s@likun@კუჭი უძირო აღარ მაქვს.

ჩვეულებრივი მადა დამიბრუნდა.
კუჭ-ნაწლავის მოქმედება მწყობრში ჩადგა.
პასუხისმგებელი კუნთი მოდუნებული აღარაა.
შხაპის მიღებისას თმამ ისევ დაიწყო ცვენა. მთლად უწინდელივით ჯერ არა, მაგრამ მანამდე ორსულობისას საერთოდ აღარ მცვიოდა.
ღამეები კოშმარად მექცა. :დ
ხშირად მეწყება ქავილი და ლამისაა გამაგიჟოს.
დღის განმავლობაშიც მაქვს ხოლმე ქავილი, მაგრამ შედარებით ასატანია. ღამეა კატასტროფა.
წოლისას კომფორტული პოზიცია ფაქტობრივად აღარ არსებობს. ყველა მდგომარეობაშია გარკვეული დისკომფორტი.
გარეთ გასვლა (თუნდაც მანქანით) ცალკე სირთულე და პრობლემაა. საზ. ტრანსპორტზე ოცნებაც აღარ ღირს.
დროდადრო მუცლის არეში რაღაცნაირი შეგრძნება გიჩნდება. ტკივილი თითქოს არაა. მაგრამ შემაწუხებელი კია.
რამდენიმე წამით რიგში დგომა ან ჯდომაც კი მღლის.
ზოგიერთი სიმპტომი ზოგ ორსულს ადრევე ეწყება. მე ბოლო კვირებია, დამეწყო.
***
ტატიშვილში ხატიასთან რიგებია ხოლმე. ჩაწერილებსაც კი უწევთ ლოდინი. მით უმეტეს, დროის ამ მონაკვეთში.
იმ დღეს ჩაუწერლად ვიყავი და საათზე მეტი ველოდე.