
აბა ვის ეგონა ავტოიმპორტიორი 20 სტადიონს რო ააშენებდა 9 მილიონად??? გამოდით გადაგთვლით
რაგბის 20 წლამდელტა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოედნების აშენება ვერ ესწრება
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სლოვაკურ კომპანია „აუტოკომოდექს ტრნავას“ შორის ხელშეკრულება შეწყდა. აღნიშნულ კომპანიას, საქართველოში 2017 წლის 15 მაისამდე 10 სარაგბო და 10 საფეხბურთო მოედანი უნდა აეშენებინა. საქართველო 31 მაისიდან, 18 ივნისის ჩათვლის, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის გათამაშებას მასპინძლობს 20-წლამდელთა შორის. შეუქმნის თუ არა პრობლემას არსებული ხელშეკრულების გაუქმება, რას აპირებს რაგბის კავშირი და რითი ჩანაცვლდება ჯერ კიდევ აუშენებელი ბაზები, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდებს უნდა მომსახურებოდა, „აიპრესის“ შეკითხვებს, რაგბის კავშირის პრეზიდენტი, გოჩა სვანიძე პასუხობს.
-არ მინდა ავიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რა პრობლემას შეუქმნის ხელშეკრულების გაუქმება რაგბის ჩემპიონატს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ შეუქმნას, იმიტომ, რომ ჩვენი მიზეზი არ არის იმაში, რომ ხელშეკრულება შეწყდა. რომ გითხრა, არ შეუქმნის-მეთქი, დარწმუნებული უნდა ვიყო იმაში, რომ რასაც შეგვპირდა სპორტის სამინისტრო, შესრულდება. ხელშეკრულებებით გვთხოვენ, მაშინ ჩვენ ფეხბურთის მოედნებთან უნდა გვეშუამდგომლა, გაგვეკეთებინა და ბოლომდე მიგვეყვანა. როდესაც მყარი გარანტიები უკვე მექნება, ხელმოწერილი, სხვადასხვა ბაზები, რომლებიც ჩაანაცვლებენიმ მოედნებს, რაც უნდა მომსახურებოდა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს, პირს ვერ გვიტეხენ და ეს პირობები უკვე დაცული გვექნება, შენდეგ შემიძლია სამართლებრივად გითხრათ, რომ ვერ შეუქმნის. ჯერ ეს ხელშეკრულებები არ დადებულა.
- „აუტოკომოდექსთან“ ხელშეკრულება იანვარში შეწყდა, სპორტის სამინისტრომ არ ჩაგაყენათ საქმის კურსში?
- სხვა ხელშეკრულებაზე ვსაუბრობ. სახელმწიფოს ის პირობა, რომ ათი მოედანი უნდა გაეკეთებინა ჩვეთნთვის, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, ეს უკვე ფატია, ამას ვეღარაფერი შეცვლის.
- რომელი მოედნები ამოვარდა, რაც დაგეგმილი იყო?
- თამაშები სადაც უნდა შემდგარიყო, ორი მოედანი გვაქვს ჩვენი თბილისში, ავჭალის მოედანი, ეს არის ჩვენი და მიხეილ მესხის მოედანი, რომელიც ფეხბურთის ფედერაციას ეკუთვნის. იმედი გვაქვს, რომ „მესხზე“ არ შეგვიშლის ხელს ფეხბურთის ფედერაცია.
- სულ რამდენი მოედანია საჭირო?
- ორი არის სათამაშო, დანარჩენი იყო სავარჯიშო ბაზები, რომლებიც უნდა მოემსახუროს თითო ვადაზე თითო გუნდს. 12 გუნდი ითამაშებს სულ, ჯამში. რაღაც ნაწილი, ამ ბაზების, ჩვენ გვაქვს, სარაგბო ინფრასტრუქტურა, რაღაც ნაწილი უნდა შევსებულიყო იმით, რომ სახელმწიფოს აეშენებინა და გვექნებოდა სრულად, სარაგბო ბაზები, რომელსაც მივამაგრებდით თითო გუნდს, რაც არის მათი მოთხოვნა. მსოფლიო რაგბის. არ გვაქვს ჩვენ საკმარისი რაოდენობა, ამიტომ ვთხოვეთ ფეხბურთის ფედერაციას, რომ ახლა უკვე ფეხბურთის სავარჯიშო ბაზებმა ჩაანაცვლონ ის მოედნები, რომლებიც უნდა გვქონოდა მონაწილე გუნდებისთვის. შეგვპირდნენ, რომ ამას გავაკეთებთო. ჯერ ხელშეკრულება გაფორმებული არ გვაქვს, ამიტომაც, ვერ ვიტყვი ახლა, ეს პრობლემას შეუქმნის მსოფლიო ჩემპიონატის კარგად ჩატარებას, თუ არ შეუქმნის. როცა გვეცოდინება დოკუმენტურად, შემდეგ უფრო მყარად ვისაუბრებთ.
- მსოფლიო რაგბის კავშირი საქმის კურსშია?
- დიახ, საქმის კურსში არიან. იყვნენ ჩამოსულები და ამაზე სპორტის მინისტრმა მოახსენა, რომ ეს ჩატარდება, ყველაფერი კარგად იქნება, სხვა ბაზებზე ჩატარდება და მათ მისცეს სიტყვიერად ამის გარანტიები. ნახეს, სად იქნებოდა ლოკაციები, ისევ დაიმედებულები არიან, მაგრამ მე სანამ არ მექნება გარანტიები აღებული, უკვე სხვა დონის, სამართლებრივი ხელშეკრულებები, ფრთხილი ვიქნები შეფასებებში. ამის მწარე გამოცდილება მაქვს.