Creator: Robert Doherty
Series Writing creditsRobert Doherty (12 episodes, 2012-2013)
Liz Friedman (2 episodes, 2012-2013)
Christopher Silber (2 episodes, 2012-2013)
Peter Blake (2 episodes, 2012)
Corinne Brinkerhoff (2 episodes, 2012)
Craig Sweeny (2 episodes, 2012)
Stars: Jonny Lee Miller, Lucy Liu and Aidan Quinn
ლონდონიდან ნიუ-იორკში.
ყოფილი ნარკომანი შერლოკ ჰოლმსი კლინიკის შემდგომ რეაბილიტაციის პროცესს გადის და მას ეხმარება ასისტენტი ჯოან ვოტსონი.
კონან დოილის ამჯერად არა ნოველების, არამედ პერსონაჟების ეკრანიზაცია. სიუჟეტი ბიბისი შერლოკისგან განსხვავებით ახალია, რიგ მომენტებში ნაკლებადჩახლართული, მაგრამ საერთო ჯამში საკმაოდ კარგი სერიალია.
პირველ რიგში აღვნიშნავ მილერის საოცარ თამაშს, რომელი უკეთესი შერლოკია აღარ ვიცი. ჩემთვის მილერის პერსონაჟი უფრო ახლოსაა ბავშვობაში წარმოდგენილ შერლოკთან, უფრო ბუნებრივია თითქოს.
ვოტსონის როლს რომ ლიუსი ლიუ ასრულებს, ეგ ნუ შეგაშინებთ, ძალიან კარგი ჯოან ვოტსონია და საერთოდაც მშვენიერი პლოტია, ბიბისი შერლოკის დაი ჰარდ ფანები ნუ ჩამოწერთ.
პილოტი და პირველი რამდენიმე სერია კარგია, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი თითქოს, ბოლო რამდენიმე სერია ძალიან ჩავერთე და ლამის გულისფანცქალით ველი ახალი ეპიზოდების გამოსვლას. ბოლო ეპიზოდი(#12) სეზონის საუკეთესო იყო იმჰო. ყველაფერს შეიცავდა, დაჟე სებასტიან მორანსაც, იმას ვინც არ გვაღირსა ბიბისიმ

არაა სპოილერი, ყველამ იცის სებასტიან მორანის შესახებ.
ეპიზოდები შეგიძლიათ ტორენტებზე მოძებნოთ. ლოსტფილმზეა რუსულად. ინგლისურად ყველა ტრეკერზეა:
http://www.lostfilm.tv/browse.php?cat=174

This post has been edited by MEDS on 15 Nov 2015, 14:04