#49229602 · 9 Nov 2016, 14:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"Новым президентом США станет республиканец Дональд Трамп. В ходе голосования он набрал 276 голосов выборщиков при необходимом минимуме в 270 голосов. Об этом сообщает Bloomberg."
რა ხდება, გამაგებინეთ ერთი, ამ "მეკლინტონე" პუბლიკას რა ღვარძლის და ბოღმის ტრაური აქვთ?!...გაიმარჯვა ტრამპმა, ასეთი იყო ამერიკელი ხალხის ნება, რომელმაც ხმა მისცა საკუთარი ქვეყნის სუვერენულ ინტერესებს და არა ტრანსნაციონალურ-გლობალისტურ შიზოფრენიას?! ...მაგრამ, საინტერესო უფრო ისაა, ჩვენთვის რა შეიცვლება ამით, ან რა არ შეიცვლებოდა იმით, კლინტონს რომ გაემარჯვა?!
***ნამდვილად არ მესმის იმ პუბლიკის, რომელიც "რუსეთის ჩახდის" იმედებს კლინტონის გამარჯვებაზე ამყარებდა, რადგან რუსეთს თუ ჩასახდელია, ისედაც ჩაეხდება თავისი შიდა მართვის და საგარეო პოლიტიკის წინააღმღდეგობრივობიდან გამომდინარე, თუ მან სასწრაფოდ არ მოაგვარა თავის უახლოეს სამეზობლოსთან პრობლემები და ხიშტების პოლიტიკიდან არ გადაერთო დიალოგურ რეჟიმზე!...ხოლო რაც შეეხება ობამას ადმინისტრაციისა თუ კლინტონის მენტორულ მუქარის ტონებს, როგორც რეალობამ აჩვენა, ეს კიდევ უფრო ძაბავდა მსოფლიოს ორ პოლუსს შორის დაძაბულობას და ზრდიდა რუსეთის აგრესიას მისი მეზობლების მიმართ.
პ.ს. როდის უნდა მიხვდეს ქართველი კაცი, რომ მისი ქვეყნის ბედი არც კრემლში წყდება და არც თეთრ სახლში?!
--------------------
პადრე რომელიც მოვიდა ადრე
|