14 დღე ვიყავი წყალტუბოში, ნათესავების ცარიელ სახლში, დავისვენე რასაც ქვია, თან წყალტუბოს წყლების 10 პროცედურაც მივიღე ჰიდრო მასაჟით.
გუშინ ჩამოვედი და თითქოს ადაპტაცია მჭირდება თბილისთან. იმდენად იქ დარჩა გული.
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AC%E1%...%83%91%E1%83%9Dწყალტუბო



სტალინი და საბჭოთა ხალხი








წყალტუბოს პარკს ირგვლივ სტალინის დროინდელი რამდენიმე უმაგრესი (ყველანაირად) გაპარტახებული სანატორიუმებია.
ამ კონკრეტულს ცენტროსაიუზი ერქვა, სტალკერების და ფოტომოყვარულების საყვარელი ადგილებია, თურმე ქუთაისიდანაც ჩამოდიან მექორწილეები და ასეთ შენობებთან ფოტოსესიებს აწყობენ



ესეც კიდევ ერთ-ერთი სანატორიუმი, სულ 22 არის. მე ვერ მოვახერხე გადაღება რატომღაც თორემ ერთმანეთზე უკეთესი არქიტექტურებია სულ.


ტვინი, სული და სხეული ისვენებს ამ პატარა დაბაში, რაღაც ზღაპრული ქალაქია. თან ეტყობა ადგილობრივი სამსახურებიც ზრუნავენ მის კეთილმოწყობაზე.
ხალხიც ტრადიციულად იმერული სტუმართმოყვარე. მაგრამ ის მომწონდა აქ სეირნობისას, მთელი დღეობით რომ იარო შეიძლება 3 - 4 კაცის მეტი არ შეგხვდეს

ანუ, პირველი ზონა არის პარკი და შიგნით სამკურნალო წყარო-დაწესებულებები, მეორე ზონა ამ პარკს რომელიც აკრავს არის მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებები და სტალინისდროინდელი სანატორიუმები და მესამე ზონა არის მოსახლეობა, რომელიც აბსოლიტურად თვალს მიღმაა და ვერ ხედავ. სუპერ რასაც ქვია.
აი ასეთი სიცარიელე და სიმწვანეებია 4.4 კმ. რადიუსიანი პარკის ირგვლივ.














ეს მერიის შენობა




მოწამეთა





მოწამეთას ეზოდან ხვამლის მთა

ზემოთ გელათი მოჩანს

გელათი

ბაგრატი

ბაგრატიდან ხედი ქუთაისის ერთ ნაწილზე.

ხონშიც ვიყავი, ეს რაიონის შესასვლელთან, შორს სვანეთის შხარაც კი მოჩანს

გორდში გავაჭენე აპრილია, ოკაცეს კანიონზე.






მაგრამ ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-კარმა დამცა, სოფელი ჩუნეში, წყალტუბოს რაიონი,
აი ეს არის იმერეთი....






ეს უკანა ეზო და ეზოს გარეთა სივრცეები





მოკლედ, აპრილიამ იარა როგორც ყოველთვის საუკეთესოდ. ჩემი რომ არის ამიტომ არა, უბრალოდ მგონია რომ ყველაზე ოპტიმალური და პრაქტიკული სკუტერია რაც კი ქალაქში დადის.
თან ამასთან ერთად ვიზუალურად არის დახვეწილი და საამო საცქერი
ავტობანზე 100-ით მივდიოდი და რაღაც მომენტებში 120-საც ვდებდი, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში არ მინდოდა ძრავი სრული სიმძლავრით მემუშავებინა.
მაგრამ ზესტაფონი ქუთაისის მონაკვეთის ბანზე 118-120- არ ჩამომიწევია. რატომღაც მეთქი რაც არის არის.
იქითობისას შევისვენე 2-ჯერ. აქეთობისას წყალტუბოდან გორამდე ვებრძოდი ქარს, მხოლოდ ერთხელ შევჩერდი აგარაში, ვიფიქრე 15 წუთს ვაცლი გაგრილებასთქო, მაგრამ 5 წუთზე მეტი ვერ გავჩერდი, კინაღამ გავიყინე. ანუ გიჟურად საიმედო სკუტერია, ჯერ-ჯერობით რასაც ვუყურებ.
ყველაფრის მიუხედავად, სკუტერი ავტობანზე დამღლელია, გგონია მიბობღავ. სადაც მთავრდება ბანი, აი იქ ეხსება თავისი სტიქია.
გამოვიანგარიშე და 6.5-იანი სავსე ბაკით გავიარე 230 კილომეტრი. სულ ჯამში 868 კმ.
არა მგონია აწი სკუტერის მოგზაურობების შესახებ რაიმე დავწერო, გული და სული მოტოციკლს ითხოვს, ამიტომ დავისჯი თავს დეპრესიით
ასეთი ამბებია...