DC Extended Universe - ამერიკული მედია ფრენჩაიზი და საერთო ფიქციონალური სამყაროა, რომელიც აერთიანებს Warner Bros. Pictures-ს მიერ გამოშვებულ სუპერგმირულ ფილმებს. მოცემული ფილმები დაფუძნებულია DC Comics-ის პერსონაჟებზე. საერთო სამყაროში, კავშირი იქნება ძირითადად ისევე, როგორც ორიგინალ კომიქსებში : სიუჟეტის ელემეტებით, პერსონაჟებითა და მსახიობებით.
თავად DC Comics დაარსდა 1934 წელს. მან გვაჩუქა ყველასათვის ცნობილი სუპერგმირები, მათ შორის: სუპერმენი, ბეტმენი, ქალი საოცრება, ფლეში, მწვანე ფანარი და ა.შ.
უკვე 50-იან წლებში გამოდიოდა ტელე-სერიალები ბეტმენისა და სუპერმენის თავგადასავლების შესახებ
1967 წელს DC Comics შეიძინა Warner Bros-მა, რამაც შესაძლებლობა მოგვცა გვეხილა მასშტაბური მაღალბიუჯეტიანი ფილმები.
პირველი მათგანი გამოვიდა 1978 წელს. ეს იყო რიჩარდ დონერის
Superman. რომელიც დადებითად იყო შეფასებული კრიტიკოსებისა და მაყურებლების მიერ. მოაგროვა 300 მილიონი დოლარი მსოფლიოს მასშტაბით და მიიღო ოსკარი განსაკუთრებული მიღწევებისთვის (Special Achievement Academy Award).
90-იან წლებში ახალგაზრდა და პერსპექტიული ტიმ ბარტონის რეჟისორობით გამოვიდა დილოგია ბეტმენის შესახებ
Batman და
Batman Returns. რომელმაც მაყურებლების სიყვარული დაიმსახურა, მაგრამ სამწუხაროდ რეჟისორის შეცვლის შემდეგ სიტუაცია გაუარესდა და საჭირო გახდა რებუთი, რომელიც მოხდა მხოლოდ 2005 წელს.
2005 წელს გამოსულმა ფილმმა
Batman Begins საფუძველი ჩაუყარა ტრილოგიას, რომელმაც მოახერხა რამდენიმე ოსკარის აღება და 2 მილიარდი დოლარის მოგროვება მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა ამ ტრილოგიაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ. შეგიძლიათ იხილოთ მისი თემა ფორუმზე:
The Dark Knight Trilogy» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ბნელი რაინდის ტრილოგიის დამთავრების შემდეგ DC-მ გადაწყვიტა შეექმნა თავისი კინოსამყარო DCEU (DC Extended Universe)
DCEU-ს პირველი ფილმია 2013 წელს გამოსული Man of Steel
ამჟამად გამოსულია სულ ხუთი ფილმი:
1)Man of Steel (2013) (რეჟისორი - ზაკ სნაიდერი)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
2)Batman v Superman: Dawn of Justice (2016) (რეჟისორი - ზაკ სნაიდერი)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
3)Suicide Squad (2016) (რეჟისორი - დევიდ ეირი)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
4)Wonder Woman (2017) (რეჟისორი პეტი ჯენკინსი)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
5)Justice League (2017) (რეჟისორი ზაკ სნაიდერი/ჯოს უიდონი)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დაგეგმილი ფილმები:
1)Aquaman (რეჟისორი ჯეიმს ვანი)
პრემიერა: 2018 წლის 21 დეკემბერი
2)Shazam! (რეჟისორი დევიდ სანდბერგი)
პრემიერა: 2019 წლის 5 აპრილი
3)Wonder Woman 2 (რეჟისორი პეტი ჯენკინსი)
პრემიერა: 2019 წლის 13 დეკემბერი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
4)Batman (რეჟისორი მეთ რივზი)
გადაღებები როდის დაიწყება ჯერ არაა ცნობილი
ასევე იდეაში აქვთ: Birds of Prey, Green Lantern Corps, Cyborg, The Flash, Black Adam
//////////////////////////////////////////////
ასევე მიდის გადაღებები ჯოკერის სოლო ფილმზე, რომელიც DCEU-ს კინოსამყაროს ნაწილი არ იქნება.
გამოშვების თარიღი 2019 წლის 4 ოქტომბერი, მთავარ როლში ხოაკინ ფენიქსი.
///////////////////////////////////////////////
წინა თემები:
1)
DC Comics2)
DC Comics3)
DC Comics» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Sup, I'm a superhero
პ.ს #releasethesnydercut
This post has been edited by xox283 on 19 Sep 2018, 14:39
მიმაგრებული სურათი
"It's a funny thing, when you talk to God, you're religious, but when he talks to you, you're a psychopath"
- Peter Steele
"You don't get it, son. This isn't a mudhole. It's an operating table... and I'm the surgeon"
- The Dark Knight Returns