ხუთი დღეა რას სირბილი დავიწყე
![bis.gif](https://forum.ge/html/emoticons/bis.gif)
სკოლის პერიოდში უსასრულოდ შემეძლო ალბათ სირბილი
![biggrin.gif](https://forum.ge/html/emoticons/biggrin.gif)
ვვარჯიშობდი მთელი ბავშობა.
ახლა თითქმის შვილი წელი (ანუ მთელი სტუდენტობა), ზედმეტად არაჯანსაღად ვიცხოვრე. წონაში 90-ს მივუახლოვდი როცა 69 ვიყავი პირველ კურსზე, სიგარეტი, დალევა, მოსაწევი და ცოტა-ცოტა სხვა რამეებიც - იცოცხლე
ორი კვირაა რაც სიგარეტს შევეშვი , მანამდეც უკვე შემცირებული მქონდა და დავიწყე სირბილი. ნელ ნელა ვუმატებ. დღეს მაგალითად შემეძლო უვკე სამიც მერბინა, მაგრამ გამოვიზოგე
![biggrin.gif](https://forum.ge/html/emoticons/biggrin.gif)
პირველ დღეებთან შედარებით უკვე ვატყობ როგორ მომემატა ენერგია, არადა სულ ხუთი დღეა დავრბივარ. მარტის ბოლოს მინდა სტაბილურად 10 კილომეტრამდე დავრბოდე..
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)