JapAnnკი ბევრია ძაან მაგარამ ალბათ მაინც ინდივიდუალურიც არის.
მუქი ფერის თმა მაქვს საკმაოდ , მაგრამ ძაან თმიანიც არ ვყოფილვარ არასდროს. ნორმალურად ვიყავიარც სიმცირეს განვიცდიდი.
თავიდან ჩვეულებრივად ეპილატორი მქონდა როგორც ყველას სახლში დევს 1 ცალი მაინც ხან ცვილს მივმართავდი იმიტომ რომ ეპილატორი აბრუნებს როგორც ვიცით.
სიმართლე გითხრათ ცვილსაც ვაბრალებ, ბაგატელი რომ არის ფალიაშვილზე სალონი იქ ქონდათ რაღაც კაი ცვილი მაგრად აპრიალებდა კანს.
ამ პერიოდში შიგადაშიგ მივმართავდი ლაზერს.
ჯერ მედიში დავდიოდი ალექსანდრიტზე , მერე ვიფიქრე მოდი რაღაც კარგს ვცდი რომ უფრო მალე გავიქროთქო. მივედი ოქსფორდ მედიქალში (თითქოს ამბობდნენ ეს ელოს ლაზერი ეფექტურიაო) სადაც ვიგრძენი რომ აშკარად უფრო მწეწავდნენ ფინანსურად და შედეგი იგივე იყო. შემდეგ მივედი გვარამიასთან აქ მართლა პროფესიონალები ყავდათ მაგრამ იმ დასკვნამდე მივედი , რომ მგონი ყველგან ერთიათქო, ასევე ვიყავი ნუცასთან აქ რომ წერდა ხშირად ვაკეში, რომ ქონდა რაღაც ახალი ტექნოლოგიის აპარატი და ყველა რომ აქებდა და შემდეგ მივედი ბოდილაინში.
ბოდილაინამდე ყველგან ალექსანდრიტს ვიკეთებდი და აქ უკვე დიოდზე გადავედი. ძალიან ეფექტური დიოდი აღმოჩნდა თუ ამდენი ექსპერიმენტების შემდეგ საბოლოოდ გამიქრა ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია რომ დიოდის გაკეთების შემდეგ იყო ყველაზე მეტი ეფექტი.
ცვილებს და ეპილატორებს თუ არ ჩავთვლით ლაზერზე რაც დავიწყე სხეულზე თმის გაქრობა ალბათ სულ მაქსიმუმ 4 წელს თუ მოიცავს მეტს არა. ისიც ვითომ რეკომენდაციას რომ იძლევიან ხშირხშირად უნდა მოხვიდეო მაგასაც არ ვაკეთებდი. რაც ნაკლები ამომდიოდა უფრო მეტ ინტერვალს ვაკეთებდი და ვანაცვლებდი ცვილს. ხან ეპილატორსაც ვხმარობდი სადმე უმისამართოდ თუ რამე ამოვიდოდა უკვე გაკეთებულზე. ზაფხულში მეშინოდა ზაგარზე დასხივების ამიტომ გაზაფხულზე გავიკეთებდი და თუ კიდევ რამე მჭირდებოდა შემოდგომამდე ცვილით ვიკეთებდი და ასე

ეხლა ცოტა გაურკვევლად ვარ. თვითონ ბოდილაინში კი მითხრეს მგონი ნემსზე გადასვლის დროაო, მაგრამ მეზარება ძაან იქ უცებ მიხვალ წამში მზად ხარ და ეგ მომწონდა