თვალის ფორმებზე ^_^
მარა, გამოდის, რომ ჩემი თვალი შუაშია ყველა კრიტერიუმით, რა გავიგო ახლა აქედან?
foreveryours
Lilian
Blue October არც ის ფერები ქონდათ, რაც მე მინდოდა

382 ვიყიდე ბოლოს, იმდენი ვაძებნინე, მომერიდა, რამე რომ არ ამეღო.
შანელს ნაღდად ვერა, მაგრამ ლანკომს არ ჩამორჩება ნამდვილად, კარგად ატენიანებს ტუჩს, თუმცა, ვისურვებდი ოდნავ უფრო მდგრადი ყოფილიყო

პომადის ხშირ-ხშირად გადაახლება (და საერთოდ, მაკიაჟის,) არ მეკომფორტულება. უჯნდა წამოხტე კოსმეტიჩკით და გავარდე ტუალეტში, ან იქვე, ოთახში დააძრო სარკე და კოსმეტიკა, რაც საშინელი უტაქტობაა და მოკლედ რაა, ისეთი მინდა, დილით რომ წავისმევ, საღამომდე მეყოს
speaking of, ლანკომი დავკარგე ერთი სადღაც, გული მწყდება ძალიან

შანსი არაა, ჩანთიდან ამომვარდნოდა, ყველა ჩანთა გადავქექე, სადაც შეიძლებოდა, ჩამედო, არ არის :/
Blue Octoberშენ "ჩემნაირი" ფერები მოგწონს, იმ განსხვავებით, რომ მე ვერასოდეს გავბედავ ლურჯის ტუჩზე წასმას

:I'mtooboringforthis:
წითლებია უფრო ჩემი ტონები.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
აი, ჩემები

ფოტოს ხარისხია, ნუ იტყვით
ბორდოსფერი და ქლიავისფერი მინდა, და კიდევ ძალიან მქრქალი ვარდისფერი
http://static4.wikia.nocookie.net/__cb2012...04h40m16s17.pngძალიან მომეწონა

კიდევ, ლაინერმა მიღალატა ძალიან ცუდ დროს, არადა, ჩემი ყოველდღიური მაკიაჟი ეგაა, ლაინერი და პომადა

ჰოდა, ავერსში ვიყიდე 10 ლარად პირველივე შემხვედრი IMPALA precise eyeliner, მშვენიერია, მინდა გითხრათ.
ტუშიც მინდა რაღაც ეგეთი, ასე ერთი თვე რომ მეყოს, ოღონდ წყალგამძლე არა, კი მაქვს მეიბელინი ეგეთი და მივხვდი, რომ ყოველდღე მაგის ჩამორეცხვა გამაცვენს წამწამებს.
ურჩი, საშუალო სიგრძის წამწამებისთვის რომელია კარგი, იაფად?
This post has been edited by mimithecat on 26 Jan 2014, 12:54