ninc_lfc
ვახ რა ეს მეცნიერები თუ ეს ჟურნალისტები უნდა შეყარო ერთად გემზე და ჩაძირო. ადრე სულ ვკითხულობდი ესეიგი მწვანე ჩაისო ყველაზე მეტი კოფეინი აქვსო. ახლა შევედი, დავსერჩე და სად ბანაობ თურმე. პირველი ჩვენება შეცვალეს და ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კოფეინის შემცველობის ყოფილა.
ნუ რა უნამუსობაა ახლა ეს.
მართალი ყოფილხარ შენ.
ნუ ახლა რადგან ვიყიდე მწვანე ჩაის ექსტრაქტი ნუ ი ჩიორტ სნიმ. მაინც არ დავლებვდი ყველა დღე და ესე შეიძლება უფრო.
და ხო კოფეინი მაგარი მავნებელია დიდი დოზით. მე დაბალწნევიანი ვარ და წნევაზე არ მაწუხებს, მაგრამ უბრალოდ გულს მიჩქარებს და ჩემს მართლა "ნაომარ" გულს არ უხდება. სამ-ოთხჯერ სერიოზული დაავადება მქონდა, ნუ გულის პათოლოგიის არა სხვა რამის გამო.
ახლა ისე რომ ვუფიქრდები შეიძლება იმიტომ არ მშივდება რომ გვიან ვჭამ დიალობით. ნუ ახლა დავიწყო ადრე ადგომა ძაან და ადრე ჭამა და იქნებ მომშივდეს.
xecu_xecu_xecu
ნუ ცხიმზე მართალი ხარ ღორის ხორცს აქვს. მაგრამ მარტო ცხიმი თუნდაც სასიკში რომ უქნან აბა რა გამოვა. თან არ ვჭამ მაგათ ბევრს. რამდენიმე ნაჭერს დავადებ ზედ მაგალითად სენდვიჩს როცა ვაკეთებ ან ორი წვრილი პატარა სასისკი.
გრეჩიხაზე ვიცი რკინას რომ შეიცვას, ბრინჯი არ შეიცავს მაგდენს. ნუ ეგ იმიტომ ვიცი რომ რკინადეფიციტური ანემია მქონდა რამდენჯერმე და ნუ მომიწია გაგება რკინას რა შეიცავს

და მე მარტო წყალს ვსვამ ეს ბოლო 2.5 თვეა, ყავას და ჩაის უშაქროს და ხილის ჩაებს. კომპოტებში ბევრი შაქარია. თან მე ვინ გამიკეთებს კომპოტებს

დედაჩემი და კარგი ცხოვრება სადაა და ისე არ იყიდება, ნუ მე არ მინახავს.
მანამდეც ვცდილობდი შემცირებას გაზიანი სასმელების, მაგრამ ხანდახან ვსვამდი.
და გერკულესი მეზიზღება. აი სულ რომ ვკვდებოდე და მაგის ჭამა მარჩენდეს ყველა დღე ვერ შევჭამ.
კვერცხსაც კიდე ვცდილობ კვირაში 2 მაქსიმუმ 4-ის მეტი არ ვჭამო იმიტომ რომ ქოლეცისტიტი მაქვს.
მოკლედ არამგონია ძეხვეულობაში იყოს პრობლემა. სულ რომ ქონს ვჭამდე დილაობით ცოტა რაოდენობით ვიღებ.
ეგეც რომ არ ვჭამო მაშინ უნდა ვიშიმშილო.
და მაგდენჯერ კიდე რომ მომისაჯო ვერ შევჭამ. სულ ორჯერ მაქსიმუმ სამჯერ ვჭამ დღეში.
საიტებზე წავიკითხე 7-ზე ბოლო ჭამაო და...
არ ვარ კიდე საქართველოში და ხაჭო როგორიც მანდ იყიდება აქ სხვანაირია. იყიდება იოგურტთან გადარეული და არის სხვადასხვა სახის, მაგალითად ვანილის, შოკოლადის ნატეხებთან, მარწყვის და ა.შ.
და 0%-იანზე კიდე ძაან ცუდად მირჩევ. ნუბი არც მე ვარ, რაღაცები გამეგება. საერთოდ რძის პროდუქტს როცა ცხიმიანობაა აქვს დაბალი იმას შაქარი აქვს ბევრი. სხვანაირად ასე დაბალ პროცენტიანი ვერ იქნება. და რძის პროდუქტის ცხიმი უფრო სასარგებლოა ვიდრე შაქარი, იმიტომ რომ კალციუმს შეიცავს და ცხიმებს წვავს.
ასე რომ არაფერი რძის პროდუქტებში არ არის კარგი დაბალი ცხიმის შემცველობის.
ხილს რაც შეეხება კიდე, იმდენად არ მიყვარს ტკბილი რაღაცები, რომ ძალიან ცოტას ვჭამ. უმეტსად ბოსტნეულს ვჭამ.
gramatikikina
შეიძლება ეგრეც არის. როცა დიდხანს დიეტობს ადამიანი რაც არ უნდა მკაცრად გააგრძელოს მერე რაღაც პერიოდი აღარ იკლებს ორგანიზმი და ეგ დამეწყო მგონი. მე კი ვცდილობ მოთმინებით აღვიჭურვო, მარა ისე რა გამოდის.
და აი მე პური მაგ შავი პურით ჩავანაცვლე. დაჟე აი ქუჩაშიც კი არ ვყიდულობ სენდვიჩს იმიტომ რომ თეთრი პურითაა

სულ ამოვიღე აი საერთოდ.
ყველაზე მეტად მაინც შაქრიანი ყავის დათმობა გამიჭირდა. აი რაღაც სასწაულად. ერთადერთი ტკბილეულობა იყო რასაც ვიღებდი ხოლმე.
მაგრამ ჩემი მეგობარი იყრიდა ადრე 7-8 კოვზს შაქარს, ყველას შოკავდა (სხვათაშორის ლანდი გასდის) ხოდა მერე წავიკითხე დაწერა თვითონ სხვას ურჩევდა სადაც მე შევძელი დათმობა შენც დათმობო. იმენა ყბა ჩამომივარდა როგორ გადავიდა ადამიანია 8 კოვზი შაქრიდან ნულზე. და მეთქი ამან თუ შეძლო მეც უნდა შევძლო მეთქი. და ამოვიღე და დავემშვიდობე.

მერე ერთხელ დავაღვიე დიეტა კიდე. ადრე ვჭამდი იშვიათად ერთ ნამცხვარს და ვიყიდე და ორი ლუკმა რომ შევჭამე ძალიან ტკბილი მომეჩვენა და ვეღარ შევჭამე

შაქრიანი ყავის დალევა ჯერ არ მიცდია მაგრამ ეჭვი მაქვს ეგეც ტკბილი მომეჩვენება. ველოდები იმ დღეს რომ შემძულდება. ჯერ არ მძულს.
პური კიდე რას დავაკვრიდი იცი? აი ახლა ნუ ვაღიარებ და დანა ჩანგლით მარტო როცა ვარ ნუ ვჭამ მაგრამ არა ყველაფერს. აი კვერცხი მიყვარდა გლაზურებად და მეთქი აი ამ შავი პურით ხელში რომ მატყდება როგორ ვჭამო, აი იმენა იმ ყვითლის გულის პურით მარტო ჭამა მიყვარდა ხოდა ახალი გზა მოვიფიქრე ოღონდ არ დამცინო. კოვზით ვჭამ შემწვარ კვერცხს. კოვზით ამოვიღებ ხოლმე იმ ყვითელ გულს. იგივე დავიწყე აი მაგალითად პურს თუ მაქვს რამე წასასმელი ამას ჩემს ფეხებს წავუსმევ და კოვზით ვჭამ და პურს ვაყოლებ

ხერხი ჯობია ღონესა თუ კაცი მოიგონებსა გავიჩითე.
ხოდა რისი თქმა მინდოდა ხანდახან პურის ჭამა არის ჩვევა იმიტომ რომ არ იცი ახალ პურთან როგორ შეჭამო ის რისი ჭამაც პურით გიყვარდა. ნელ-ნელა ანაცვლებ და დაჟე გემოსაც ეჩვევი. ამ თეთრ პურებს კიდე ცუდი ის აქვთ რომ ბევრ დროჟს უშვებიან და დროჟი ძალიან ცუდია ორგანიზმისთვის, ცომს აფუებს ადამიანს რას უზამს.
---------------------------------------
მოკლედ დღეს ამ თემით აჟიტირებულმა ნახევარი თეფში სუპი ვჭამე ბევრიაო და : (
სული მძვრება შიმშილით ახლა.
საიქოში თუ რამის დაბარება გინდათ მითხარით

კარგით ხო, არაფერი არ დამემართება, გათენდება და შევჭამ.