ზუსტად დავიწყე ძუძუდან მოშორების პროცესი, ძაან სპონტანურად..
მეგობარმა მითხრა მარილიანი თაფლი წაისვიო და დარწმუნებული ვიყავი შეჭამდა..
წავისვი და ვერ ჭამა, იფურთხა და მერე ჩამერთო აზარტი, სპორტული ინტერესი და რა ვიცი

)
აი სიგარეტს თავს რომ ანებებენ და ყოველი არმოწეული წუთი რომ ითვლება და ენანებათ..
არაფერი მქონდა მომარაგებული, ღამე ლუწ საათებზე იღვიძებდა და კენტამდე ხელში ვარწებდი, პირველ ღამეს აღვწერ ამ შემთხვევაში.
კენტებზე რომ მივაწვენდი მერე გავრბოდი აბაზანაში და ცოტა ვუშვებდი მოწოლილ რძეს.
დილით გავიარე კონსულტაციები ყველასთან მასაჟისტიდან დაწყებული ყველა დაქალით დამთავრებული..
იბუპროფენებს ვყლაპავ, დოსტინექსი არ დალიოო გამაფრთხილა მასაჟისტმა, ცარიელზე უნდა ეგაო, ხოდა რადგან ბუნებრივად დაიწყე ეხლა ცხელ აბაზანებს მოეშვი და სპირტიანი კომპრესები იკეთეო, გაიწოვება რაც დაგროვდება რამდენიმე დღეშიო..უჰ
მეორე ღამეა ეხლა კეტოროლაკიც დავირჭე,
ბავშვი გმირულად უძლებს, ცრემლებს არ ღვრის , არ მკაწრავს არ მეჩხუბება, გმინავს შიგადაშიგ

(
ჰოდა იმის თქმა მინდა რომ ამ ღამეში სადმე ორი ცეცხლის ალი რო დაინახოთ მე ვარ ..
ბავშვის მამას გამოვერიდეთ მეორე ოთახში,თორემ ისე გვიშლის ნერვებს თავისი ე.წ. ნერვიულობით კინაღამ ორივემ ვაგინეთ, ცოტა დაგვაკლდა..