ვინც იმხელა ასაკის ხართ, რომ სბჭოთა დრო გახსოვთ (სვანეთში), ისიც კარგად გემახსოვრებათ, რომ თითქმის ყველა ოჯახს ჰყავდა თავისი მოსამსახურე რუსი.
ოჯახებს თუ უოჯახობას გამორიდებულ-გამოსხლეტილი რუსების საკმაოდ დიდი რაოდენობა ჩამოდიოდა საქართველოში და ეძებდა პატრონს, რომელიც შეიფარებდა და თავშესაფრის, საკვების საფასურად იმუშავებდა ამა თუ იმ ოჯახში.
"ძე-დაბნეული" რუსების ბაზარი კი დასავლეთ საქართველოსთვის მდებარეობდა - ზუგდიდში (ძველი ანაკლიის ანალოგიით).
ჩავიდოდა აქტიური სვანური ოჯახის უფროსი სამეგრელოში და უკან ამოდიოდა იღლიაში ამოჩრილი ერთი ან ორი რუსით.
ამიტომაც მესტიაში თუ სვანეთში დაინახავდით უამრავ, ახლანდელი ტერმინით "დატრეფიკენგებულ" რუსს, რომელთა სახელებიც იშვიათად თუ იცოდა ვინმემ, მაგრამ იცოდნენ მათი მეპატრონეები.
სახელებსაც ასე შეურჩევდნენ: უშანგის რუსი, ვალიკოს რუსი, სომონის რუსი..
თუ მაგალითად ბიქტორს ორი რუსი ჰყავდა, მაშინ ამბობდნენ -ბიქტორის რუსი -1, ბიქტორის რუსი-2.
მაგრამ ბედმა მუხთალმა მოიტანა ტრეფიკინგის ცნება და ეს ფენომენი აკრძალა.
ახლა მხოლოდ "ხელშეკრულებით" (ხელფეხშეკრულობით) შეიძლება გყავდეს ვანია-რუსი და ზოგს ჰყავს კიდეც.
სამაგიეროდ გაჩნდა ფარაონი და და მცირე ფარაონები, რომელთაც კვლავ დააბრუნეს საბჭოთა ტკბილი წარსული და თითქმის მთელი ქართველობა აქციეს თავიანთ რუსებად.
ამ ფარაონთაგან უმაღლესი რამზესი არის ბატონი ბიძინა და ჩვენ თითქმის ყველანი ვართ რამზეს-ბიძინა-ფარაონის რუსები.
ჩაგვაცმევს მეორად ტანსაცმელს, გვაჭმევს იმდენს, რომ სული არ ამოგვხდეს და გვავსებინებს ბიუჯეტს მისთვის და მისი ნაზირ-ვეზირებისთვის.
დიდი რამზეს-ბიძინა-ფარაონის კარზე არიან მისი რჩეული ნაზირ ვეზირები და ქურუმები. მოწყალე ბიძინა მათაც აძლევს სიგელ-უჯრა-გუჯრა-უფლებას, რომ იყოლიონ მათი რუსები შეზღუდული რაოდენობით.
ყველაზე დაწინაურებული კი ქურუმთა კასტაა და მეორე ადგილზე არიან რამზესის მერე მოსამსახურე რუსების რაოდენობით.
ქურუმები კი დახვეწილები არიან და მათ მოსამსახურე რუსებს რბილი და შედარებით უწყინარი სახელი უწოდეს - მრევლი!
ჰოდა ეს მრევლი მსახურებს მათ და ემხობა მათ ფერხთით მუხლგადატყაული.
ზოგი შესთხოვს - შემიწყალე მე ცოდვილი!
სხვა შესთხოვს- შეჰღიალებს- ალლაჰ აკბარ!
ქურუმთა ქურუმი პატრიარქია თავისი უთვალავი მონა-რუსით.
მერე მოდიან ქორ-ღორ ეპისკოპოსები, მეუფეები, მამაოები და ა.შ..
"სამოქალაქო მონობის სფეროში კი პარლამენტარები, მინისტრები, გუბერნატორები, მერები, გამგებლები და კიდევ სხვა მაღალჩინოსნები არიან მონა-რუსთა მფლობელები.
მადლობა ჩვენს ფარაონს რომ დაგვაბრუნა სსრკ-ს ნათელ ხანაში.
ახლა კი თხოვნა მაქვს: დაფიქრდით და გულწრფელად აღიარეთ - ვიცი, გირჩევნიათ თუ ხმამაღლა არ იტყვით, არამედ თქვენსავე შინაგანში და თქვენთვის - თქვენ ვისი რუსი ბრძანდებით? თუ ამგვარ კითხვას გულწრფელად დავსვამთ და გულწრფელად გვენდომება მასზე პასუხი, მაშინ დაიწყება განრუსება-განმონების პროცესი ჩვენში და ჩვენ ჩვენი მე გავხდებით და გავქართველდებით.
(აჰ, ვიღაცის რუსი მეძახის, ჯერ არ მცალია ტექსტის ჩასწორებისათვის).
სორი...
ვისი რუსი გსურთ?
This post has been edited by dylan on 5 Jan 2019, 11:47
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!...
...
ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ?
...
ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა.
ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.