ჩემო სიხარულო ვიცი რომ ეჭვები გაქვს და შინაგანად არ ეთანხმები იმ აზრს რომ ამდენი მედიკამენტის ფონზე იქნება თუ არა ხარისხიანი კვერცხუჯრედი.
მე მართალი გითხრა თავს ვიკავებ ხოლმე იმ შემთხვევაში აზრის გამოთქმისგან როცა უკვე ექიმია ჩარეული და გადაჭრით ეუბნევა პაციენტს რომ არ იმოქმედებს ცუდად, მაგრამ რადგან პირადადაც მკითხე ვალდებული ვარ გითხრა ჩემი აზრი.
შეიძლება შენ რა მედიკამენტებიც მიიღე ისეთი ძლიერი არაა რომ რამე ძლიერი გვერდითი მოვლენები ქონდეს, მაგრამ მაღალი სიცხე და ანთება(ანთება იმიტომ ვიგულისხმე რომ დაწერე ანტიბიოტიკი მივიღეო ) არაა მაინც ისეთი რამ რომ ყურადღება არ მიაქციო.
სიჩქარე კარგია როცა ყველაფერი რიგზეა და მოცდას აზრი არ აქვს, მაგრამ ეხლა ამ შემთხვევას ვერ ვხედავ.
ექიმები წარუმატებელ შედეგს თითქმის ყოველთვის აბრალებენ კვერცხუჯრედის ხარისხს. მაშინაც კი როცა პაციენტს არც სიცხე აქვს და არც ანტიბიოტიკებითაა გაჟღენთილი და ასეთ შემთხვევაში რა ვიცი ღმერთმა ქნას შედეგი ეგრევე დადგეს, მაგრამ ხომ იცი რას დაბრალდება.
ეს არაა იაფფასიანი მკურნალობა,(ინვიტროს ვგულისხმობ) რომ სასწორზე დადო და დაელოდო რა მოხდება.
რა ვიცი ცოტა დიდი კი გამომივიდა ჩემი რჩევა, მაგრამ მინდოდა დამესაბუთებია რატომ ვფიქრობ ასე.
პ.ს. მე ვიცი ასევე რამხელა მნიშვნელობა აქვს ექიმთან კომუნიკაციას, მის რჩევებს, როცა ეს არასაკმარისია მერე ხდება ის რომ ჩვენ გამოვთქვავთ ჩვენს ეჭვებს და აზრებს ისე როგორც გვესმის ან წაგვიკითხავს.
* * *
narkozeliუი გვანც დამავიწყდა მეკითხა, შენ როგორ გრძნობ თავს,
სისუსტე ხომ არ გაქვს, მადა გაქვს? და რამე ხომ არ გაწუხებს?