გავხსენი თემა რომელშიც დაიწერება მხოლოდ და მხოლოდ ანალიზი ამ ახალ რეალობაზე!
გაითვალისწინეთ რომ შეთანხმებულია თვით ადმინისტრაციასთან (ტიმთან) და ყველა მოდერთად რომ ნებისმიერი პოსტი რომელიც არ შეიცავს ანალიზს გამოიწვევს ჯერ ვორნს შემდეგ კი 3 დღიან ბანს.იკრძალება შემდეგი ტიპის პოსტები:
1. მიშა მაგარია, დედას #####ნავს ბიძინას!
2. ბიძინა მაგარია, დედას #####ნავს მიშას!
ახლა გადავიდეთ უშუალოდ განხილვაზე...
მთელი პოლიტიკური სპექტრი თანხმდება რომ ივანიშვილის გამოჩენით ახალი პოლიტიკური რეალობა შეიქმნა საქართველოში...
ასევე ივანიშვილს გააჩნია შესანიშნავი სასტარტო პოზიცია. შემოვიდა აგრესიულად, გლეხურად - ხალხისთვის გასაგებ ენაზე საუბრობს. მოფხანა გული საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას რომელსაც საშინლად არ ევასება არც პო და არც ოპო. დააჯვა მთელ პოლიტიკურ გვამებს, რითაც ასევე მოიგო გული საზოგადოების... რაც არ უნდა თქვას ედპ-მ და ქდმ-მ რომ ამით დამთავრდა ბიძინაო, ნუ ფაქტია რომ ამით სწორედ ისინი დამთავრდნენ... მაგათთვის ადგილი ფაქტიურად აღარ რჩება... მიშას სხვისთვის მისაცემი ადგილი აღარ აქვს. ახლა დარჩა სატელევიზიო გამოსვლა ბიძინასი, ნუ იქაც თუ მაგრად გამოვიდა იქნება კიდევ ერთი ეიფორია და ფორუმზე გაივსება 300 გვერდი 6 საათში.
მაგრამ,
2-3 კვირაში გაივლის ეს ეიფორია და დაიწყება უკვე წინასაარჩევნო ბატალიები.
სწორედ ეს მაინტერესებს, თქვენი აზრით ვინ აჯობებს წინასაარჩევნო აგიტაციაში?
შეძლებს ბიძინა თავისი გუნდით ღირსეულად დაუპირისპირდეს წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიშას გუნდს?
ფული პრობლემა არ იქნება რა თქმა უნდა მაგრამ პიარი მარტო ფული ხომ არ არის... და ფაქტია მიშას ერთ-ერთი საუკეთესო პიარშიკები ყავს და თან ძალიან გამოცდილები ქართულ სივრცეში.
ეს არის უმთავრესი იმიტომ რომ ვიმეორებ ეიფორია გავა 2-3 კვირაში და მერე უკვე სერიოზული ბრძოლა იქნება საჭირო უმრავლესობისთვის... პროგრამებით ბრძოლა, სხვადასხვა საკითხის სხვადასხვა სტილში მოგვარების გზებზე დებატები და ა.შ.
ექნება კი ამის რესურსი ბიძინას, ალასანიას და რესპების ერთობას? (ანუ ფაქტია რომ რესპუბლიკელებთან საუბრის შემდეგ გაკეთებული კოემნატრებიდან იკვეთება რომ არის საუბარი პოლიტიკურ კოალიციაზე, რაც ნიშნავს ერთიან ხედვებს) და ასევე რამდენად ერთიანი იქნება მათი განცხადებები დებატებში?
ამ დროს რა ხდება ნაცების ბილიკზე... დღემდე გაურკვეველია ვინ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი... ბევრი არაპოპულარული სახე დღემდე აქტიურობს ტელეეთერებში და ლაპარაკობს სისულელეებს. ნაცების სიძლიერე არჩევნებზე იქნება რა თქმა უნდა სახელისუფლებო არხები და ადმინისტრაციული რესურსი (შეიძლება ასევე ვისაუბროთ რომ ადამიანური რესურსი მეტი აქვთ ნაცებს, ვიდრე ბიძინას, ალასანიას და რესპების ერთობას). მე სხვა რესურსს ჯერჯერობით ვერ ვხედავ ნაცების ხელში... ფულადი რესურსიც ქონდათ ადრე მაგრამ ეს უკვე გამოირიცხა...
ახლა განვიხილოთ ჩემი აზრით ის თემები რომელიც აქტუალური იქნება შემდეგი კვირიდან და გაგრძელდება არჩევნების დღემდე!
1. ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი - ჩემი აზრით ივანიშვილი იგებს აქ პოლიტიკურად
2. "ივანიშვილი პუტინის კაცია" - თუ რაიმე სერიოზული ფაქტი არ დაიდო გაუჭირდება ნაცებს რეალური ეფექტის მიღება ასეთი განცხადებით მას შემდეგ რაც ალასანია და რესპები გააერთიანა... უკვე არაასერიოზული იქნება და მართლა უკვე გამოდის რომ ყველა გარდა ნაცისა არის პუტინის კაცი... მოკლედ ფაქტების გარეშე ვასილისნაირ ხალხზე შეიძლება იმოქმედოს ეგ და იმედია მთელი საქართველოს მასშტაბით ასეთ ადამაინთა რიცხვი 1000 კაცს არ აღემატება.
3. მიშას კურსი დასავლურია - ოოო, აქ რთულადაა საქმე

ზოგადად ხალხში მაგრად მიდის ამის მიწოდება ნაციონალური მედიიდან. (ნუ ჩემნაირები კი ხედავენ რა დასავლურებიც ხართ, მაგრამ ხალხში ჭრით). ელოდეთ ოპონენტებისგან მაგარ კრიტიკას ამ საკითხზე, ისე კი ამაში იგებთ ჯერჯერობით.
4. კონკრეტული საკითხები როგორიცაა (სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, დასაქმების პრობლემა). აქ რთულია გითხრათ რომელ მხარეს აქვს უპირატესობა... ჩემი აზრით ადამიანური რესურსით ხელისუფლება აჯობებს, მაგრამ მეორე საკითხია რამდენად დაუჯერებს იმ ხელისუფლების არგუმენტებს (რომელმაც ვერ შეძლო რეალურად ხალხის გაჭირვებიდან გამოყვანა) უბრალო ხალხი (რომელბმაც არაფაერი იციან ეკონომიკაზე) და არ დაუჯერებს ივანიშვილის (რომელმაც საქართველოს ბიუჯეტზე მეტი ფული იშოვა) ეკონომიკურ გეგმას.
5. საგარეო პოლიტიკური ვექტორები - ევროპისკენ სწრაფვა გასაგებია... საინტერესოა როგორი იქნება ნატოსთან ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება და რამდენად შეთანხმდებიან ამ საკითხზე ალასანია, რესპებთან. ნატოს საკითხზე თუ იქნება უარყოფითი დამოკიდებულება ბიძIნადან ეს აძლევს შესამჩნევ უპირატესობას ნაციონალურ მოძრაობას, რომელსაც არ ეშლება როგორ უნდა გააპიაროს ეს საკითხი

6. რუსეთთან ნორმალიზაციის საკითხი - ნუ საქართველოში არიან ადამიანები განსაკუთრებით რეგიონებში რომლებიც აუცილებლად მიიჩნევენ ამ საკითხს... აქ კი სააკაშვილს არანაირი რესურსი არ აქვს.
7. კონფლიქტები - აქ უდავო უპირატესობა აქვს ალასანიას, ხოლო სააკაშვილს ნოლი შანსი.
ნუ ახლა ესენი მახსენდება...
ასევე საუბარია თითქოს საპარლამენტო არჩევნების გადმოწევაზე მაგრამ არ მგონია ასეთი ბრიყვი ხელისუფლება. უფრო ოპოზიციურად განწყობილი ხალხის სურვილს გავს ვიდრე რეალობას...
ვაკეთებ ასევე პოლის კითხვას და კარგად დაუკვირდით! არ გეკითხებით თუ ვის უჭერთ მხარს!
გეკითხებით რომელ გუნდს ექნება უფრო ეფექტიანი (და არა ეფექტური) წინასაარჩევნო კამპანია?
ძალიან გთხოვთ იაქტიუროთ, მაინტერესებს ყველას აზრი.
ანუ შეგახსენებთ აქ ვწერთ ჩვენს აზრებს და მცირედით ვსხნით რატომ ვფიქრობთ ასე...
რამდენიმეს დაუძახებ თორემ არავინს წერს ვორნის შიშით პოსტს
GerontiREIDIტანკემიხეილ რძეჩოხადა ა.შ.
This post has been edited by MacBook on 13 Oct 2011, 14:13