მრავალ ახალ წელს დაესწარით გოგონებო თქვენს პატარებთან ერთად ❤❤ უკეთეს წელს გისურვებთ ყველას ❤❤
გოგონებო, მოკლედ 2.10 თვის გოგო მყავს, რომელიც დადის ძალიან ცუდად, ნელა, ფრთხილად, გააჩნია რას ჩავაცმევ ფეხზე იმის მიხედვით ხან ფეხები შიგნით შეაქვს, ხან თითქოს კოჭლობს

დავიტანჯე ამის სიარულის შემყურე

ჩვილობისას პროფილაქტიკურ შემოწმებაზე მყავდა ორთოპედ ბიძინა ყანაშვილთან და არანაირი პრობლემა.
1, 6 თვისამ დაიწყო სიარული და იქამდე ქუთაისში მყავდა ორთოპედ-ტრავმატოლოგ ირაკლი რობაქიძესთან (ქუთაისში საუკეთესოა

) რომ აგვიანებდა სიარულს მაგის გამო და დააცადეთ ბავშვს გაივლისო.
მასაჟები გავუკეთეთ და დაიწყო სიარულიც, ოღონდ ცუდად, თითქოს მარცხენა მხარეს კოჭლობდა, წავიყვანე ისევ, გადავუღეთ რენდგენი და არანაირი პრობლემა არ აქვს, ვიდრე გაივლიდა ოჭივარაში იყო ხშირად, ოჭივარაში მარცხენა მხარეს ეყრდნობოდა უფრო და ჯერ კიდევ მისი გავლენის ქვეშ იყო მოკლედ.
გადის დრო და არ ასწორებს სიარულს, პედიატრმა კამკამიძემ მითხრა სექტემბრის თვეში ახალი დაწყებული აქვს სიარული და დააცადეო.
ვაცლი, მაგრამ არ მინდა რამე გამომრჩეს და სანანებელი მქონდეს

ბიძინა ყანაშვილის ჩამოსვლას ველოდები, ამერიკაშია და თებერვალში დაბრუნდება.
ეს ვირუსული პერიოდი რომ გადაივლის მასაჟებს გავუკეთებ და ცურვაზე მივიყვან.
თუ გქონიათ მსგავსი გამოცდილება თქვენ ან თქვენს ირგვლივ მყოფ პატარებთან დაკავშირებით გამიზიარეთ გთხოვთ როგორ გამოასწორეს სიარული