ძალიან კარგად მესმის შენი.
მეც წვალებით და ბრძოლით მომიწია ცხოვრება, ობლობის სიმწარე მეც ვიწვნიე. დახმარების ხელი არც არავის გამოუწვდია ოდესმე... უნივერსიტეტში უფასოზე მოვხვდი, პრეზიდენტის სტიპენდიანტი ვიყავი, თან სტუდ.თვითმმართველობის თავჯდომარე და შაბათ-კვირას ძიძად ვმუშაობდი.. ოქტომბრიდან მაგისტრატურაც და უნი-ში სამსახურიც უნდა დამეწყო....
ამ პერიოდში ჩემი, მაშინ ჯერ კიდევ მომავალი მეუღლეც კარგად იყო აწყობილი.
თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, ძალიან კარგადაც კი მაგრამ...
აი, რომ ამბობენ ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდაო, მსგავსი რამ შეგვემთხვა მე და ჩემს მეუღლეს. 2 ოქტომბერს ჯვრისწერა გვქონდა, პირველში წავედით და პირველი საერთო ოჯახური ნივთი საათი ვიყიდეთ.
საათი... ვითომ ხომ არაფერია?
ღამის 12 საათი იყო მეუღლე ჯვრისწერისთვის მოწესრიგებას რომ მორჩა და საათს ახედა... უკუღმა ტრიალებდა საათი. მერე პირველ საათზე გაჩერდა....
აი, დაიჯერებ? ზუსტად ღამის პირველ საათზე ავარიაში მოვყევით, ბრმა მოსახვევში საპირისპირო ზოლიდან გადაგვიჭრეს, ბოძმა დაგვიჭირა, თორემ ხრამში აღმოვჩნდებოდით. პატრული და სასწრაფო რომ მოვიდა და მანქანას შეხედეს, რამდენი გვამიაო იკითხეს ეგრევე. 50 მეტრი იგორავა მანქანამ. ამ ღამესაც ღიმილით ვიხსენებ: პირველ ღამეს საშვილიშვილოდ დავღვარე სისხლი-მეთქი
იმდენად უკან წავიდა ჩვენი ცხოვრება, რომ ხშირად პური გვენატრებოდა. ორივემ დავკარგეთ სამსახური და დღემდე ვერ ამოგვიხსნია რატომ ვეღარ ვნახეთ ვერაფერი. იმდენად ამაყები ვიყავით, ქვრივ დედებს ვერ გავუბედეთ არიქა გვიშველეთო. დედის გული მაინც ხვდებოდა, პროდუქტებით სავსეები მოდიოდნენ სულ...
3 წელი ამ ჭაობიდან ვერ ამოვედით. 2-ჯერ მომეშალა მაგ დროში და დღემდე არ ვიცი მიზეზი, ექოს ფულიც არ გვქონდა, მიზეზებს ვინ ჩივის.
შემდეგ გამოგვიჩნდა კარგი სამსახურები და დავდექით ფეხზე. ვიყავით ექიმთანაც, ყველაფერი იდეალურადაა, დაელოდეთო. დავუჯერეთ...
გავიდა კიდევ 3 წელი ამ ლოდინში.
ისევ საათი ვიყიდეთ რატომღაც... ვერ ამომიხსნია რატომ, მაგრამ მასაც იგივე დაემართა, რაც პირველ საათს....
ლოდინმა დაგვღალა და მივედი ჩარექიშვილთან პირდაპირ ლაპარო მინდა-მეთქი.
და აქედან დაიწყო რაც დაიწყო. სიმსივნე, რადიაცია, გამოფიტული ორგანიზმი, უამრავი წამლები და 2 წლიანი ორსულობის აკრძალვა...
რამოდენიმე თვეში ზუსტად 9 წელი სრულდება და მე ისევ იქ ვარ საიდანაც დავიწყე....
დავიღალეთ, ემოციებისგანაც გამოვიფიტეთ, ფინანსურადაც ნოლზე ვართ, მაგრამ ზუსტად ვიცით რომ გვეყოლება შვილები, ვიცით სახელები, ვგეგმავთ როგორ აღვზარდოთ, ვიცით რომ კარგი მშობლები ვიქნებით.... გვჯერა მომავლის....
ბოლოსდაბოლოს, ყველა ჩვენს სიყვარულს შენატრის და როგორ შეიძლება ნაყოფი არ გამოვისხათ...
P.S. საათი.... ცხოვრებაში აღარ იქნება ჩვენს სახლში საათი... ცრურწმენების არ მჯერა, მაგრამ ჩვენ ცუდად გვაქვს დაცდილი.
რამდენი ვწერე

გავერთობი ხოლმე ჯღაპნაში....