mobilturistწარმატებები შენ!
როცა ადამიანი მონდომებულია, ყველაფერს შეძლებს!
მე ორ კოვზს ვიყრიდი, მაგრამ დღეში 7-ჯერ ვსვამდი, ახლა საერთოდ უშაქროზე გადავედი,
მართლია, გემოს ვეღარ ვატან, მაგრამ რა ვქნა.
დიდი ექსპერტი მე არ ვარ, მაგრამ ბევრ ინფოს ვეცნობი და რაც ვიცი, შენც გაგიზიარებ.
ჯერ ერთი, გააჩნია რომელზე იძინებ.
ისე განსაზღვრე, რომ დაძინებამდე სამი-ოთხი საათით ადრე შეწყვიტო საკვების მიღება.
ჩემსავით ღამის 2-3 საათზე თუ იძინებ, 6სთ-დან დაძინებამდე ვერ გაძლებ.
გარდა ამისა, 6-ზე თუ ჭამ ბოლოს, ეს უნდა იყოს სრულფასოვანი კვება, რომ შიმშილი დაიკმაყოფილო.
თუ რამე კალორიულის ჭამა გინდა, ეცადე, დღის 12 საათამდე მიიღო.
ხოლო ბოსტნეული უმად შეგიძლია ჭამო რამდენიც გინდა და როცა გინდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით!
6 სთ-ის მერეც და ძილის წინაც,
მართლა! დიდი "ტაშტით" დაიდგი კიტრი, პამიდორი, სტაფილო, ბულგარული, მწვანილი და სალათის ფოთოლი და რამდენიც გინდა ჭამე.
პირველი რამდენიმე დღე შეიძლება ძალიან ბევრი ჭამო მართლა, მაგრამ მერე ვეღარ შეჭამ ბევრს.
კიდევ, დღის განმავლობაში, შიმშილის შემოტევები ვაშლით გაანეიტრალე.
ოთხი დიდი ვაშლი დღეში გადაანაწილე და რომ შეატყობ, რომ ჭამა გინდა, შეჭამე.
თუ ვაშლის ჭამა არ გინდა, ესეიგი, არ გშია!
მთავარი პრინციპი არის, რომ არ უნდა იყო მშიერი და გაბოროტებული!
ოღონდ უნდა ჭამო ხშირ-ხშირად და ცოტ-ცოტა.
ხორცი, თუ ძალიან მოგინდა, მოხარშული და კანგაცლილი შეგიძლია ჭამო, მარა ამ სიცხეში, ვაშლი ჯობია
ხო, და ბევრი წყალი, ბოთლით მოიდგი და რამდენჯერაც შეხედავ, დალიე!
სადმე თუ მიდიხარ, არ დალიო, იმიტომ,რომ ქალაქში ტუალეტების საქმე ცუდად არის!
რამდენ ჭიქა ყავასაც დალევ იმდენი ორი ჭიქა წყალი უნდა დალიო, როგორც წესი, გარდა იმ რაოდენობისა, რაც ისედაც უნდა დალიო დღეში...
და სიარული ან ვარჯიში აუცილებლად, უმაგისოდ, სხეული მაინც დონდლო შესახედაობის დარჩება
ახლა არ მითხრა, შენი თავი დაარიგეო!
მეც ვცდილობ ამ ყველაფრის გაკეთებას, ძალიან მიჭირს და ხშირად არ გამომდის,
ყველაზე მეტად ვარჯიში არ გამომდის,
მაგრამ უნდა დავიკლო, თავმოყვარეობის საკითხია რა!
მუცელმა როგორ უნდა მაჯობოს ამხელა ფილარმონია ქალს?!
* * *
ახლა დიროლ-ორბიტებს რაც შეეხება, აგერ წინ მიდევს ახლა დიროლი ლიმონის გემოთი ახალი შეფუთვით
და ვკითხულობ:
არ შეიცავს შაქარს.
შეიცავს დამატკბობლებს, კერძოდ, ასპარტამს, სორბიტს, ქსილიტს და მალტიტს.
კალორიულობა აქვს 100 გრ.-ზე 164 კკ.
თვითონ შეკვრა არის 13,6 გრ.
ახლა მარტივი არითმეტიკა ან კალკულატორი!
ერთი ბალიში არის დაახლოებით 2,2304 კალორია!
This post has been edited by nia4u on 20 Jun 2014, 17:18