makarenaჭიპლარის სისხლზე ინფორმაცია რაც მოვიძIე გიზიარებ : )))
უარყოფითი მხარეები:
1. ადამიანების უმეტესობა ცხოვრებაში ვერ გამოიყენებს ჭიპლარის სისხლს და მას უბრალოდ გადააგდებენ (ეგ კარგია, ღმერთმა ნუ დაგვაჭირვოს).
2. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვს სისხლის დასჭირდება, შეიძლება ვერ გამოიყენოს. თუ დაავადება გენეტიკური მუტაციის შედეგია, თანდაყოლილია, ეს ნიშნავს, რომ სისხლიც "დაავადებულია" და აზრი არ აქვს. დღეს ამ უჯრედებს იყენებენ სისხლის და იმუნური დაავადებების შემთხვევაში. კვლევები ტარდება მის ეფექტურობაზე დიაბეტის, ალცჰეიმერის, პარკინსონის და აუტიზმის დროს, მაგრამ არავინ იცის რით დასრულდება და როდის.
3. სისხლის რაოდენობაზეა დამოკიდებული რამდენად გამოდგება მომავალში მკურნალობისთვის. ჩვენთან არ ვიცი რამდენს აგროვებენ, მაგრამ წავიკითხე, რომ ამერიკაში შენახული სისხლის (სისხლების

) მხოლოდ 8-12% არის ტრანსპლანტაციისთვის საკმარისი 80 კილოგრამიანი ადამიანის შემთხვევაში. ჩვენთან ეს რიცხვი ალბათ ნაკლებია, ეგ გასარკვევია და ვერ ვნახე.
4. დაბალი რისკის მქონდე ოჯახებისთვის კიდევ უფრო იკლებს ოდესმე გამოყენების ალბათობა. დაბალ რისკში შედიან ადამიანები, ვისაც არ აქვს სისხლის და იმუნური დაავადებების ისტორია. ამ შემთხვევაში ძალიან ძვირს იხდი იმაში, რომ რამდენიმე წელიწადში ეს სისხლი უბრალოდ მოისროლონ.
დადებითი მხარეები:
1. ზოგ შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის იდეალურია. ამით შესაძლებელია მტკივნეული პროცედურის, ძვლის ტვინის ამოღების თავიდან არიდება. თან ამბობენ, რომ ნაკლებად ეფექტურია, რადგან უკვე ჩამოყალიბებულია ეგ უჯრედები. ჭიპლარში და პლაცენტაში კი მეტია ადაპტაციის უნარი და ეგ სისხლი უფრო მდიდარია ღეროვანი უჯრედებით.
2. ჩვენ ფორუმზე წავიკითხე: შანსი, რომ ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედი თავსებადი იყოს დედმამიშვილთან არის 4:1. ეს ძალიან მაღალი პროცენტია იმის გათვალისწინებით, რომ არანათესავებში თანხვედრის თანაფარდობა არის 70 000.
2. ქრება დონორის მოძებნის გრძელი პროცედურის აუცილებლობა. ტრანსპლანტაციის შემდეგ კი ქსოვილის უარყოფის შანსი აღარაა, რადგან თავისი უჯრედია.
3. შეიძლება დღეს ბევრ რამეში ვერ გამოიყენება, მაგრამ მედიცინა ვითარდება ძალიან სწრაფად.
რაც შეეხება კერძო და საჯარო ბანკებს (საჯარო თუ გვაქვს ეგეც არ ვიცი მაგრამ დავწერ მაინც). ეს ამერიკის პედიატრების ასოციაციის რჩევებია:
1. ამერიკის პედიატრების ასოციაცია რუტინულად შენახვას არ უწევს რეკომენდაციას. კერძო ბანკში შენახვის რეკომენდაციას გასცემს იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის დას ან ძმას აქვს იმ დაავადებების დიაგნოზი, რომლებსაც ღეროვანი უჯრედების გამოყენებით იკურნება.
2. საჯარო ბანკში სისხლის შენახვა უფასოა, რადგან ის არაა გარანტირებულად შენი. მას გამოიყენებენ ან კვლევებისთვის ან შეიძლება ვიღაცას უცებ დასჭირდეს, ზუსტად მოერგოს ეს სისხლი და მისცენ მას. მომავალში არავინ იცის დონორი ბავშვისთვის თუ ექნებათ შესაფერისი სისხლი, შეიძლება არ დაემთხვეს არცერთი და დარჩეს ისე. თუმცა, პედიატრების ასოციაცია მხარს უჭერს საჯარო ბანკში სისხლის შენახვას, რადგან კონკრეტულ ბავშვს დიდი ალბათობით არასოდეს გამოადგება, სამაგიეროდ ვიღაცას ეხლა სჭირდება და მისი სიცოცხლის გადარჩენა შესაძლებელი გახდება.
3. კერძო ბანკების გამჭვირვალობა კიდევ ერთი პრობლემაა. ვინ იცის როგორ ინახავენ ან როგორ ამოწმებენ თავიდან. შეიძლება წლების შემდეგ აღმოჩნდეს, რომ სისხლი საერთოდ არ გამოდგება. ისიც წავიკითხე, დაპირდებიან კლიენტს რომ დედმამიშვილებს და მშობლებსაც გამოადგებათო, არადა შეიძლება ბავშვს თანდაყოლილი დაავადება ჰქონდეს და თვითონაც კი ვერ გამოიყენოს.
ეხლა კითხვები, რაც გამიჩნდა
რაღაც ასაკამდეა საკმარისი აღებული სისხლი, (5 წელიო ეწერათ) ეგ გავიგე. ფორუმზე დიდი ამბით წერდნენ, 5 წელიწადში გვექნება შესაძლებლობა გავამრავლოთ ეს უჯრედები ისე, რომ მერეც ეყოთ სიცოცხლის ბოლომდეო. და მივაღწიეთ მაგას? თუ ჯერ კიდევ ველოდებით?
და რამდენად არის ამ უჯრედების უცხოეთში უსაფრთხოდ ტრანსპორტირების პრაქტიკა? აქ თუ ვერ იყენებენ და სხვა ქვეყანაში წაღებაც ვერ მოვახერხე რად მინდა?