ფასიც შეადარე

ერთი სეგმენტისთვის არაა ვაკის აუზი და სისაიდი
ვაკის აუზი 350 ლარი ღირს თვეში (ულიმიტო) და თან ერთწლიანი კონტრაქტი უნდა გააფორმო თავიდანვე...
ერთი ან ორი თვე რო იარო და მერე დაანებო თავი, არ შეიძლება...
თავიდანვე იხდი პირველი და ბოლო თვის საფასურს...
აქ კიდე 180 ლარი ღირს, ანუ ორჯერ იაფი და არავინ გავალდებულებს ერთწლიან კონტრაქტს და არც ვადაზე ადრე თავის დანებებისთვის კარგავ ფულს...
არადა კაია ეგ ვაკის (ე.წ. ბენდუქიძის აუზი)... საიდან არ მივუდექი, მაგრამ ვერანაირად ვერ გავაკეთე რომ შეღავათიანი პირობებით ამეღო აბონიმენტი...
მაგის გვერდზე როა მეორე აუზი, ე.წ. ზარალას აუზი, ეგ კი ჯობია ფასით, მანდ 350 ლარი 15 შესვლა ღირდა...
უპირატესობა ის აქვს ბენდუქიძის აუზთან რო სახურავი იხსნება და მზიან ამინდში გაირუჯები კიდეც, ზამთარშიც და ზაფხულშიც...
თუმცა ზაფხულში სიარული არ ღირს მანდ, გადაჭედილია და ცარიელ შეზლონგს ვერ ნახავ...
შემოდგომა-ზამთარი კარგია...
ცოტა ხალხია...
მანდ კი გამოვნახე "რაღაცეები" და 250 ლარად ვიშოვე აბონიმენტი და ვიარე რამდენიმე თვე, მაგრამ მერე ვისთან ერთადაც დავდიოდი, ისინი შეეშვნენე და გამოვედი მეც...
მეზარებოდა ძაან და თან ტაქსიში ბევრი მეხარჯებოდა ძაან...
შორია ჩემ სახლამდე...
აქაც ჩემმა მეგობრებმა დაიწყეს ეხლა სიარული, თან ადრე დავდიოდი და ვიცი ნორმალურია და ვივლი მეც...
თან ვივარჯიშებ, თან გავერთობი...
თუ დაანებებენ ეგენიც თავს კიდე, აქვე დილატო მაქვს ახლოს სამსახურთან და მანდ შევალ

მოკლედ ეს უმანქანობა მიშლის ხელს ვარჯიშში

მაგრამ არ მევასება ეს მანქანის ტარება
This post has been edited by Frankens†ein on 28 Feb 2012, 17:31