რადგან აქამდე არ მძინავს ვიხელთე დრო და გიზიარებთ, აქაც დავაკოპირებ და მოგინებებშიც ❤️
კი არც მნერა ამას მე რომ ვწერ და ეს მე რომ გადამხდა და გამოვიარე და ჩემი ცუცქნა ახლა ჩემს ხელებშია და ძინავს ტკბილად ❤️თუ კი ვინმეს გამოადგება ჩემი გამოცდილება
37.2 დღეზე პირველად შევნიშნე ლორწოვანი მოვარდისფრო გამონადენი, თუმცა მხოლოდ ერთხელ და მეტი აღარ ყოფილა, მას მერე თეთრმა გამონადენმა მოიმატა, ნელ ნელა ღრძილებიდან სისხლდენა შეწყდა რაც მთელი ორსულობა შეუწყვეტლივ მქონდა, 38.1 დღეზე მომიწია ბევრი სიარული საქმეებზე, და 38.2 დღეზე ღამის 01.30 ზე დავღვარე წყლები საწოლშივე მწოლიარემ, წამოვდექი და წამოვიდა და წამოვიდა, წყალი გადავივლე ყველაფერი უკვე მზად მქონდა, ამ კომენდანტის გამო გამოვიძახე სასწრაფო გადამიყვანეს პინეოში და იქ მიმღებში მორიგემ ეხო გადამიღო მცირედ იყო შემცირებული წყლები, ბავშვს კარგი მდებარეობა ქონდა და ამიტომრადგან არ ვიყავი საჩქარო მომაცდევინეს, ამიღეს კორონას ტესტი, სისხლის ანალიზი, ექიმმა ხელით ჯერ არ გამსინჯა და გადაწყვიტა პათოლოგიურში დავეწვინე რადგან ყელი სავარაუდოდ არ იხსნებოდა არ მქონდა ტკივილები საერთოდ, პათოლოგიურში უკვე გამსინჯა და 1 თითი იყო მხოლოდ ყელი დარბილებული, მოვკალათდი საწოლზე და მასმევდნენ დამაჩქარებელს, სულ 3 ჯერ მოვასწარი დალევა, ნელ ნელა მოვიდა ტკივილებიც, მარა მათი თქმით ისევ 1 თითზე ვიყავი გახსნილი, კიდევ მაცდევინეს მაგრად უკვე აუტანელი იყო ტკივილი და წამიყვანეს ბლოკში, უკვე 4 თითი იყო და გამიკეთეს გაუტკივარებაც, ჯერ ცოტა და დააკვირდნენ ყელს შემდეგ დამიმატეს და 1.30 სთ კარგად დავისვენე, უკვე სრული გახსნა იყო და ტკივილებიც დაბრუნდა ამასობაში, მე პირადად გამიჭირდა ჭინთვები არ გამომდიოდა და წვალება მომიწია ცოტა, მუცელზე სულ მქონდა დამაგრებული აპარატი რითაც ბავშვის გულისცემას აკვირდებოდნენ, გადასხმაც მედგა ამასობაში და წნევასაც მუდმივად აკონტროლებდნენ, ძალიან კარგი ყურადღება ქონდათ ბლოკში, ალბათ 1 საათი ვეწვალე ჭინთვებს და ბებიაქალის დახმარებით როგორც იქნა გამოძვრა ჩემი ბიჭი, ეგრევე წამოიტირა იქვე ფეხებთან, დამაწვინეს გულზე მომყოლი გამოიტანეს და გადაჭრეს ჭიპლარი, 1 საათი ალბათ გულზე მეწვინა თან ძუძუს ეძებდა, ოდნავ ნახეთქის გამო ნაკერი დამჭირდა, საშვილოსნოც გამისუფთავეს და დამასვენეს შემდეგ, მთლიანობაში პინეოს ყურადღებით კმაყოფილი ვარ, ბავშვი ცოტა ხნით წაიყვანეს მომიწესრიგეს და მეც რომ მოვღინიერდი მომიყვანეს და იყო სულ ჩემთან, აი ასეთია ჩემი გამოცდილება, რჩევა კი ისაა რომ უსმინოთ ბებია ქალს ან ექიმს რომელიც გამშობიარებთ, ისუნთქოთ სწორად და ეცადოთ გაიჭინთოთ სწორად მე ძალიან დაღლილი ვიყავი და ძალები არ მყოფნიდა.
ნამატი მქონდა საბოლოოდ 16 კგ, სამშობიაროში მხოლოდ 6 დავტოვე ესეც იყოს აქ ეწეროს

ყველას წარმატებებს გისურვებთ მომავალ მშობიარობაში, უადვილესი ყოფილიყოს და ბედნიერი დედა შვილობა გქონოდეთ ❤️❤️❤️
* * *
Redialძალიან მიხარია შენი ამბავი მშვიდი ორსულობა გქონოდეს ❤️
nopiahopiშენი სკვინჩა უკვე რამხელაა რა მალე გავიდა დრო ❤️❤️ძალიან ყოჩაღი გყავს ❤️
* * *
marikooმე ვსვამდი კარგა ხანს სადღაც 15 კვირამდე ალბათ დექსას, დოზების ცვალებადობით ანალიზის პასუხის შესაბამისად, საშიში არაა მაგრამ წამალი აუცილებლად უნდა დალიო და შემდებ ანალიზის მიხედვით გეტყვის ექიმი შეწყვიტო თუ როგორ მოიქცე, მოხსნაც ეგრევე არ შეიძლება ნელ ნელა დოზების კლებით ხსნიან
This post has been edited by eleonoraa12345 on 18 Feb 2021, 04:47