გაცინო? :დ
მესამე წელია 14 თებერვალს მაქვს ოვულაცია D: რაღაცა არსებობს :დ
შარშან არ გამოვიდა არაფერი და წელს ვერ გამოვა რიგი მიზეზების გამო ცოტა გადავწიე ორსულობის ამბები.
eleonoraa12345აუ ბოლო ეხო იყო ელე ხოო?

3კგ რა მაგარიააა

ზუსტად 3კგ გავაჩინე ვაჩუნა
ninuninTsitsi.laგოგოების უმრავლესობას ჩემი დაკვირვებით და ფორუმზე ყოფნის 14 წლიანი ისტორიით (:დ) ყველას გოგო უნდა ხოლმე რატომღაც.
გააჩენთ ბიჭებს და ნახავთ როგორ გადაგიყვანთ ჭკუიდან

ვაკვირდები და მაინც ბიჭები უფრო თბილები არიან დედის მიმართ, ჩემი შვილისთვის დედა არის სამყაროს დასაწყისი, დასასრული, ღმერთი და ყველაფერი, თვალებშივე ეტყობა ეს ყველაფერი :დ გოგოებიც ხომ არიან თბილები მაგრამ ზოგადი დაკვირვებით ბიჭი შვილის და დედის ურთიერთობა კიდე ვაბშე სხვა სამყარო და ლეველია

და კიდევ გოგო შვილები ჩემს ირგვლივ უფრო კაპარჩხანები არიან

მეორე გოგო თუ მეყოლება ძაან გამიხარდება მაგრამ ასე მგონია გულის სიღრმეში მაინც ყოველთვის ბიჭი მენდომება სუბიექტურად. დედის იმედი

ეხლა ისეთ ისტორიას მოვყვები, ცოტა რთულად დასაჯერებლად ჟღერს მაგრამ ვაჩეს თავი შემიძლია დავიფიცო რომ 1 სიტყვას არ ვამატებ

მოკლედ მე და ნიკა (ჩემი ქმარი) რაღაცაზე ვკამათობდით და ნიკამ ჯუჯღუნი დამიწყო მე ასე მინდოდაო, ვაჩე თავისთვის იჯდა თამაშობდა, უცებ ნიკამ ხმას რო აუწია, გამოვარდა ბავშვი მოვარდა ჩემთან, დამიდგა წინ და ხელები გაუშალა მამამის და ატატატატა-ო ჩხუბი დაუწყო, აბა ეხლა ხმას დაუწიე დედაჩემთანო

მოვკვდით სიცილით, ბავშვს ეგონა ვჩხუბობდით და დამიცვა. 1 წლისაა ხალხო, 1 წლის.
ზუსტად ისეთია როგორიც წარმომედგინა ჩემს ფიქრებში. საოცრებაა მართლა. ასე მგონია ამ სამყაროში ვერავინ და ვერაფერი შემაშინებს ვერასდროს თუ ჩემი შვილი მეყოლება გვერდით. გოგოები უფრო მამის მიმართ არიან მასე. ბუნების კანონია :დ
მე იმდენად ვაჟკაცური და გაბედული ტიპაჟი ვარ, ჩემი გოგოც ალბათ მასეთი იქნება და არც გოგოს მხარდაჭერის ნაკლებობა არ მექნება ვგრძნობ :დ მარა არა რა, მართლა სხვა ლეველია ბიჭი შვილი, აჩენ საპირისპირო სქესს და იდეალურ მამაკაცს.. ამაზე მეტი სასწაული არ ვიცი.
აი გოგოს თუ გამოვცდი ოდესმე, მერე გოგოზეც დავწერ რა გრძნობაა
* * *
მე უნდა მერქვას ბიჭი შვილების სახალხო დამცველი ფორუმზე

უკვე მერამდენედ ვწერ ამას :დ
ადამიანის ტიპაჟზეცაა დამოკიდებული რა თქმა უნდა, გოგო და კიკინები და უწი პუწი ბაფთები მე სულ მეზარებოდა ხოლმე :დ ჩემი ქმარი აფანატებს გოგო ბავშვებზე და ძალიან უნდა გოგოც გვყავდეს, იქნებ მოხდეს ისე რომ კიდევ ერთხელ გაგვიმართლოს და გამოვცადოთ ეგ ბედნიერებაც

მე უფრო ისეთი ტიპაჟი ვარ, ოჯახში კაციც რომ შემიძლია ვიყო და ქალიც და რატომღაც სულ მინდოდა რომ მინიმუმ 1 ბიჭი შვილი მაინც ეჩუქნა ღმერთს. ეხლავე ვგრძნობ რომ მე და ვაჩე ვიქნებით სასწაული დედა-შვილი და მისთვის ალბათ დიდხანს (სანამ თვითონ არ მობეზრდება) ვიქნები საუკეთესო მეგობარი. ამის მაგალითია ჩემი ქმარი. მისი და დედამისის ურთიერთობაც ვაბშე სხვა ლეველია, ჩემთვის ჩემი დედამთილი იდეალური დედაა, შვილის საუკეთესო მეგობარი დღემდე. იმენა ჯიგარი დედა

და ნიკაც საოცარი შვილია. და მე მგონია მაგაში დედამთილს ვგავარ და ვიქნები უჯიგრესი დედა და მეგობარი ჩემი ბიჭისთვის.
ისე მე მეგობრადაც ბიჭები მერჩივნენ ბავშვობაში.