Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
სილამაზე და მოდა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(113)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
რინოპლასტიკა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
rasti
Crazy Member
ჯგუფი: Registered
rasti
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1763
წევრი No.: 172254
რეგისტრ.: 24-August 13
#52458425
· 2 Apr 2018, 13:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
პატარა გზამკვლევი
1.მეთოდოლოგია:
დღესდღეისობით არსებობს ცხვირის პლასტიკური ოპერაციის ორი მეთოდი,ღია და დახურული,ღია მეთოდი რინოპლასტიკაში თანამედროვე მიდგომად ითვლება,ოპერაციისას ქირურგს კოლუმელას გაჭრის მეშვეობით შესაძლებლობა აქვს დაინახოს ყოველი დეტალი,რაც დახურულის დროს ვერ ხერხდება,ასევე კეთდება არმირება( ცხვირის წვერის დამაგრება,რათა დროთა განმავლობაში არ ჩამოეშვას და მაქსიმალურად იქნას დაფიქსირებული),ხოლო დახურული მეთოდის დროს არმირებას ჩვენთან არ აკეთებენ და ამ დროს ქირურგი ცდილობს თაბაშირის ხანგძლივი დადებით მიაღწიოს სასურველ შედეგს,დახურული მეთოდის პლიუსი ისაა რომ ნაოპერაციები ცხვირი გაცილებით სწრაფად ცხრება და კოლუმელაზეც არ არის ნაწიბური,თუმცა ღია მეთოდის მიერ წარმოშობილ ნაწიბურის გაქრობა ხდება დროთა განმავლობაში და ასევე მაზების დახმარებით,ხოლო ღია მეთოდის დროს ცხვირის დაცხრომას და საბოლოო შედეგის მიღებას ზოგადად 1 - 1.5 წელი სჭირდება,ეს პროცესი დამოკიდებულია თქვენი სახის კანის ტიპზე,თუ როგორი კანი გაქვთ და თქვენს ორგანიზმზე,სქელი კანის შემთხევაში პროცესი შენელებულია და მეტ დროს მოითხოვს,ამ დროს შესაძლებელია საჭიროებისამებრ ქირურგის მიერ გარკვეული ხელოვნური ჩარევებიც,ასევე ძალიან კარგია სახის კანის გაწმენდა რაც ასევე ქირურგთან უნდა შეათანხმოთ.
2.პლასტიკური ქირურგის არჩევა:
ეს საკითხი მარტივი არ არის და საკმაოდ სკუპულოზურ მიდგომას საჭიროებს,პირველ რიგში დავივიწყოთ სხვების რჩევები ამა თუ იმ ქირურგზე,რომ თეკლას სასწაული ცხვირი გაუკეთეს და ა.შ,რადგან არჩევანი თავად უნდა გავაკეთოთ და ყველა ოპერაციას ქირურგები ერთიანად წარმატებით ვერ აკეთებენ,ასევე ყველას აქვს კარგი და ცუდი შედეგები,ამ დროს მთავარია ცუდი არ სჭარბობდეს,ისიც გასათვალისწინებელია რომ მათ გააჩნიათ თავიანთი ინდივიდუალიზმისათვის დამახასიათებელი სპეციფიური ხელწერა (მიუხედავათ შესაძლო განსხვავებული ნამუშევრებისა ეს მაინც იგრძნობა ) და ამ ხელწერას უნდა დააკვირდეთ,თუ როგორ აკეთებს ესა თუ ის ქირურგი ცხვირებს და განსაკუთრებით თქვენს მსგავს ცხვირებს.
დასკვნა,პირადათ იარეთ კონსულტაციებზე ქირურგებთან და დააკვირდით მათ ნამუშევრებს.
გვარამია გია--
http://gvaramia.com
კალანტაროვი ალექსანდრე (საშა)--
http://carapsmedline.ge/ka/
კუზანოვი ივა, გუგა, ალექსანდრე.--
http://kuzanov.com
კუტუბიძე ალექსანდრე--
https://m.facebook.com/AlexanderKutubidzeMD/
მირაშვილი თამარი--
https://m.facebook.com/TamarMirashviliPlasticSurgeon/
მუმლაძე სიმონი--
https://m.facebook.com/plasticalsurgery/
ოდიშვილი გია, ზაქარია--
http://plastica.ge
პეტრიაშვილი ვახტანგი--
http://medi.ge
ჩიკვაიძე თენგო--
https://m.facebook.com/TengoChikvaidzePlasticSurgeon/
ჯანაშია პაატა--
http://iashvili-janashia.ge/ka-GE/
ალექსანდრე ხელაშვილი-
https://www.facebook.com/1533658523631003/p...?type=1&theater
3. ოპერაციის დაგეგმა:
აქ არაფერია რთული,ქირურგთან ერთად გეგმავთ სასურველ დღეს,იკეთებთ წინასაოპერაციო ანალიზებს და ემზადებით ოპერაციისთვის როგორც ფიზიკურად ისე ფსიქოლოგიურად,რადგან ფსიქოლოგიური მომზადება და დადებითი განწყობა აუცილებელია წარმატებული რინოპლასტიკისთვის,ასევე თავი უნდა შეამზადოთ იმისთვის რომ რამოდენიმე დღე მოგიწევთ პირით სუნთქვა.
4. ნარკოზი:
ოპერაციის წინა დღეს გაფრთხილებენ რომ გარკვეული დროის (ეს იქნება საღამო ხანი,სიტყვაზე 8 სააათი ან რომელიმე სხვა დრო) მერე არ მიირთვათ საკვები და წყალი,ამ დღეს აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა,ანუ არ მიირთვათ ისეთი საკვები რომელიც წყალს მოგაწყურებთ და სასმელი წყლის საკმარისი მარაგიც შეივსეთ ეტაპობრივად დროის ამოწურვამდე,მიუხედავათ იმისა გწყურიათ თუ არა,ოპერაციის შემდგომ კი არ ეცეთ ეგრევე წყალს და არ მოიყუდოთ,დალიეთ მოგვიანებით ცოტა და ყლუპ-ყლუპად,რადგან არ გამოიწვიოს პირღებინება.ასევე ძალიან კარგია თუ ადგებით და ივლით,ამ დროს ნარკოზი უფრო მალე გამოდის ორგანიზმიდან.
5. ოპერაცია:
აქაც არაფერია სანერვიულო,მიდიხართ დათქმულ დროს,გაწვენენ პალატაში,გიკეთებენ გადასხმას და ფეხების გადახვევას (ნარკოზიდან გამომდინარე),შემდგომ შეყავხართ საოპერაციოში,გაძინებენ და როცა იღვიძებთ უკვე დამთავრებულია ოპერაცია და იმყოფებით ინტენსიურში დაკვირვების ქვეშ,რათა არ მოხდეს სუნთქვის შეკავება,(თუმცა ყველა არ აწვენს ინტენსიურში და ზოგს პირდაპირ პალატაში გადაყავს პაციენტები)შემდგომ კი უკან გაბრუნებენ პალატაში,მეორე დღეს კი გაგწერენ სახლში და საჭიროა დაგინიშნონ ანტიბიოტიკები,რაც შეეხება ტკივილებს,ეს ინდივიდუალურია და ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ აღინიშნება.
6.ტამპონები:
თანამედროვე სახის ტამპონები არ არის ამოღების დროს მტკივნეული,მისი მაქსიმალური დისკომფორტი ოდნავი უსიამოვნო შეგრძნებაა.
7.თაბაშირი:
ეს ინდივიდუალურია,ზოგი ქირურგი ხმარობს თაბაშირს ზოგი არა,ზოგი მეტი დროით აჩერებს,ზოგი ნაკლები დროით,ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რომელ ქირურგს აირჩევთ.
8.დაცხრომის პროცესის მიმდინარეობა:
რაც როგორც ზემოთ ავღნიშნე ზოგადად 1 - 1,5 წელზე იწელება,ამ დროს შესაძლებელია ცხვირის გარკვეულ უბნებზე შესიებების ფონზე სხვადასხვა ვიზუალური დეფექტის იმიტაციის გამოვლინება,რა დროსაც არ უნდა დავპანიკდეთ და მოთმინებით დაველოდოთ ცხვირის დაცხრომას,რაც ასევე უნდა მოხდეს ქირურგის მიერ დინამიკაში დაკვირვებით.
რინოპლასტიკა IV
ესეც წინა თემის ლინკი
წარმატებას გისურვებთ
)))
This post has been edited by
rasti
on 2 Apr 2018, 14:25
--------------------
https://www.youtube.com/watch?v=ny6SJCNUzqY
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hug
summer girl
ჯგუფი: Registered
Hug
summer girl
ჯგუფი: Registered
წერილები: 732
წევრი No.: 125626
რეგისტრ.: 6-January 11
#52460604
· 2 Apr 2018, 19:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
rasti
რამდენი გიშრომია
კარგია ძალიან
ერთადერთი არ დაგეთანხმები ტამპონებზე, მე ძალიან მეტკინა ამოღება. ვიცოდი რომ არ იყო მტკივნეული და შემეშინდა. მაინც უნდა იცოდეს ხალხმა რომ ეგეც ინდივიდუალურია.
--------------------
It’s going to be legen… wait for it… dary! Legendary!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sაlოmეa
♓
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
sაlოmეa
♓
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 17381
წევრი No.: 234841
რეგისტრ.: 24-August 17
#52460618
· 2 Apr 2018, 19:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ახალ თემას გილოცავთ
პირველ პოსტს მერე წავიკითხავ
--------------------
ი ი ს ფ ე რ ი
აღარასოდეს - რამდენი დღეა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
rasti
Crazy Member
ჯგუფი: Registered
rasti
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1763
წევრი No.: 172254
რეგისტრ.: 24-August 13
#52462977
· 3 Apr 2018, 10:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Hug
შემდგომში გავითვალისწინებ,მადლობა
)))
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nati_natiia
Super Member
ჯგუფი: Registered
nati_natiia
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 562
წევრი No.: 190461
რეგისტრ.: 26-August 14
#52463074
· 3 Apr 2018, 10:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მეც აქ ვარ ჩემი ცხვირით, კარგია ახალი თემა
ტამპონებზე მეც ამოვწყდი ისე მეტკინა
)))
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მანიაჩკა
ნათიაჩკა
ჯგუფი: Registered
მანიაჩკა
ნათიაჩკა
ჯგუფი: Registered
წერილები: 1425
წევრი No.: 10352
რეგისტრ.: 23-May 05
#52463560
· 3 Apr 2018, 12:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მეც დავფიქრსირდები
თან ეხლა ახალ ეტაპზე გადავედი
მარცხენა მხარეს ნესტოს ზედა ბოლოდან, კეხის ადგილამდე მაქვს კარგა დიდი შეზნექილი, როცა მარჯვენა მხარე სწორია და ხელის დადებაზე სიმაგრე იგრძნობა. ისევ იმის ფობია დამეწყო, ხრტილს ხომ არ ჭირს რამე. უნდა მივიდე კალანტაროვთან და იქნება დავმშვიდდე.
დიდი იმედი მაქვს, რომ ესეც გაქრება დროთა განმავლობაში. კარგ ვარიანტში მარცხენა ცხვირის ნესტოს გასიების და კეხის ადგილას გასიების ბრალი იქნება.
აუ, მალე გავიდეს ეს 1 წელი, რააა, რომ მიიღოს საბოლოო სახე ამ ცხვირმა!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mariachi
Super Member
ჯგუფი: Registered
mariachi
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 910
წევრი No.: 215181
რეგისტრ.: 2-March 16
#52463963
· 3 Apr 2018, 13:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვაა rasti ახალი თემით :-) ძალიან დეტალურად ჩამოაყალიბე ის რაც არის რეალობა, ერთს დავამატებდი მხოლოდ, რომ ყოველ თვე 1 წლამდე გექნებათ სხვადასხვანაირი ცხვირი და ამისთვის უნდა იყოთ ფსიქოლოგიურად და მორალურად მზად, ასევე სუსტი ნებისყოფის პაციენტებს ვურჩევდი დამამშვიდებლის დალევას, როცა იგრძნობთ შფოთს ან სასოწარკვეთას, რაც ზოგ შემთხვევაში ახასიათებს ნარკოზს. გილოცავთ ახალ თემას ფორუმელებო..იმედია კიდევ და კიდევ უფრო ლამაზუნა ცხვირუკებით გაივსება პოსტები :-) ყველას წარმატებები... pupula ფოტო რომელიც დადე რომ აიღო პოსტის ქვემოთ არსებულ ,,შეატყობინე მოდერატორს,, დააჭერ და მიწერ რომ აიღოს ... წარმატებები ყველას!
This post has been edited by
mariachi
on 3 Apr 2018, 14:00
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Odri-odri
Member
ჯგუფი: Registered
Odri-odri
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 55
წევრი No.: 241393
რეგისტრ.: 14-March 18
#52464120
· 3 Apr 2018, 14:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
საბოლოოდ გადავწყვიტე თენგოსთან ოპერაცია, ველოდები მაისს დიდი იმედებით
)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
rasti
Crazy Member
ჯგუფი: Registered
rasti
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1763
წევრი No.: 172254
რეგისტრ.: 24-August 13
#52464292
· 3 Apr 2018, 14:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
mariachi
მადლობა გაიხარე
QUOTE
ერთს დავამატებდი მხოლოდ, რომ ყოველ თვე 1 წლამდე გექნებათ სხვადასხვანაირი ცხვირი და ამისთვის უნდა იყოთ ფსიქოლოგიურად და მორალურად მზად
ვფიქრობ ეს თემა განხილული მაქვს
)))
QUOTE
8.დაცხრომის პროცესის მიმდინარეობა:
რაც როგორც ზემოთ ავღნიშნე ზოგადად 1 - 1,5 წელზე იწელება,ამ დროს შესაძლებელია ცხვირის გარკვეულ უბნებზე შესიებების ფონზე სხვადასხვა ვიზუალური დეფექტის იმიტაციის გამოვლინება,რა დროსაც არ უნდა დავპანიკდეთ და მოთმინებით დაველოდოთ ცხვირის დაცხრომას,რაც ასევე უნდა მოხდეს ქირურგის მიერ დინამიკაში დაკვირვებით.
QUOTE
ფსიქოლოგიური მომზადება და დადებითი განწყობა აუცილებელია წარმატებული რინოპლასტიკისთვის
This post has been edited by
rasti
on 3 Apr 2018, 15:01
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
TamunaKr
Crazy Member
ჯგუფი: Members
TamunaKr
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4997
წევრი No.: 24423
რეგისტრ.: 15-October 06
#52473153
· 4 Apr 2018, 21:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მეც დავფიქსირდები ჩემი დინგით
--------------------
brrrr
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mariami2431
Member
ჯგუფი: Registered
mariami2431
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 43
წევრი No.: 238083
რეგისტრ.: 16-November 17
#52475247
· 5 Apr 2018, 10:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(mariachi @ 3 Apr 2018, 13:51 )
ერთს დავამატებდი მხოლოდ, რომ ყოველ თვე 1 წლამდე გექნებათ სხვადასხვანაირი ცხვირი და ამისთვის უნდა იყოთ ფსიქოლოგიურად და მორალურად მზად,
ზუსტად ესეთი მდგომარეობა მაქვს, 6 თვე გავიდა, მაგრამ მაინც ყოველ დღე სხვადასხვანაირია, ხან ძალიან კარგია, ხან საშუალოდ. მიხარია, რომ საერთო სიმპტომი ყოფილა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vikingi
Crazy Member
ჯგუფი: Members
vikingi
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4019
წევრი No.: 30490
რეგისტრ.: 25-February 07
#52475391
· 5 Apr 2018, 10:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თვის ბოლოს ვიკეთებ თენგოსთან... ეხლა როცა საბალოოდ გადაწყდა უკვე ცოტა ავნერვიულდი...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
pekineli
შოპენომანი
ჯგუფი: Members
pekineli
შოპენომანი
ჯგუფი: Members
წერილები: 21089
წევრი No.: 54277
რეგისტრ.: 24-February 08
#52475465
· 5 Apr 2018, 10:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მეგობრებო ხომ არ იცით სად აკეთებენ ცხვირის კორექციას ფილერებით და რა ჯდება.
ჩემთვის არ მინდა ახლობლისთვის მაინერესებს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
rasti
Crazy Member
ჯგუფი: Registered
rasti
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1763
წევრი No.: 172254
რეგისტრ.: 24-August 13
#52475647
· 5 Apr 2018, 11:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
vikingi
წარმატებები და არაფერია სანერვიულო,მარტივი ოპერაციაა
pekineli
არ ვიცი სად აკეთებენ კარგად და ხარისხიანად,მარა ერთს გირჩევ რომ არაცხოველური წარმოშობის ჰიალურონის მჟავის პრეპარატი გამოაყენებინოს,ცოტა უფრო ძვირია,მარა სამაგიეროდ შესაძლო ალერგიულ რეაქციებს აცდება
This post has been edited by
rasti
on 5 Apr 2018, 11:27
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
pekineli
შოპენომანი
ჯგუფი: Members
pekineli
შოპენომანი
ჯგუფი: Members
წერილები: 21089
წევრი No.: 54277
რეგისტრ.: 24-February 08
#52475741
· 5 Apr 2018, 11:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(rasti @ 5 Apr 2018, 11:26 )
vikingi
წარმატებები და არაფერია სანერვიულო,მარტივი ოპერაციაა
pekineli
არ ვიცი სად აკეთებენ კარგად და ხარისხიანად,მარა ერთს გირჩევ რომ არაცხოველური წარმოშობის ჰიალურონის მჟავის პრეპარატი გამოაყენებინოს,ცოტა უფრო ძვირია,მარა სამაგიეროდ შესაძლო ალერგიულ რეაქციებს აცდება
არაცხოველური ჯობს თუ ცხოველური.
დავიბენი.
წესით ცხოველურზე ნაკლები ალერგია არ უნდა იყოს?
·
ციტირება
·
^
0 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
სილამაზე და მოდა
|
იქით
»
Pages:
(113)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0840 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.