გამარჯობა, მომავალო დედებო, როგორ ხართ?
იშვიათად შემოვდივარ ხოლმე, ისე კი გადევნებთ თვალს და მიხარია თითოეული თქვენგანის ამბავი..
გუშინ ვიყავი ექოსკოპიაზე, ციკლიდან მე-16 დღე: ყვითელი სხეულის ცისტა 32მმ, ენდომეტრიუმი 9,5მმ
ურთიერთობის გაგრძელება მირჩია ექიმმა კიდევ ორი დღე და დუფასტონი დამინიშნა, დღეში 2 აბი, 10 დღე. დუგლასში სითხე მცირე რაოდენობით (არც ისე მცირეა და არც ბევრიო, - სიტყვიერად დააყოლა)
მე-12 დღეს ვიყავი და იგივე საკვერცხეში 16მმ-იანი დომინანტი იყო.
დეტალურად არ ამიხსნა, უბრალოდ მითხრა, რომ ორსულობის შანსი არის, უბრალოდ ენდომეტრიუმი ისე არ გასქელდა, როგორც მინდაო.
არაფერს ვსვამდი მანამდე.
დუფასტონი დავიწყე გუშინვე, ჭარხალი და კვერცხის კოქტეილიც მივაშველე (თქვენთან მაქვს წაკითხული

).
ზოგადად, რას მეტყვით, როგორია მდგომარეობა?
ამ ყვითელი სხეულის კისტაზე რაღაცა ისე თქვა ექოსკოპისტმა თუ მომეჩვენა, გული გამისკდა..
არადა, არ უნდა იყოს საშიში და საგანგაშო, ხო?
ანუ, ოვულაცია მოხდა, ფოლიკული გასკდა და ყვითელი სხეულის კისტაც და დუგლასში სითხეც ამის მანიშნებელია, ხო?
ორსულობის დადგომას შეიძლება ხელი მნიშვნელოვნად შეუშალოს ამ მონაცემებმა? (მესმის რომ ძალიან ისეთ კითხვას ვსვამ, ბევრი რამეა კიდევ საგულისყურო..)
10-ში იქნება ჰორმონების პასუხები.
მადლობა წინასწარ.