:/
მე ბოსტნეულს ავირჩევდი. ნებისმიერ ბოსტნეულს. რაც უმად იჭმება, უმად მიიღე (მაგალითად კიტრი, პამიდორი, სალათის ფოთლები და ა.შ.) რაც უმად არ იჭმება, მოხარშე (კარტოფილი და ა.შ.) კომბოსტოს მე ძალიან ცოტა წყალს ვუსხამ, თავს ვახურავ ქვაბს და ორთქლში ითუშება წყლის ადუღებიდან 10-15 წუთში. სტაფილოს უმადაც ვჭამ კუჭის კარგად მოქმედებისთვის და ორთქლზე (ან ცოტა წყალში) ოდნავ მოთუშულსაც - ა ვიტამინი უკეთ შეიწოვება.
მცენარეული ცხიმის გაცხელებას გამოვრიცხავდი. თუ საშუალება გაქვს, ზეითუნის ან სელის ზეთი მიიღე. თუ არა და ჩვეულებრივი იაფიანი ზეთი, ოღონდ უმად საკვებზე მოსხმული, დღეში 1 კოვზი.
კარაქი შეგიძლია მიიღო ხოლმე დაახლოებით 1 კოვზის ოდენობის (თუმცა ყოველდღიურად არ არის აუცილებელი).
ცხიმიანი ყველი შეგიძლია მიიღო კიდევ დღეში 1 ნაჭერი.
ნიგოზი, ტხილეული შეიცავს კიდევ ცხიმს. ავოკადოც ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ძვირია და ხშირად უხარისხო. თევზი შეიცავს ცხიმს, ხორციც. ასე რომ ცხიმის ნაკლებობა არ გექნება.
თუ ყოველდღიურად (ან როგორც მოახერხებ იმ სიხშირით) შეძლებ მიიღო დაბლენდერებული 1-2 ცალი ჭარხალი რომელიმე ხილთან ერთად, რომელიც მოუხდება (ვაშლი უხდება, ფეიხოა... შენ შეგიძლია შეურჩიო რაც მოგეწონება), ტკბილეულის დეფიციტიც აღარ ექნება ორგანიზმს. თხილეული, ჩირეული, სტაფილო, ხილი ასევე შეგივსებს მის საჭირო რაოდენობას. (ყველაფერი ყოველდღიურად და ერდროულად არ არის საჭირო. 2-3 ლებანი/ცალი თხილეული, 1 სტაფილო, 1-2 ცალი ჭარხალი, 2-3 ცალი ჩირი, ზომიერი რაოდენობით ხილი შეგიძლია ჩართო ხოლმე რაციონში სხვადასხვა დღეს სხვადასხვა სახის.)
ფქვილის ნაწარმს ცოტა ხნით თუ შეეშვები, კარგი იქნება. ხორბალი იყიდე, გააღვივე და ეგ მიიღე. პურსაც შეგიცვლის და კიდევ ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შესძენს ორგანიზმს.
http://truththeory.com/2014/02/08/sprouts-...n-your-kitchen/რამდენიმე დღეში ერთხელ, ან კვირაში ერთხელ შვრიის (ჰერკულესის) ფაფა შეგიძლია მიიღო წყალზე მომზადებული. სასარგებლოა. 50 გრ საკმარისია ერთ მირებაზე.
რაც შეეხება ხორცს, თევზს და კვერცხს, მე არ ვჭამ, მაგრამ შენ თუ ჭამ, ხორცი თოთოეული კვირაში 1-2-ჯერ 100-100 გრამი საკმარისია. მოხარშული. ცხიმიანიც და უცხიმოც.
წყალი დღეში 2 ლ.
ასე თუ მოახერხებ კვებას, შეგიძლია სამუდამოდ დაივიწყო სასწორი და დღეების თვლა.
თან მენიუ ძალიან ეკონომიურია.
ხორბალი ოჯახში ალბათ არ იქნება და მოგიწევს ყიდვა 1-2 კილოსი, რომელიც დიდხანს გეყოფა.
დანარჩენი სახლში როგორც იქნება, იმის მიხედვით. მთავარია ის პრინციპები დაიცვა, რაც დაგიწერე.
* * *
ჰო, ლობიო დამავიწყდა. მე მოხარშულ მარცვლებს ვიღებ, ცოტა მარილს და ბევრ მწვანილს ვაყრი, ზოგჯერ 1-2 ლებან ნიგოზსაც ვამატებ, თუ უფრო ყუათიანი მინდა და ასე ვჭამ. ცხიმში მოთუშული ხახვით და ჩამკვდარი მწვანილებით შეზავებული არც მიყვარს და არც მოქმედებს ჩემზე კარგად.
მოხარშული ლობიო 1 ხელის პეშვში რამდენიც ჩაგეტეოდა დაახლოებით იმდენია საკმარისი.
ბარდა, ოსპი, მუხუდო... ესენიც შეგიძლია ჩართო მენიუში თუ და როცა მოგინდება. ცოტ-ცოტა ოღონდ. მარცვლად ან სუპის სახით (სუპში ცხელი ზეთის გარეშე

)
ბადრიჯანზეც გეტყვით. ბადრიჯანი უზეთოდ მშვენივრად შეგიძლიათ მოამზადოთ ტაფაზე ან ღუმელში. რამდენიმე წუთით დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ და მშვენივრად მოითუშება. სულ სხვა გემო აქვს, არ ამძიმებს, სასარგებლოა და თან მშვენივრად ანაყრებს.
რესტორანშიც შეგიძლიათ მოითხოვოთ მაყალზე შემწვარი ბოსტნეული.
This post has been edited by naniko1122 on 18 May 2016, 18:50