Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბიზნესი და ეკონომიკა > ვაპირებ გავყიდო ჩემი მოქმედი წარმატებული ბიზნესი


Posted by: cuba2 23 Jan 2018, 00:16
მოკლედ მინდა დავიწყო იქიდან რო ამდენ ნაწვალებს იმიტო არ ვყიდი რო საქმე წინ არ მიდის ან არ გაამართლა საქმემ. მაქვს ძაან მოწესრიგებული მაწვნის და ყველის საწარმო თბილისში, (ფართი ნაქირავებია) ყველანაირი სტანდარტები თითქმის არის დაცული, თუ ძაან უმნიშვნელოს არ დაუწყებთ მოძიებას. შეძენის შემთხვევაში არსებული ინვენტარი იქნება თქვენი საკუთრება მაცივრების გარდა, მარტო 3 ცალი უჟაგავი ფოლადის ქვაბი თავის ფარსუნკები და ნასოსი არის მინიმუმ 4000 ლარის. ქვაბები არის 1. 250 2. 320 3. 640 ლიტრიანები. ასევე არის დაახლოებით დღეში 50კილოგრამი ყველის საწარმოებლად ყველანაირი ინვენტარი + ვანა. დღეში ვამუშავებთ დაახლოებით 700 ლიტრ რძეს. რაც შეეხება რძის საკითხს, ვთანამშრომლობთ ერთ ერთ უდიდეს ფერმასთან კახეთში, საიდანაც ყოველ მეორე დღეს ჩამოგვაქვს ნედლეული ( სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ყოველდღე ჩამოტანა) ყველაზე საინტერესო რაც არის : ) მოგვაქვს 2 სახეობის რძე საქონლის და კამეჩის, ზოგადად ვინ როგორ ერკვევით არ ვიცი მაგრამ ამხელა რაოდენობის კამეჩის რძეს აღმოსავლეთ საქართველოში ვერსად იშოვით. თუ სურვილი გექნებათ ასევე გადმოგაბარებთ რძის ხაზს, მოლაპარაკების შემთხვევაში შემიძლია უშოალოდ მე ვინც მიკეთებს ნედლეულის ტრანსპორტირებას თავისი მაცივარი ავტომობილით დაგაკავშიროთ და ეთანამშრომლოთ. რაც შეეხება პროდუქტებს, რას ვაწარმოებთ 1. 420გრ. საქონლის მაწონი 2. 420გრ კამეჩის მაწონი 3. 200გრ თხის ქოთანში კამეჩის მაწონს რესტორნებისთვის (100ცალამდე გვაქვს ქოთნები) 4. კამეჩის ყველი. ჩამოთვლილი 4 სახეობიდან, 3 პროდუქტს კონკურენტი არ ყავს. ყველა პროდუქტი არის გაყიდვადი და მოთხოვნადი, ხარისხზე ეხლაც პასუხიმგებელი ვარ : ) ასევე ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რეალიზაცია. რეალიზაციას ვახდენთ თითქმის მთელი თბილისის მაშთაბით 2 ბორტით, ერთი რომელიც მყვას არის პროცენტზე საკუთარი მაცივარი ავტომობილით, სტაბილური პიროვნება და თავის საქმის პროფესიონალი, თქვენი სურვილის და მოლაპარაკების შემთხვევაში იმუშავებს თქვენთანაც. მეორე ბორტი (მაცივარი ავტომობილი) არის ჩემი საკუთრება, რომლითაც კეთდება კონკრეტულ ქსელზე და 2 ქსელურ მარკეტებში დისტრიბუცია, ანგარიშწორება არის ყველგან ნაღდი, ქსელური მარკეტების გარდა, რაც შეეხება ქსელურ მარკეტებს რიცხავენ თვეში ორჯერ უპრობლემოდ. თანხის დამატების შემთხვევაში შემიძლია ავტომობილიც გადმოგიფორმოთ, ასევე გადმოგაბაროთ ქსელი ან თქვენი მხრიდან სურვილის შემთხვევაში დაიტოვოთ დისტრიბუტორები და ამუშავოთ.

მოკლედ ესე დეტალურად რო მივყვე ძაან გამიგრძელდება. გაძლევთ შანს გქონდეთ თქვენი გამართული წარმოება და დისტრიბუცია, კიდე ვიმეორებ არის მოქმედი მუშა პერსპექტიული და სარფიანი საქმე. შეძენის სურვილის შემთხვევაში გადმოგაბარებთ როგორც ტეხნოლოგიას წარმოებას ასევე დისტრიბუციას. ასევე შეგიძლიათ იგივე შპს_თ განაგრძოთ მუშაობა არანაირი ყადაღა არანაირი საბანკო დავალიანება და ფინანსური პრობლემა.

თუ ვინმეს ის კითხვა გაქვთ რატო ვყიდი ამ ბიზნეს აქვე გეტყვით. დავიწყებ იქიდან რო ძაან მენანება და გულის სიღრმეში არც მინდა გაყიდვა, ამის გარდა მაქვს ჩემი სხვა საქმეები და სამომავლო გეგმები, უბრალოდ პიზიკურად არ გამოვა ამდენი საქმე ერთად.

არც ისე ძვირად ყიდულობთ საქმეს რომლითაც იწყებთ თავიდანვე ფულის შოვნას.

თუ კონკრეტული კითხვები გაგიჩნდებათ მომწერეთ. განახებთ პროდუქციის ფოტოებსაც.

Posted by: micxikine.me 23 Jan 2018, 18:09
აი ეხლა შენ რო ბრენდი გქონდეს ჯერ ერთი ხო გაყიდვები გაგეზრდება, მეორე როცა გაყიდვას დაპირებდი მინიმუმ 3-ჯერ ძვირად გაყიდი... იმიტომ რომ შენ მომხმარებელი გიცნობს როგორც რძის პროდუქტს და არა ქვაბის, ტრაილერის, დისტრიბუცის და 700 ლიტრის ერთიანობას
მე ამას ცინიკურად არ ვამბობ.

ზუსტად იგივეს აკეთებს სანტე მარა აბა ვინმეს კითხე სანტე რა არისო? გეტყვის ქარხანა, ქვაბები აქვს და დალაგებული დისტრიბუცია?

ხოდა ვაკეთებ ამ ბრენდებს და არავის გინდათ sad.gif

Posted by: cuba2 23 Jan 2018, 22:00
QUOTE
აი ეხლა შენ რო ბრენდი გქონდეს ჯერ ერთი ხო გაყიდვები გაგეზრდება, მეორე როცა გაყიდვას დაპირებდი მინიმუმ 3-ჯერ ძვირად გაყიდი... იმიტომ რომ შენ მომხმარებელი გიცნობს როგორც რძის პროდუქტს და არა ქვაბის, ტრაილერის, დისტრიბუცის და 700 ლიტრის ერთიანობას
მე ამას ცინიკურად არ ვამბობ.

ზუსტად იგივეს აკეთებს სანტე მარა აბა ვინმეს კითხე სანტე რა არისო? გეტყვის ქარხანა, ქვაბები აქვს და დალაგებული დისტრიბუცია?

ხოდა ვაკეთებ ამ ბრენდებს და არავის გინდათ

რა გგონია მეგობარო შენ რო ეს ბრენდი არაა? შეიძლება სანტეს ნაირი ბრენდი არაა მაგრამ 1 წლის ჩამოყალიბებულ კომპანიასთან შედარებით ბრენდია, სახელი აქვს ეტიკეტირებით და შტრიხკოდებით. შეიძლება შენ არ იცი თორე ხალხი იცნობს და ერთგული მომხმარებელი ყავს. მე უშუალოდ დავაკონკრეტე ბრენდთან ერთად რას ვყიდი. ან ერთი წლის 0 დან დაწყებული კომპანია უფულოდ უმანქანოთ სანტეს როგორ უნდა შეადარო? მოდი ნებისმიერი კვების პროდუქტების ეგეთი საწარმო ააწყე ეგეთი ბრენდი გახადე თვიური ქეში ბრუნვა მანახე 50 000 ლარი და ამ ყველაფერს სულ გაჩუქებ. არ მინდა გავაგძელო და მილიონი დეტალს შევეხო თორე უფრო დაწვრილებითაც აგიხსნიდი ყველაფერს.

Posted by: Almighty 24 Jan 2018, 21:38
cuba2
გაუმარჯოს. რა ფასად ყიდი ??? თუ ფასი მისაღები იქნება დანარჩენზე მერე დავილაპარაკოთ

Posted by: cuba2 27 Jan 2018, 13:59
QUOTE
გაუმარჯოს. რა ფასად ყიდი ??? თუ ფასი მისაღები იქნება დანარჩენზე მერე დავილაპარაკოთ

პმ მომწერე და გეტყვი ყველაფერს

Posted by: Kaxab 30 Jan 2018, 12:18
QUOTE
სამომავლო გეგმები

რა სფეროში?

Posted by: kaxaberski66 1 Feb 2018, 21:30
cuba2
კახეთიდან რძეს რა ფასში ყიდლობდი?

Posted by: sokxrata 1 Feb 2018, 23:59
QUOTE (cuba2 @ 23 Jan 2018, 22:00 )
QUOTE
აი ეხლა შენ რო ბრენდი გქონდეს ჯერ ერთი ხო გაყიდვები გაგეზრდება, მეორე როცა გაყიდვას დაპირებდი მინიმუმ 3-ჯერ ძვირად გაყიდი... იმიტომ რომ შენ მომხმარებელი გიცნობს როგორც რძის პროდუქტს და არა ქვაბის, ტრაილერის, დისტრიბუცის და 700 ლიტრის ერთიანობას
მე ამას ცინიკურად არ ვამბობ.

ზუსტად იგივეს აკეთებს სანტე მარა აბა ვინმეს კითხე სანტე რა არისო? გეტყვის ქარხანა, ქვაბები აქვს და დალაგებული დისტრიბუცია?

ხოდა ვაკეთებ ამ ბრენდებს და არავის გინდათ

რა გგონია მეგობარო შენ რო ეს ბრენდი არაა? შეიძლება სანტეს ნაირი ბრენდი არაა მაგრამ 1 წლის ჩამოყალიბებულ კომპანიასთან შედარებით ბრენდია, სახელი აქვს ეტიკეტირებით და შტრიხკოდებით. შეიძლება შენ არ იცი თორე ხალხი იცნობს და ერთგული მომხმარებელი ყავს. მე უშუალოდ დავაკონკრეტე ბრენდთან ერთად რას ვყიდი. ან ერთი წლის 0 დან დაწყებული კომპანია უფულოდ უმანქანოთ სანტეს როგორ უნდა შეადარო? მოდი ნებისმიერი კვების პროდუქტების ეგეთი საწარმო ააწყე ეგეთი ბრენდი გახადე თვიური ქეში ბრუნვა მანახე 50 000 ლარი და ამ ყველაფერს სულ გაჩუქებ. არ მინდა გავაგძელო და მილიონი დეტალს შევეხო თორე უფრო დაწვრილებითაც აგიხსნიდი ყველაფერს.

დიდი +1000 yes.gif
--------------------------------------

Posted by: cuba2 5 Feb 2018, 19:36
QUOTE
რა სფეროში?

ქარხანის აწყობას ვიწყებთ, საექსპორტოდ გვინდა რამოდენიმე სახეობა პროდუქციის წარმოება.
* * *
QUOTE
კახეთიდან რძეს რა ფასში ყიდლობდი?

რომელი რძის ფასი გაინტერესებს?

Posted by: kakha79 16 Feb 2018, 23:16
cuba2
თვეში დაახლოებით რამდენს გიტოვებს სუფთა მოგებას?

Posted by: Paranoiki 23 Feb 2018, 19:59
ყიდვის ნაცვლად რო ამუშაოს კაცმა საწარმო და მოგება პაპალამ არ მოსულაა???
* * *
და ასე რო მოხდეს გადახდა მისი ღირებულების

Posted by: FDA 19 May 2018, 14:31
cuba2
რა ქენი გაყიდე ?

Posted by: Konway 21 May 2018, 20:43
დაზღვეული გაქვს შენი ბიზმესი?



____________________________

Posted by: anona 27 May 2018, 14:28
micxikine.me
QUOTE
ხოდა ვაკეთებ ამ ბრენდებს და არავის გინდათ

რა ბრენდებს აკეტებ?

Paranoiki
QUOTE
ყიდვის ნაცვლად რო ამუშაოს კაცმა საწარმო და მოგება პაპალამ არ მოსულაა???
* * *
და ასე რო მოხდეს გადახდა მისი ღირებულების

კაი აზრია smile.gif

cuba2
რატომ უნდა გაყიდო, რძე და მის ნაწარმი ხომ დეფიცტია ამ საცოდავ ქვვეყანაში, ასე ძვირი რძე , 2 ლარი ,ევროპაშიც არ არის ანდა ვის აქვს წესიერი რძის ნაწარმი. მე ვერ ვნახე.

Posted by: muse1994 29 May 2018, 18:17
გამარჯობა. რა ფასად ყიდი ამ ყველაფერს? smile.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)