ვინმეს არ გაქვთ მაგ ჩობანების ჰიმნი? იუთუბიდან წაუშლიათ ვირიშვილებს
* * *
Q-Net - ის შესახებ
იმედია ამ პოსტის გამო არ "ჩამქოლავენ" ამ ორგანიზაციის აქტიური მომხრეები, მაგრამ დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების საყოველთაო დეკლარაციის შესაბამისი პუნქტების გათვალისწინებით
წამკითხველმა წაიკითხოს და დასკვნებიც თავად გამოიტანოს.
პირველ რიგში მინდა ავღნიშნო შემდეგი: შესაძლებელია ვინმემ სადღაც რაღაცით ისარგებლა კიდევაც. შესაძლოა საკმაოდ უხვადაც,
მ ა გ რ ა მ,
ეს სრულებით არაა არგუმენტი იმისა, რომ ეს სქემა არაა პირამიდა.
ვამბობ იმას, რომ: ვიღაც-სადღაც-ოდესღაც - აუცილებლად იზარალებს! და თან საკმაოდ მძიმედ... რადგან ქიუნეტი თავისი არსით არის პირამიდა.
მასში მონაწილეობა კი საკმაოდ სარისკო ლატარიაა, რომლის "ბილეთიც" ძალიან ძვირი ღირს - პრაქტიკულად ძვირი (არა 10, 100, ან 200 დოლარი), საშუალო სტატისტიკური მოქალაქის რამოდენიმე თვის (ზოგისთვის კი მთელი წლის) ხელფასის ოდენობის.
ახლა კი 8 ყველაზე გავრცელებული სიცრუე, რომელსაც ქიუნეტელები იყენებენ ადამიანების შესაცდენად და გასაწევრიანებლად
1. ქიუნეტის წლიური ბრუნვა (ზოგიერთი ხმარობს ტერმინს - მოგება) 200 მილიარდი დოლარია.
ცალკე საკითხია, რომ გასაგები მიზეზების გამო ბევრი ქიუნეტელი შესაძლოა ვერ ერკვეოდეს თუ რას ნიშნავს ბრუნვა, შემოსავალი, მოგება, თუმცა ახლა ამ საკითზე არ შევჩერდები. ერთს ვიტყვი მხოლოდ, რომ 200 მილიარდი დოლარის წლიური ბრუნვა არ აქვს google და Microsoft -ს ერთად აღებულს.....
https://www.statista.com/…/comparison-of-...and-google-…/QI Group Ltd. რეგისტრირებულია ჰონგ-კონგში, ანუ ოფშორულ ზონაში, სადაც კომპანიებს არ მოეთხოვებათ არც საბუღალტრო აღრიცხვიანობა და მითუმეტეს არც წლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნება. ვერსად ნახავთ, რომ როდესმე QI Group-ს გამოექვეყნებინოს ფინანსური ანგარიში, ცხადია ვერც უმსხვილეს ფინანსურ სერვის ბლუმბერგზე იპოვით ინფორმაციას მათი ფინანსური აქტივების შესახებ. ერთადერთი რასაც წააწყდებით ვებსივრცეში, ესაა თავად ქიუნეტის მმართველი დირექტორის JR Mayer-ის ინტერვიუ, სადაც ის აცხადებს რომ 2014 წელს კომპანიის გაყიდვებმა 430 მილიონი დოლარი შეადგინა.
ამრიგად, ვინ და როგორ დათვალა 200 მილიარდი დოლარი?
2. ქიუნეტი არის გაეროს, "მაიკროსოფტის", "ვერისაინის" პარტნიორი.
გაერო არის საყოველთაო მშვიდობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფოთა თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია, შესაბამისად მას არ აქვს და ვერც ექნება რაიმე ტიპის ურთიერთობა კომერციულ კომპანიებთან. ის, რაზეც აპელირებენ ქიუნეტელები, გახლავთ გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმება (United Nations Global Compact), რომელიც გულისხმობს ბიზნეს-კომპანიების მიერ ზოგადსაკაცობრიო პრინციპების აღიარებას. აღნიშნული შეთანხმება ღიაა, არ გულისხმობს რაიმე სახის პასუხისმგბლობას და მას შეუძლია შეუერთდეს ნებისმიერი ქვეყნის ყველაზე მცირე შპს-ც კი. ცნობისთვის, ამ შეთანხმებაზე სულ ხელი აქვს მოწერილი 9670 კომპანიას 167 ქვეყნიდან. (საქართველოდან 33 კომპანიაა)
https://www.unglobalcompact.orghttps://www.qbuzz.qnet.net/…/qnets-parent...ny-proud-me…/ქიუნეტს შეძენილი აქვს (ისევე როგორც ათიათასობით სხვა კომპანიას) Microsoft Dynamics CRM - პროგრამული პაკეტი კლიენტებთან ელექტრონული ურთიერთობის უზრუნველსაყოფად. ცხადია, რომ მაიკროსოფტის საიტზე პარტნიორთა სიაში ქიუნეტს ვერ აღმოაჩენთ. ანალოგიური მდგომარეობაა ვერისაინის შემთხვევაშიც.
3. "მანჩესტერ სითის", "ფორმულა1"-ის გენერალური სპონსორი.
ქიუნეტი ფულს უხდის საფეხბურთო კლუბ მანჩესტერ სითის მატჩების დროს რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, 3 წლიან კონტრაქტში კი წერია, რომ ქიუნეტელებს უფლება აქვთ დაესწრონ კლუბის ფეხბურთელებთან შეხვედრებს საკუთარი მოტივაციის ასამაღლებლად და მომავალი ქიუნეტელების წასახალისებლად! (შეგახსენებთ, რომ ამ კლუბის გენერალური სპონსორია Etihad Airways)
ასევე, ქიუნეტი უხდიდა სარეკლამო თანხებს ნიკოლაი ფომენკოს მიერ შექმნილ Marussia F1-ის გუნდს, რომელმაც 2 წლის არსებობის მანძილზე მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა და 2014 წელს 81 მილიონი ფუნტ სტერლინგიანი დავალიანებით დაასრულა არსებობა.
https://www.youtube.com/watch?v=Ifllyj5rf_8საერთოდ კი, სპოსნორობა რაიმეს მანიშნებელი არაა, ყველა ცნობილი ფინანსური პირამიდა უწევდა სპონსორობას სხვადასხვა სპორტულ თუ კულტურულ ღონისძიებას.
4. კომპანიის დამფუძნებელი ვიჯეი ესვერანი იყო IBM-ის ერთ-ერთი დირექტორი და მას იწვევენ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.
ვიჯეი ესვერანის IBM-თან კავშირზე საუბრობს მხოლოდ მისივე საკუთარი ვებგვერდი და იქაც კი ნახსენებია მხოლოდ „საპასუხისმგებლო თანამდებობა“ და არა „დირექტორი“. თავად IBM-ის ოფიციალურ წყაროებში მის შესახებ რაიმე სახის ონფორმაციას ვერ მოიძიებთ.
ვიჯეი ესვერანს იწვევენ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აზიურ შეხვედრებზე (ტარდება ჩინეთის ქალაქ დალიანში და არა შვეიცარიულ დავოსში) და ისიც მხოლოდ სტუმრის და არა მომხსენებლის სტატუსით, რასაც ადვილად გადაამოწმებთ ამ ორგანიზაციის ვებგვერდზე.
5. კომპანიის პროდუქცია ექსკლუზიურია და მხოლოდ ქიუნეტში იყიდება.
განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ის ფაქტი, რომ ქიუნეტი თავად არაფერს აწარმოებს, არ გააჩნია არამც თუ ფაბრიკა-ქარხნები, არამედ მცირე ცეხიც კი. ყველა პროდუქტი, რომელსაც ეს კომპანია ყიდის, წარმოებულია OEM მწარმოებლის, ანუ უცხო კომპანიის მიერ.
ტურისტული საგზურები 3000 სასტუმროში (რეალურად კი მხოლოდ ლოგინის საფასური არასეზონურ პერიოდში!) წარმოადგენს ჩვეულებრივ ხელშეკრულებას ამ სასტუმროების მფლობელებთან. ასეთსავე ხელშეკრულებას აფორმებს ნებისმიერი ტურისტული სააგენტო. თავად ქიუნეტს კი საკუთრებაში აქვს მხოლოდ 5 მცირე ზომის სასტუმრო.
Bernhard H. Mayer-ი მხოლოდ სახდელწოდებაა ქაღალდზე, ყოველგვარი წარმოების გარეშე. ამ ბრენდის ქვეშ, ქიუნეტის დაკვეთით, საათებს აწარმოებს კომპანია Cimier-ი. ქიუნეტის საათების ანალოგიური მოდელები თავად Cimier-ის ბრენდით შეგიძლიათ შეიძინოთ 4-5-ჯერ იაფად, ვიდრე ამას ქიუნეტი გთავაზობთ! როგორც აუქციონ eBay-ის პრაქტიკა გვიჩვენებს, Bernhard H. Mayer-ის საათების რეალური საბაზრო ღირებულება 100-200 დოლარის ფარგლებში მერყეობს და ცხადია, ექსკლუზიობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.
ალბათ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი დამეთანხმება, სასწაულმოქმედ ბიოდისკებზე, აურის გამწმენდ ყელსაბამებსა და ელექტრო-მაგნიტური სმოგისგან (წარმოდგენა არ მაქვს, ეს რას ნიშნავს) დამცავ სტიკერებზე მსჯელობა არც ღირს.
6. ქიუნეტის აქციებით "ნასდაქის" ბირჟაზე ვაჭრობენ.
ის, ვინც მცირედად მაინც ჩახედულია ფინანსურ სისტემაში, ყველამ კარგად იცის, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის პრივატ-კომპანიას არ აქვს აქციები და შესაბამისად ვერც მოხვდება რომელიმე ბირჟაზე.
რაც შეეხება ნასდაქთან დაკავშირებულ მითს, განვმარტავ: 2007 წელს ნასდაქმა შეიმუშავა და მოხმარებაში გაუშვა საკუთარი ფინანსური ინსტრუმენტი (ინდექსი), რომელსაც იყენებს მსხვილი ინტერნეტ-კომპანიების აქტივობის შესაფასებლად. როგორც მოგეხსენებათ, ბირჟებზე ყველა ფინანსურ ინსტრუმენტს აქვს საკუთარი აბრევიატურა, იგივე სიმბოლო. ზემოთხსენებულ ინსტრუმენტსაც ნასდაქმა მიანიჭა სიმბოლო ^QNET (NASDAQ Internet Index QNET), რომელსაც ცხადია არაფერი აქვს საერთო რომელიმე კომპანიის აქციებთან და მითუმეტეს ქიუნეტთან!
https://indexes.nasdaqomx.com/Index/Overview/QNET7. ქიუნეტი რომ ფინანსური პირამიდა იყოს 19 წელი ხომ ვერ იარსებებდა?!
ფინანსური პირამიდების რამოდენიმე ტიპი არსებობს. კლასიკური პირამიდის შემთხვევაში, მის ინვესტორებს ერიცხებათ თვიური, კვარტალური ან წლიური სარგებელი ინვესტიციის ოდენობის შესაბამისად. მაღალია ასეთი კომპანიის ფინანსური პასუხისმგებლობა ინვესტორების მიმართ და ახალი ინვესტიციების მოდინების შეწყვეტისთანავე იშლება. ქიუნეტის შემთხვევაში, საქმე გვაქვს ქსელური მარკეტინგით შენიღბულ ფინანსურ პირამიდასთან, რომელსაც საერთოდ არ გააჩნია რაიმე ტიპის ფინანსური ვალდებულება მასში მონაწილე სუბიექტების მიმართ. გარდა ამისა, ქიუნეტი ერთ ქვეყანაში ჩამოშლის შემდგომ ინაცვლებს შემდეგ ქვეყანაში და პირამიდული ციკლი იწყება თავიდან. ამ ტიპის კომპანია და მისი მფლობელები ცხადია ვერ გაკოტრდებიან! კოტრდებიან მხოლოდ ამ პირამიდის საშუალო და ქვედა რგოლები.
შეგახსენებთ, ამერიკელი თაღლითის, ბერნარდ მედოფის (მისჯილი აქვს 150 წლიანი პატიმრობა!) ფინანსურმა პირამიდამ 48 წელი იარსება, აზარალა 3 მილიონი ინვესტორი (მათ შორის ამერიკის უმსხვილესი ბანკები, ფონდები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები) საერთო თანხით 65 მილიარდი დოლარი და რომ არა 2008 წლის კრიზისი, კიდევ დიდხანს გააგრძელებდა თავის კრიმინალურ საქმიანობას.
https://ru.wikipedia.org/…/%D0%9C%D0%B5%D...0%B4%D0%BE%D…8. ქიუნეტის შესახებ გადმოსცემს FoxNews-ი და Bloomberg-ი.
ქიუნეტელები ხშირად აზიარებენ და არგუმენტად მოჰყავთ ერთი სატელევიზიო სიუჟეტი, რომელზეც ნაწილი ამტკიცებს, რომ FoxNews-მა გადასცა, ნაწილი კი Bloomberg-ის ტელევიზიას მიაწერს.
რეალობა კი ისაა, რომ ამ სატელევიზიო სიუჟეტს არ ადევს არც ფოქსის და არც ბლუმბერგის ტელევიზიების ლოგო. სინამდვილეში, ეს სიუჟეტი გადაიცა თითქმის უცნობი ონლაინ ტელევიზია 21st Century Television-ის ეთერით (მათი ლოგო ნათლად ჩანს სიუჟეტის ფონზე!). ეს ტელევიზია უთმობს ბიზნეს-კომპანიებს მათი საქმიანობის წარმოსაჩენად და არ ამოწმებს მათ მიერ წარმოდგენილი მასალების სიზუსტეს.
https://www.youtube.com/watch?v=PBvVyyqvGfUდა ბოლოს, ჩემი რჩევა იქნებოდა შემდეგი:
-თუ ჯერ არ გაწევრიანებულხარ და აპირებ - კი ბატონო, შენი ნებაა, უბრალოდ იცოდე რომ ერთვები პირამიდაში და შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ჩადებული თანხა ვეღარ ამოიღო უკან.
-თუ უკვე გაწევრიანდი და სარგებელმა ჩადებულ თანხას გადააჭარბა, აღარ ჩააბრუნო ფული უფრო მეტის აღების სურვილით. რაცაა აიღე და "შეირგე"
-თუ ჩართული ხარ და ჯერ არაფერი აგიღია, ვიზიარებ ამ მდგომარეობას და გისურვებ რომ რაიმე მაინც ამოიღო და ჩამოშორდე. (აქ ერთადერთი "უხერხულობა" ისაა, რომ რამე რომ აიღო, სხვა უნდა ჩართო... ხოლო ეს "სხვა" ვინ იქნება თავად უნდა გადაწყვიტოთ).
-თუ გირჩევენ რომ ჩაერთო და ჯერ არ გადაგიწყვეტია შენი დანაზოგი ჩადო თუ არა - არ ჩაერთო არავითარ შემთხვევაში.
გმადლობთ ყურადღებისათვის