კიდევ და კიდევ მადლობები ,გოგოებო <3
5 საათის მერე შევზღუდე წყალი და 10 საათისთვის ვაპირებ ტესტებს.
Ani15 კარგ ექოს გილოცავ <3 ასე მშვიდად გააგრძელე :*
დღეს საღამოსკენ წელი ამტკივდა,ახლა ამის მეშინია, ხომ არ გადავიღალე.. ზუსტად ახლა მჭირდება დასვენება და სამსახურის გამო არ გამოდის . ჩემმა ქმარმა, რატომ ხარ შეწუხებულიო, არ ვიცი, წელი მტკივა და კარგის ნიშანია თუ ცუდისთქო. ნუ იცი ასეთი ლაპარაკიო, რაც იქნება ის იქნება და არ ინერვიულო არაფერზეო

ჯერ არ მითქვამს ,ეს დღეები ვწუწუნებ, ოვიტრელის კვალი ვერ გავაქრე ტესტებიდანთქო

ხვალინდელ ხეგეს ველოდები და მინდა სიურპრიზი მოვუწყო და ამეხადა თავი, როგორ ვახარო ეს ამბავი. იმ ტრენდიოლიდან ტყუპისთვის გამოწერილი ჩვილის ტანსაცმელები ( გახსოვთ გოგოებს მე მგონი

) ,რათქმაუნდა ,ერთ-ერთი ატრიბუტი იქნება ტესტთან ერთად, მაგრამ ეს ყველაფერი როგორ ,რანაირად მოვიფიქრო, ავაწყო, რა მომენტში ვუთხრა, როგორ, ამაზე ვფიქრობ ახლა
This post has been edited by a-liza on 13 Nov 2023, 20:03