ALAC-ი იქით იყოს და, ხარისხიანი Sound-ის საკითხს მინდა დავუბრუნდე ისევ. ამას წინათ, ერთი პროექტი გვქონდა გასაკეთებელი - ერთ ადამიანს თავის მამულში უნდოდა მთელი ტერიტორიის (სახლის ჩათვლით) დაფარვა მაღალი ხარისხის ხმით. იყო 15 სხვადასხვა ზონა - აუზთან, ბუნგალოში, ტერასაზე, კორტებზე, სამზარეულოში, დიდ ოთახში, საძინებლებში და ასე შემდეგ. ჰოდა, დავამონტაჟეთ სისტემა, რომელშიც ყოველ ზონას თითო სპეციალური გამაძლიერებელი ჰქონდა გამოყოფილი. გამაძლიერებლები სმარტფონიდან იმართება სპეციალური პროგრამით და შესაძლებელია კომპიუტერში არსებული მუსიკალური კოლექციის Streaming-ი ამა თუ იმ ზონაში. დამკვეთმა მოინდომა სმარტფონში არსებული მუსიკის გაშვება და ოპააა - ჩემი ფეხები

საქმე იმაშია, რომ აიფონით თუ გინდა მუსიკის გაშვება გამაძლიერებლისკენ, ამისათვის რაიმე მოწყობილობა უნდა გაგაჩნდეს, რომელსაც AirPlay-ს ფუნქცია აქვს. ასეთი კი, თვითონ Apple-ს აქვს ორი რაღაც:
1) AirPort Express-ი (მოდელი MC414LL/A... მართალია, ძველ მოდელსაც გააჩნია AirPlay, მაგრამ MC414LL/A მოდელი გაცილებით უფრო სტაბილურად მუშაობს და შესახედავადაც ძლიან ლამაზია);
2) Apple TV (ოღონდ 3rd Generation, რადგან ბოლო მოდელისგან განსხვავებით, ამ მოწყობილობას გააჩნია Optical Audio Output პორტი).
შესაბამისად, საერთო ოთახში, სადაც ტელევიზორი დგას და SilkTV არის ზედ მიერთებული, იქვე დავდგით Apple TV და მისი HDMI Out-ი ვთხარეთ HDMI Switcher-ში, რომელშიც ასევე მივაერთეთ SilkTV, ხოლო Switcher-ის HDMI Out-ი გავუშვით ტელევიზორისკენ. Apple TV-ის Optical Out-ში გავარჭეთ TOSlink კაბელის ერთი ბოლო, რომლის მეორე ბოლოც ვთხარეთ FiiO D03K Digital To Analog Converter-ში. ამ კონვერტერის RCA Out-ები მივაერთეთ გამაძლიერებლის RCA Input-ებში. ამგვარად, მივიღეთ ასეთი რამ - Apple TV-სკენ გაშვებული ფილმის ხმა გამოდის Optical Out-ში, გადის Digital To Analog Converter-ში და მაღალი ხარისხით შედის გამაძლიერებელში, რომელიც თავის მხრივ დინამიკებს გადასცემს ხმას. ისეთი ეფექტი იყო, არავინ ელოდა

რაც შეეხება დანარჩენ ზონებს, მათ გამაძლიერებლები დავაკომპლექტეთ AirPort Express-ებით და FiiO D03K კონვერტერებით, რათა მაგ გამაძლიერებლებშიც მაღალი ხარისხის ხმა შედიოდეს. შედეგად, თუ დამკვეთი მაგალითად საძინებელშია და მოინდომებს თავისი iPhone / iPod Touch / iPad / Mac-იდან რაიმე მაღალი ხარისხის კომპოზიციის მოსმენას თავისი ოთახის დინამიკებში, AirPlay-ს საშუალებით ამ მუსიკას გაუშვებს თავისი საძინებლის გამაძლიერებლისკენ.
AirPort Exress MC414LL/A მოდელს კარგი ის აქვს, რომ 3.5 mm Out-ი აქვს ხმის, რომელშიც პირდაპირ შეგიძლია დინამიკების მიერთება, მაგრამ მაგ 3.5 mm პორტში ასევე მოდის ციფრული სიგნალი, რომელიც Mini TOSlink კაბელით შეგიძლია გაუშვა რაიმე მაღალი ხარისხის Digital To Analog Converter-ისკენ და მართლა ისიამოვნო მუსიკით. პრიკოლი ისაა, რომ AirPort Express-ს გააჩნია USB პორტიც (იდეაში, პრინტერის მისაერთებლად), რომელშიც ამჟამად FiiO D03K კონვერტერის Mini USB პორტია მიერთებული კვებისათვის (რაღაცით ხომ უნდა იკვებოს DAC-ი), ანუ დამატებითი კვების ბლოკის პრობლემაც მოკვდა

მართლა მაგარი რაღაც გამოვიდა. სიმართლე ითქვას, თვითონ AirPort Express-ის Sound Card-იც არაა ბანძი, საკმაოდ მაღალი ხარისხის ხმას აგენერირებს, მაგრამ FiiO D03K-ს ვერ შეედრება. რაღა თქმა უნდა, არსებობს გაცილებით მაღალი კლასის DAC-ები, ოღონდ გაბარიტებით და ფასით ამას კონკურენციას ვერ გაუწევენ. ჩვენში დარჩეს და, 24 ბიტიანი და 96 კილოჰერციანი ხმა არც თუ ისე ცუდია