ჯანსაღი ცხოვრება პირველ რიგში ალბათ, კვებიდან იწყება. სამწუხაროდ, ადამიანთა უმრავლესობა_კაცობრიობის 97%_ჭამს არადროულად და თანაც_ბევრს;ხოლო თუ იმგარემოებასაც გავითვალისწინებთ,რომ მისი საკვები ძირითადად არაბუნებრივი და რაფინირებულია,აღარ უნდა გაგვიკვირდეს ამგვარი სინამდვილე:ჯანმრთელი ადამიანის პოვნა ისევე ძნელია,როგორც ნემსის აღმოჩენა ბნელ გამოქვაბულში.
არადა,როგორ ალამაზებს სამყაროს,როგორ ახარებს გულსა და გონებას სულიერი და ფიზიკური მშვენიერებით შემკული პიროვნება!
თუ მავანი 80 ან 90 წლისა აღესრულა,ლამის ოვაციებით გავაცილოთ იმ ქვეყანაში,თან ერთმანეთსაც გულწრფელად ვლოცავთ_ღმერთმა ქნას,ჩვენც ამდენ ხანს ვიცოცხლოთო.ერთი სიტყვით გვიხარია და გვეამაყება,ჩვენგან წასულმა "დიდხანს" იცოცხლა!მაგრამ ასე როდი ფიქრობენ პელაზგები(ძველი ბერძნები)_მათი აზრით,80 წლის ადამიანის გარდაცვალება სხვა არაფერია,თუ არა_სიკვდილი აკვანში!
სიკვდილი აკვანში...
აკვანში გარდაცვლილი,წუთისოფლის სევდიანი მშვენიერების ვერშემცნობელი,ხორციელად დამძიმებული და სულიერად გაპარტახებული ადამიანებით სავსეა ქვეყანა.
***
თუ ადამიანი არ ჭამს ექვსი საათის შემდეგ,მაშინ მისი ორგანიზმი თვითონ იწმინდება და მატულობს სასიცოცხლო ენერგია.ასეთი ადამიანის ორგანიზმი ღამით ისვენებს და ხდება მისი ძალების სრული აღდგენა.
* * *
ამბობენ, ჩვენ ის ვართ, რასაც ვჭამთ. თუ ამ მოსაზრებას არაფილოსოფიური თვალით შევხედავთ და სერიოზულად დავფიქრდებით, როგორ ვკვებავთ ორგანიზმს ყოველდღიურად, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ამაზე არასდროს გვიფიქრია.
“კვება”… როცა ეს სიტყვა გვესმის, შეიძლება წინადადების გაგრძელება აღარც მოვისმინოთ. ჩვენი კვება უმეტესად იმდენად ინსტინქტურია, რომ არ ვაქცევთ ყურადღებას რას, როდის და რა რაოდენობით ვჭამთ. თუმცა, კვება უმნიშვნელოვანესია. ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე ლაპარაკი ალბათ ზედმეტი იქნება და ამიტომ ჯობია პირდაპირ ვთქვათ, რომ მის შესანარჩუნებლად ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ კვებაა. ვერანაირი ვარჯიში, სუფთა ჰაერი და მშვიდი ცხოვრება ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ვერ მოახდენს, თუ ამ ყველაფერს არ ერთვის სწორი კვება. ეს ორი სიტყვა მარტივი დასამახსოვრებელი და გამოსათქმელია, მაგრამ შესასრულებლად რთულია. იმისთვის, რომ ადამიანმა სწორად იკვებოს, ყურადღება, ნებისყოფა და გარკვეული ცოდნაც სჭირდება. აქ მნიშვნელოვანია არა მარტო ის, თუ რას ვჭამთ, არამედ ისიც, თუ რა დროს ვჭამთ, რა რაოდენობით ვჭამთ, რა თანმიმდევრობით ვღებულობთ საკვებს, ხილს, სასმელს. მნიშვნელოვანია იმის გათავისება, რომ რაც უნდა ჯანსაღი საკვები მივიღოთ, თუ ამას სათანადო დროს და სათანადო წესით არ გავაკეთებთ, არანაირი შედეგი არ გვექნება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი ორგანიზმის თვისებები, თავისებურებები და ამის შესაბამისად მივიღოთ ის (შეძლებისდაგვარად), რაც ყველაზე მეტად გვარგებს, რა თქმა უნდა, ზომიერი რაოდენობით.
ეს ჩემგან
http://www.youtube.com/watch?v=FCcZS3qrrGw
This post has been edited by Bartok on 8 May 2013, 18:17