nopiahopiდაგიკოპირებ სანდო ჯგუფიდან
"მცენარეული ჩაი არ არის სასურველი ჩვილებისთვის, მინიმუმ 6 თვემდე ( სარგებელი არც შემდეგ ასაკში აქვს), ჩვეულებრივ, ასეთი ჩაის შემადგენლობაში შედის მცენარეები, რომლებზეც ამბობენ, რომ ამსუბუქებენ საჭმლის მონელებას, ძირითადად ესენია: გვირილა, კამა, ანისი... თუმცა, თუ თქვენი ბავშვი ჯერ არ არის 6 თვის და აწუხებს კოლიკა, ნუ მოტყუვდებით, რომ მცენარეული ჩაი დაამშვიდებს მას. მითუმეტეს ამ ასაკამდე მას არ სჭირდება არანაირი ჩაი, მიეცით მხოლოდ დედის რძე ან ფორმულა. თან, თუ თქვენ ბავშვს რეგულარულად შესთავაზებთ მცენარეულ ჩაის, მან შეიძლება უარი თქვას რძეზე და ეს აუცილებლად აისახება მის ზრდა-განვითარებაზე. მცენარეული ჩაი შეიძლება დამატებით შეიცავდეს შაქარს და ის დააზიანებს თქვენი ბავშვის კბილებს.
⚠️ რა ასაკისაც არ უნდა იყოს თქვენი ბავშვი, არ მისცეთ მას მცენარეული ჩაი, რომელიც შეიცავს ვარსკვლავურ ანისს (იგივე ანისი). ტრადიციულად, ჩინეთში ეს არის კოლიკას სამკურნალო მცენარე, მაგრამ ის ხშირ შემთხვევაში დაბინძურებულია იაპონური ანისით, რომელიც ოდნავ განსხვავებულია და შეიძლება იყოს შხამიანი..
❗️აშშ- ში ჩვილებისთვის ანისის და მისი შემცველი ჩაი აკრძალულია.
FDA- მა (Food and Drug Administration) აღმოაჩინა ტენდენცია, რომელიც ბოლო დრომდე არარეალიზებულია. ეს ტენდენცია, რომელიც ახალი გამოკვლევების მონაცემებზეა დაფუძნებული, გახლავთ, დედების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომლებიც ახალშობილებს სთავაზობენ მცენარეულ ჩაის სხვადასხვა დანამატებით. დადასტურდა რამდენიმე მიზეზი, რის გამოც დედები იყენებდნენ ამ ჩაის, ძირითადად ეს იყო კოლიკა და თვლიდნენ, რომ ის ხელს შეუწყობდა ჯანმრთელი საჭმლის მომნელებელი სისტემის ჩამოყალიბებას.
გაფრთხილება გაიცა, რომ მოეძიებიათ ყველა ის ნითვთიერება ან შესაძლო პრეპარატი, რომელსაც დედები აძლევდნენ შვილებს.
⚠️მოერიდეთ ვარსკვლავურ ანისს ( იგივე გაფრთხილება), მიზეზიც იგივე ( ბალახის შესაძლო დაბინძურება იაპონური ვერსიით), რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ნევროლოგიური გართულებები, რადგან ძალიან ტოქსიკურია!
შემდეგი არის გვირილას ჩაი...
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დედები ამასაც იყენებენ, როგორც კოლიკასთან ბრძოლის "იარაღს". ამ შემთხვევაშიც მეცნიერები გვაძლევენ რჩევას, რომ ბევრად უსაფრთხოა ელოდოთ როდის გადაუვლის კოლიკა ბავშვს, ვიდრე შესთავაზოთ გვირილას ჩაი.
⚠️მიუხედავდ იმისა, რომ იშვიათია გვირილისა და მცენარეების მიმართ ალერგია, FDA-ს მიერ, ფაქტობრივად არსებობს მტკიცებულება, რომ გვირილის ზოგიერთი ნარევი შეიცავს ტოქსიკურ ლითონებს და სხვა პრეპარატებს, ამასთანავე, გვირილას ჩაისგან გამოწვეული შედეგები, მეტწილად, ჯერ კიდევ უცნობია, ამიტომ ის არ არის რეკომენდებული სამკურნალო საშუალება კოლიკასთვის.
⚠️6-დან 12 თვემდე ასაკის 122 ახალშობილზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მათ, ვინც ჩაი დალია, მნიშვნელოვნად აღენიშნებათ მიკროციტული ანემია, ან ანემია, რომელსაც თან ახლავს მცირე სისხლის უჯრედები, იმის გამო, რომ ჩაი ხელს უშლის რკინის შეწოვას."
* * *
გოგოებო, მეც ფეხშიშველი მყავს უფეხო უხელო ბოდე აცვია დღეც და ღამეც

ვეღარ ვაჩერებ ერთ ადგილზე ხოხვის დაწყებას ცდილობს და იატაკისკენ მიიწევს სულ