http://www.almalasers.com/wp-content/uploa...cation-2014.pdfhttp://www.dr.dk/nyheder/htm/programmer/ko...ningrapport.pdfhttp://file.scirp.org/pdf/IJMPCERO_2015012714270408.pdfვისაც ინგლისურად შეგიძლიათ კითხვა რამოდენიმე კვლევა დავდე.
ესენი არის სამეცნიერო კვლევები ლაზერულ ეპილაციაზე და არ არის ყვითელი პრესიდან ან ფორუმებიდან ამოღებული ინფორმაცია და არც ჩემი პირადი აზრი ან გამოცდილება. რა თქმა უნდა ეს კვლევები არ არის ორმაგი, ბრმა, რანდომიზებული და მულტიცენტრული კვლევები, მაგრამ ყვითელ პრესაში ამოკითხულ ინფორმაციას მაინც ჯობია და გაცილებით სანდოა.
დღეის მდგომარეობით მსოფლიოში არ არსებობს ისეთი პროცედურა ან აპარატი რომელიც თმის სრულ პერმანენტულ გაქრობას (permanent removal) უზრუნველყოფს. ყველა ლაზერს (დიოდი იქნება ეს, ალექსანდრიტი თუ ა.შ), აქვს მიღებული პერმანენტული შემცირების (permanent reduction) სერტიფიკატი, რაც იმას ნიშნავს რომ შემცირებით თმა კი, ნამდვილად, უნდა შემცირდეს სამუდამოდ/პერმანენტულად.
ეს კვლევები დავდე ყველა იმ ხალხის კითხვებზე საპასუხოდ ვინც წერს რომ 8/10/12 ან მეტი პროცედურა გაიკეთა და სრულიად უშედეგოდ. სრულიად უშედეგო ლაზერი არ უნდა იყოს. ამიტომ ძალიან მარტივი დასკვნა. ცუდი, უხარისხო, გაფუჭებული აპარატით ან არაკვალიფიციური სპეციალისტის მიერ მოხდა თერაპიის ჩატარება.
უმეტესობა კვლევაში (დაახლოებით 15-მდე კვლევა მაქ წაკითხული, აქ მხოლოდ 3 დავდე), კეთდება 5 პროცედურამდე, შესაბამისი ინტერვალების დაცვით ერთი და იგივე უბანზე და ამ 5 პროცედურის შემდეგ აღარ ტარდება აღარანაირი თერაპია და ხდება პაციენტებზე დამუშავებული უბნის შეფასება 3, 6, 12 და 18 თვის შემდეგ. თუ ნახავთ ცხრილებს ნახავთ, რომ 18 თვის შემდეგაც კი როცა აღარანაირი პროცედურის ჩატარება არ ხდებობდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მიღწეულია გარკვეული რაოდენობის თმის გაქრობა.
კიდევ ერთი საინტერესო საკითხი. ქალებში ჰირსუტიზმის (ჭარბთმიანობის) დაახლოებით 20%-ის მიზეზი პოლიცისტური საკვერცხის სინდრომია. (ხალხში გავრცელებული "ჰორმონალური დარღვევის" სახელით, ერთ-ერთი მიზეზია ჰორმონალური დისბალანსის. ისე სხვა მიზეზებიც შეიძლება იყოს.) ერთ-ერთი კვლევით, რომელშიც სპეციალურად ჰორმონალური დისბალანსის მქონე ქალებიც ჩართეს, აღმოჩნდა რომ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა შედეგში არ იყო, ანუ დარღვევის მქონე ქალებმაც ლაზერულ თერაპიას უპასუხეს ისევე ეფექტიანად როგორც დაღვევის არ მქონე ქალებმა.
რა თქმა უნდა ეს კვლელები არ არის ორმაგი, ბრმა, რანდომიზირებული, მულტიცენტრული პრინციპით ჩატარებული, სადაც პლაცებო ჯგუფებიც მონაწილეობენ და შესაძლოა ბევრი ხარვეზი იყოს, მაგრამ ზოგად სურათს მაინც იძლევა.
ისე საინტერესო იქნება რომელიმე დაწესებულებამ საქართველოშიც რომ ჩაატაროს მსგავსი კვლევა/დაკვირვება თავის პაციენტებზე. უშედეგობას პაციენტებს, შუალედების არ დაცვას, რჩევების არ გათვალისწინებას ან მათ ჰორმონალურ დარღვევებს რომ აბრალებენ, იქნებ რამე სხვა მიზეზებია და ქართულ პოპულაციაზე სხვანაირად მოქმედებს ლაზერი.