მეგობრებო გამარჯობათ, სპეციალურად დავარეგისტრირე ახალი იუზერი, რომ ეს თემა დამეწყო და თქვენი აზრი მომესმინა.
ძაან აქტუალურია ახალი ტიპის სამუშაოები, რომლებიც ბოლო 1-2 წელია საგრძნობლად გახშირდა საქართველოში:
ესაა ფინანსურ მარკეტებზე ე.ს Conversion აგენტად (ბროკერად), ხოლო შემდეგ Retention აგენტად მუშაობა.
მთელი სამუშაოს არსი ისაა, რომ მოიძიო ახალი კლიენტები და ჩართო თრეიდინგში. ჩაბმა ხდება ტელეფონის საშუალებით: კომპანიები ყიდულობენ ტელეფონების ბაზებს უცხოეთიდან და შემდეგ coversion აგენტები რეკავენ ბრიტანეთში, პორტუგალიაში, ყატარში, ესპანეთში და სხვა ქვეყნებში და ფინანსურ მარკეტში რთავენ ხალხს.
როგორც წესი პირველადი შენატანი არის 100-250$.
შემდეგ უკვე საქმეში ერთვებიან Retention აგენტები, რომლებიც ცდილობენ მოწველონ კლიენტები და მაქსიმალურად ბევრი ჩაარიცხინონ.
ზოგი ასეთი კომპანია სქემია ზოგი შეილება ნამდვილი იყოს (არ ვიცი და ტყუილად არ დავადანაშაულებ რომელიმე კომპანიას სქამერობაში) მარა ფაქტია ყოველი მათგანი დასაქმებულს სთავაზობს 800-1000 ლარს და უსაზღვრო ბონუსებს.
ეს კომპანიებია: Golden Sky Group, Next Brand, Format Group, GCS Limited, BlueSky და სხვა.
გამომდინარე იქიდან თუ რამდენად კაი ხელფასები არი რათქმაუნდა მეც გამიჩნდა სურვილი დავსაქმდე, თუმცა თქვენ აზრს, გამოცდილებას, თუ რჩევებს დიდი სიამოვნებით მოვისმენდი და რამე პატარა დისკუსია თუ გამოგვივა კარგი იქნება
მიმაგრებული სურათი