მშვენიერია.
ისე, ერთ კვირაშიც კარგად გადაგიტკიცინდება, თუ ყოველ დილით გვირილის ნაყენის ყინულის კუბით დაიმასაჟებ, მარტო სახე 2 წუთის საქმეა.
ასევე, მწვანილების(ნიახური, ოხრახუში, კამა) ნახარშს თუ დალევ, ჭამამდე 20წთ. ადრე, არაფერი დაგჭრიდება მეტი. მზესავით გაანათებ ქალი კანიან-თმიან-სახიანა.
სისხლძარღვების გამწმენდი ბალახების ნაკრებიც არაჩვეულებრივია, მაგრამ ცუდი ისაა, რომ აფთიაქში ნაყიდი ბალახები ნაგვიანი მომეჩვენა და ნერვებს მიშლის!
ნუ მე გარეგანადაც სამზარეულოს პროდუქტების მოხმარება მიყვარს.
რასაც შემიძლია, ყველაფერს ჩემით ვამზადებ სახლში ან პირდაპირ მზა გამომაქვს მაცივრიდან და ჭამის ნაცვლად კანზე ან თმაში ვიზელ.
უნდა მოვძებნო რეცეპტები, იქნებ ყველაფერი ჩემით გავაკეთო, მაზებიც, შამპუნებიც და შეიძლება ანტიპერსპირანტიც?
ამის წინებზე მქონდა მაზი, დამავიწყდა სახელი, სება რაღაც, 200მლ. - 45 GEL
აი, საზეიმო ვითარებაში წავისვი, ყურში სიმფონიური მუსიკა ჩამესმოდა ლამის, დარწმუნებული ვიყავი ხარისხში. მაგრამ საერთოდ არ მომეწონა, საერთოდ!!!
ამ ფაქტის შემდეგ, კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ ჩვენ მხოლოდ სწორი კვება და მაცივრის კოსმეტიკა გადაგვარჩენს!
ა, ჰო, კიდევ სიყვარულიანი განწყობა და ჯანმრთელი აურა, თორემ ბოღმა ან მკვდარი თუ ხარ,
მაინც არაფერი გიშველის, ნელ-ნელა ჩაქვრები და მოწყენილი ფერი დაგეგდება, თანაც ნაოჭიანი.
კანი ჩემი სისუსტეა... როგორ მინდა შემეძლოს ეს გამოვიცვალო და სულ ახალთახალი კანი ჩავიცვა.
მაგრად მოვუფრთხილდეობდი, ერთ გრამს არ დავიკლებდი და ერთ გრამს არ მოვიმატებდი.
წონის თამაში როგორ ცუდად აისახება კანზე. თან ისედაც ზედმეტად რბილი და ნაზი კანი მაქვს.
იმდენად მინდა, ამ კანის გახდა და სულ ახალთახალი კანის ჩაცმა შემეძლოს, რომ უკვე ჩავიციკლე და მანიაკალურ აკვიატებად ვიქციე.
აი, რომ აღნიშნავენ, რა კარგი კანი გაქვსო, ნერვები მეშლება, იმიტომ რომ ჩემზე უკეთ არავინ იცის რა გადაუტანია და როგორი სტრესები მიუღია ამ საწყალს!
This post has been edited by ______ on 25 Sep 2017, 17:04