nioniaისეთი ნაცნობი ემოციებია

როგორ ველოდებოდი ამ წუთს და გავშტერდი თავიდან, ასე მეგონა სხვის თავს ხდებოდა :დ
ბაზალურზე დავწერ გოგოებო რადგან წინა პოსტებში ახსენებდით, მე ვიზომავდი ხოლმე მაგ კოშმარობას და არცერთხელ არ ასულა 37-ს ზემოთ, კი მეწყებოდა მერე ციკლიც.
ერთხელაც დავიკიდე და ის თვე არ გამიზომია საერთოდ.
1 მარტი იყო და იმ დღეს უნდა დამწყებოდა ციკლი, ველოდებოდი მშვიდად, 100% დარწმუნებული რომ არ ვიყავი ორსულად (იმ თვეში ფაქტიურად ქმარი არ მყოლია,ფეხმოტეხილი მყავდა და ერთხელ ვიმაიმუნეთ მხოლოდ

არადა მანამდე დღეს არ ვაგდებდით

) ვზივარ, ვსქროლავ ამ თემას და უცებ ერთმა ოჯახაშენებულმა იუზერმა (რომელმა არ მახსოვს ზუსტად

) დაწერა ორსულობის დროს ჩვეულებრივი ტემპერატურაც მატულობსო და ძირითადად პირველი ტრიმესტრი სულ სიცხეები აქვთო (37-ს ზემოთ). ვკითხულობ ამ პოსტს და ვხედავ კარადაში თერმომეტრი მიმზერს, მოდი ერთი გავიზომოთქო (აი რამ მომაფიქრა არ ვიცი) იღლიაში გავიზომე ჩვეულებრივად და უცებ ბრახ 37.3 მაქვს სიცხე მეთქი ტრეც რატო მაქვს სიცხე, აშკარად არ ვარ გაციებული. გავვარდი აბაზანაში (საღამოს ხდება ეს ყველაფერი) ვიცი რომ ტესტები არ მაქვს ნაყიდი, ვფიქრობ სადღაც უნდა ეგდოს რამე ტესტი, მილიონი მქონდა ნაყიდი და შანსი არაა სადღაც მექნება შემორჩენილითქო და მართლაც კარადაში ტრუსიკებთან ვიპოვე ერთი ტესტ კასეტა და ერთი 50 თეთრიანი ტესტი. შარდს შეეხო თუ არა მანამდე რომ მეორე ხაზის ნახვაში თვალებს ვითხრიდი, ამან იმ წამიერად მაჩვენა მეორე ძალიან მკვეთრი ხაზი, გამოვშტერდი. აქ დავდე ფოტო და ერთი ნახევარი საათი გაშტერებული ვიყავი. მერე გავაგებინე ქმარს და დაქალებს მარა ასე მეგონა სხვაზე ვწერდი