მადლობა გოგოებო....
მოკლედ 39,4 კვირაზე ჩანიშნული მქონდა საკეისრო სოფო თამაზაშვილთან ღუდუშაურში (არ მქონია არანაირი ჩვენება, ჩემი ახირება იყო), პირველივე მე ვიყავი ამ დღეს, დილის 8ზე აქ ვიყავი უკვე თავით დარჭობილი.
წინა ღამეს არ მეძინა არცერთი წამი, ლამის გადავიფიქრე, რომ წარმოვიდგენდი რომ საღ გონებაზე უნდა გავეფატრე, მაგრამ ამ საქმიდან გზა უკან არაა...
დაახლოებით 10 საათამდე გაიწელა (ამ დროს მოდის მეანიც) რეგისტრაცია, გამოცვლა, გადასხმა, ანალიზი... საოპერაციოში რომ შევედი და მიმოვიხედე ეს საყასბო აპარატურა თუ ხელსაწყოები რომ მეცა თვალში კიდევ ერთხელ ლამის გადავიფიქრე, მაგრამ აქედან მითუმტეს უკან გზა არ იყო...
ერთი კი წავიწუწუნე ხო არ გავიკეთო ზოგადი ნარკოზი მეთქი მაგრამ გაფართოებული თვალები რომ დავინახე პერსონალის "ვიხუმრემეთქი" აღმომხდა

ყველაზე მეტად რაც ვიგრძენი იყო ზურგზე ცივი ბეტადინის თუ სპირტის სიცივე, არც ნემსი, არაფერი სხვა .... ეგრევე სითბო ფეხებში და წელს ქვემოთ გავითიშე, ანესთეზიოლოგმა კი გამაფრთხილა იმის ილუზია არ გქონდეს შეხება ვერ იგრძნოო მაგრამ პრინციპში ეგეც არ მიგრძვნია
ფარდის ჩამოფარებიდან ზისტად 10-15 წუთში ისმის ტირილი, პროცესში თან სოფო მელაპარაკებოდა და ეგ ძაან მშველოდა, ღია ფერის ლაამაზი გოგოაო და ასწია კიდეც, გააქანეს გაამშრალეს და მერე სახეზე დამაწვინეს, ეგ საოცარი სურნელი არასდროს დამავიწყდება... ბავშვს ცოტა სხვანაირს ველოდებოდი ჩემს წარმოსახვაში და აი უფრო გაოცების ემოცია მქონდა ვიდრე სხვა რამე. მერე დაიწყო კერვა თუ არ ვიცი სხვა პროცედურები, მაგრამ ბავშვი რომ ჯანმრთელია აი ეგ პროცესი საერთოდ არაფერია (კი მომბეზრდა ცოტა ბოლოს).
ყველაზე დიდი დისკომფორტია შენი ფეხები რომ შენი არაა, ოდნავ ნაკერის წიწკვნას ვგრძნობ მაგრამ უკვე წამომჯდარი ვწერ... მოკლედ, წინა სამშობიარო ნერვიულობა და ემოციები უფრო გრანდიოზული იყო ვიდრე რეალურად პროცესი.
ნუ სოფო რომ პელეა მაგაზე არ დავწერ, ღუდუშაური ძალიან სიმპატიურად გამოიყურება, ერთიანში ვარ და გავს სასტუმროს ტიპის ნომერს, ახალი გაკეთებულია, ზარს რომ ვრეკაც ეგერევე მოდის პერსონალი, ჯერ არ მაქვს პრეტენზიები, გარდა იმისა რომ 5 დღე ძაან ბევრია აქ საჯდომად, უკვე სახლში მინდა )))
This post has been edited by Clue on 30 Sep 2021, 15:56