Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფსიქოლოგია > მარტოობაში ემოციების რეალიზება


Posted by: Runemaster 25 Mar 2024, 16:21

ვინც თავს მარტოსულად გრძნობთ და არ გყავთ გვერდით გამზიარებელი და საყვარელი ადამიანი, რომელთანაც ემოციურად რეალიზდებით,

როგორ ცდილობთ ან რით იქცევთ თავს, რომ ემოციური დაკმაყოფილება განიცადოთ?

ხომ არ გააზიარებდით თქვენს საქმეს, გატაცებას, ჰობის ან სხვა რამეს, რაც თქვენში ასეთ დაკმაყოფილებას იწვევს?

ძალიან მჭირდება ახალი იდეები. იქნებ მე ვერ ვაგნებ რამეს ისეთს, რაც ასეთ განმუხტვას მომცემდა.

სრულიად მარტო ვარ ცხოვრებაში და რამდენიმე მეგობართან (ძირითადად გოგოებთან) საუბარიც აღარ მშველის. რამდენიც არ ვეცადე, ინიციატივები გამოვიჩინე და მიბრძოლია ურთიერთობებისთვის, საბოლოოდ არავის ვუნდივარ. ოჯახი რომ ვერ შევქმენი და სიყვარული ვერ მივიღე, უბრალოდ სხვა ვეღარაფერს ვაკეთებ, უმიზნოდ ვარსებობ. ადამიანებთან ემოციური კონტაქტის დამყარება კი შემიძლია, მაგრამ ტკივილისგან თავის დასაცავად ვიხშობი ისევ და ვეღარავისთან ვრეალიზდები ემოციურად. ადამიანებთან ძლიერი და გულიანი ჩახუტებაც კი მომენატრა. და შიგნიდან გაბზარვა დავიწყე მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მაგრად მეჭირა თავი. მაქვს გატაცებები, რაც განმუხტვას მაძლევს, მაგრამ იქნებ სხვა იდეებიც მიმეღო.

თქვენ რით ივსებით, როცა ემოციურად არარეალიზებულები ხართ?

Posted by: ჯარჯი 25 Mar 2024, 16:47
QUOTE
თქვენ რით ივსებით, როცა ემოციურად არარეალიზებულები ხართ?

სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას )) მუშაობაც მეზარება და...
მე როგორც ჭეშმარიტ თხის რქას ხშირად მიჩნდება მარტოობის სურვილი განსაკუთრებით როცა მეგობრები ვიკრიბებით და ვღრეობთ.
ასეთ მომენტებში სულ მეფიქრება რომ არასწორი წრე ამოვირჩიე თუმცა თუ თავს ძალა დავატანე და რამდენიმე სადთეგრძელოთი წინ წავიწიე სრულიად მავიწყდება ის არასასიამოვნო შეგრძნებები რასაც ჩემი მთვრალი ძმაკაცები იწვევენ ჶემში. ანუ რომ დავთვრები მეც ისეთივე ვხდები და რა განსხვავებაა ჩვენს შორის?არაცერი!
მერე კიდევ შემოვალ და დავწერ.


Posted by: Holamuchachas 26 Mar 2024, 20:28
...................................................

Posted by: Holamuchachas 26 Mar 2024, 20:52
მაინტერესებს თუ გავლენ და ვუგულშემატკივრებ, უბრალოდ ვერ ვხვდები ვიღაც მილიონერ ბურთის ხამებს რატო ამდიდრებს ხალხი და სახ-ფო, მართლა.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)