მარშრუტი:
გერმანია - ავსტრია - იტალია -(ბორანი) - საბერძნეთი - თურქეთი - საქართველო
ხარჯი ჩემი ვარაუდით(!) დაახლოებით 600-700EU, ცხადია ბევრ რამეზეა დამოკიდებული, სად დაიძინებ, რა ტემპით ივლი, ა.შ.
ბორანის ხარჯი არის როგორც საიტებიდან მახსოვს 300EU -მდე, ბორანი დადის ანკონა(იტალია) - იგუმენიცა(საბერძნეთი), ან ვენეცია(იტალია) - იგუმენიცა(საბერძნეთი)
რამე განსხვავება თუა ფასებში არ ვიცი, ანკონა ოდნავ ქვემოთ არის.
როგორც ვიცი, ადგილზე საყიდი ფასები, საიტებისთან შედარებით, რამდენიმე ასეული ეუროთი ნაკლებია (თუმცა ცხადია როგორ გაგიმართლებს, ვინ შეგხვდება)
გამოცდილ "პერეგონშიკებს" თუ გამოყვები, გაგიჭირდება თუ ძალიან მაგარი და გამოცდილი მძღოლი არ ხარ, მაღალი ტემპი აქვთ და მიჩვეული თუ არ ხარ, ძალიან ძნელია
სასურველია წვრილი ეუროები (ევროპაში) და თურქული ლირა(თურქეთში) იქონიო ავტობანებისთვის
თურქეთში საწვავი ძალიან ძვირი ღირს (თითქმის ორმაგი), ამას გარდა ბაკის გარდა სხვა ჭურჭლით შეტანა აკრძალულია,
გერმანიაში ყიდვისას შეგიძლია იყიდო ევროპული ნაწილისთვის მანქანის დაზღვევა
თურქეთის საზღვარზე უნდა იყიდო თურქეთის ნაწილის დაზღვევა (გრინ ქარდი)
ტრანზიტული ნომრები არსებობს 2 ნაირი, 5 დღიანი (ყვითალი) და ხანგრძლივი(წითელი)
ეკონომიის მიზნით იღებენ ხოლმე ყვითელს, (შედარებით იაფია), მაგრამ,
გირჩევ წითელი აიღო, ყოველი შემთხვევისთვის, და ასევე კონკრეტული მაგალითებით, ხანდახან ხდება რომ 5 დღეში ვერ ეტევი, მითუმეტეს პირველად თუ მიდიხარ, და თუ გადაცდა თარიღი, როგორც ვიცი თვინის ღლაა
მეტი რაღა.. ეგარი რა, maps.google.com ზე ჩაუჯექი და "იმენა" დეტალურად გაჩვენებს გზებს თავის ყველაფრით, ნებისმიერი დეტალიზაციით,
ჰო, ქალაქი ესენი მაღლაა, და შორსაა, მიუნხენში თუ იყიდი, დროს და ფულს დაზოგავ, რუკას შეხედე და მიხვდები
http://maps.google.com/maps?saddr=Essen,+G...&t=h&mra=pr&z=5ეს - ესენი - ვენეცია
http://maps.google.com/maps?saddr=Igoumeni...&t=h&mra=ls&z=6ესეც იგუმენიცა - ჰოპა (სამწუხაროდ google maps ჰოპა - სარფის გადასასვლელს არ ცნობს რატომღაც)
დანარჩენი გასაგებია ალბათ
This post has been edited by ME on 2 May 2012, 01:04
А с поцелуями торопиться не будем, сказал Принц, слезая со Спящей Красавицы...