missi_iფრისო ვომს ვაჭმევდი მეც ოღონდ კუჭმოქმედების გამო და ჩემით შევუცვალე და ამიტომ არ ვიცოდი რომ 75 გრადუსზე იხსნებოდა და კაი ხანს მაჯის ტემპერატურაზე ვუხსნიდი. მერე წავიკითხე ყუთზე და ძალიან შემეცოდა ბავშვი. ვინ იცის როგორ ვაზარალე

როცა წავიკითხე უკვე ვარაუდით ვუხსნიდი ცხელ წყალში. ანუ მდუღარე ხომ 100 გრადუსია ცოტას შევაგრილებდი და ცხელშივე ვუხსნიდი. მერე ვაგრილებდი მაჯის ტემპერატურაზე. მიუხედავად იმისა რომ თავიდან ვერ დავიცავი მომზადების წესი წონაში მატება მაინც ნორმალური ქონდა.
გაითვალისწინე ისიც რომ ბლანტი საკვებია და ცოტა დიდი ნასვრეტიანი საწოვარა დაგჭირდება. მარა ჯერ მოსინჯე შეილება რაც გაქვს იმაშიც გავიდეს.
ცხვირიდან ხო ჩემი 1 ტყუპიც იღებს და ეკა უბერმა შეატყო. ცხვირში ხრუტუნებს საჭმელი ამოსდის ხოვო? ვიცი რო დრო არ გაქვს მაგრამ ეს სუ ხელში უნდა გეჭიროსო

და თუ დააწვენ თავით ყოველთვის მაღალზეო. სუ ხელში არ მიჭირავს რა თქმა უნდა მაგრამ ბალიშზე ვაწვენ ხოლმე. ოღონდ ჩვეულებრივ დიდების ბალიშზე. ტაკოს ვადებინებ თავის მატრასზე დანარჩენი ტანი და თავი უდევს ბალიშზე და გამოდის რომ შემაღლებულზე წევს. და სხვთაშორის შველის. როცა ძალიან იშმუშნწბა და ვატყობ რომ მოწოლილი აქვს ვაყენებ და ხელში მიჭირავს