Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშენებლობა და რემონტი > მანსარდის დაშენება მინდა


Posted by: temo_777 26 Feb 2018, 13:52
მოკლედ მანსარდის დაშენება მინდა.
მჭირდება ჯგუფი თუ კოლექტივია რომ ეს ყველაფერი ჩამაბარონ მითითებულ დროს.
თეთრი კარკასი.
66 კვადრატულია. უნდა მოხდეს ქანობის შეუცვლელად.დაშენება.უნდა აშენდეს კიბეები.
ტერიტორიულად ვარკეთილის მე-3 მასივშია.
ნორმალურ ფასებში! და არა გაბერილი! + კიდე რომ იძახიან ამდენი და ამდენი ჭირდება და მერე ერთი მაგდენი კიდე ემატება.ესეთებიც ნუ გამომეხმაურებით!
რა დაჯდება კვადრატული თეთრი კარკასი რომ დამითვალონ მოკლედ.
სურათებსაც ჩაგიყრით აგერ თუ დაგეხმარებათ.

user posted image


user posted image


user posted image


user posted image


user posted image


user posted image


user posted image


user posted image


user posted image



user posted image

Posted by: asterix13 7 Apr 2018, 16:49
გამარჯობა თუ კიე გჭირდება პირადში მომწერე ნომერი და ჩემ მეგობარს დაგაკავშირებ

Posted by: sabas 9 Apr 2018, 00:07
temo_777

გაგვიზიარე მანსარდის დაშენების გამოცდილება

Posted by: lilythedall 27 Apr 2018, 00:22
ჩემს თავზე სურთ დააშენონ მანსარდა. აღმოჩნდა რომ როცა ჩემი ბინა გაიყიდა (ანუ როცა მე ვიყიდე), ეს სხვენი უკვე საკუთრებაში იყო დარეგისტრირებული. კიბეს ჭრიან ჩემი ბინის კედლის გვერდით. იწყება კოშმარი ჩემს ბინის თავზე. შემიძლია რამენაირად ამ სხვენის/ბინის მშენებლობას ხელი შევუშალო ?

Posted by: temo_777 27 Apr 2018, 00:52
lilythedall
თუ მშენებლობის ნებართვა აქვთ,ვერანაირად ვერ შეუშლი ხელს.
წესით რახან იწყებენ მშენებლობას ალბათ აქვთ,
მანამ უნდა ქონოდათ მეზობლებისგან აღებული თანხმობები და ასე შემდეგ,რაც ნებართვას სჭირდება.


sabas
რავი თუ ავაშენე ამ ზაფხულს გაგიზიარებთ smile.gif

Posted by: kvantanamera 27 Apr 2018, 16:14
lilythedall
დაშენება, მიშენება აკრძალულია 2016 წლის მაისიდან. მოთხოვეთ ნებართვა, თუ აქვთ მერე გამოიკვლიეთ მეზობლების თანხმობები გაყალბებული ხომ არაა, რადგან 100% თანხმობა სჭირდება მაგას. ვითომ ერთი მაინც არ გამეორეოდა ვინც წინააღმდეგი იქნებოდა?
თუ სახურავის ნაწილზე დაშენება უკვე იყო, მაშინ დარჩენილ ნაწილზე შეიძლება დაშენება , ოღონდ მანდაც გარკვეული პირობებია

Posted by: temo_777 27 Apr 2018, 16:19
kvantanamera


QUOTE
დაშენება, მიშენება აკრძალულია 2016 წლის მაისიდან

2015 წლის მაისიდან არის აკრძალული,ისიც ხრუშოვკებზე მარტო smile.gif

QUOTE
რადგან 100% თანხმობა სჭირდება მაგას

არც 100%-იანი თანხმობა არაა საჭირო.

Posted by: kvantanamera 27 Apr 2018, 16:42
temo_777
https://matsne.gov.ge/ka/document/view/3292207
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ

გადაიკითხე ყურადღებით, განსაკუთრებით მე-20 მუხლიდან

Posted by: temo_777 27 Apr 2018, 17:45
kvantanamera
ნებართვა მაქვს პირადად აღებული და რა უნდა გადავიკითხო? smile.gif
100% მეზობლებიც არ დამჭირვებია,თან ხრუშვოვკაა. 2015 წლის მაისში ავიღე,მახსოვს ბოლო დღე იყო.
შემდეგ დღეს უკვე კანონი ძალაში იყო. ხრუშოვკებზე მას შემდეგ არ გაიცემა ნებართვები!
გარკვევით ეწერა ფურცელზე რამდენი % მჭირდებოდა მეზობლების.
ახლა თავისუფლად შემიძლია დაშენების გაკეთება!
არც დრო არა აქვს ჩემს ნებართვას,
ეხლანდელებს შესაძლებელია აქვთ,არ ვიცი,კანონში რაღაცას მოვკარი თვალი.
მაგრამ 100%-იანი თანხმობა მეზობლების მანდ ვერაფერი ვერ ვნახე,
ყოველ შემთხვევაში მე 100% არ დამჭირვებია!

და მაგ კანონში არაფერი წერია რომ არ შეიძლებაო მიშენება )))
არის რიგი შემთხვევებისა რომლის მიხედვითაც გასცემენ ნებართვებს.
+ თუ მთლიანად კეთდება მთელი სახურავი მაშინაც არაა პრობლემა.
დარეკე მერიაში არქიტექტურის განყოფილებაში და გეტყვიან ყველაფერს

ახლა მითხარი შენ მე თუ შემიძლია აშენება ხრუშოვკის თავზე,
რამდენი ესეთია რომელსაც მანამ ექნება აღებული ნებართვა ან რაიმე მსგავსი? ))

Posted by: lilythedall 27 Apr 2018, 21:30
kvantanamera

საკუთრება აქვს და ნებართვა ჯერ არა როგორც ვიცი. მე ვკითხე პროექტი ან ნებართვა თუ გაქვს მეთქი და მეუბნება არასრული სართულია და არ მჭირდებაო. გასაკვირია ის არის რომ ამ კორპუსში აღარ ცხოვრობს უკვე და მე მომყიდა ის ბინა რომელის თავზეც არის ეს სხვენი. და ეხლ უნდა რომ დააშენოს. რა გამოდის რომ მე ვიყიდე ბინა რომელიც ეხლა თავზე უნდა დამანგრიოს ყოფილმა მეპატრონემ ? ჩემი ნებართვა მას არ აქვს და დავიჯერო არც სჭირდება ?

Posted by: kvantanamera 27 Apr 2018, 21:32
temo_77
როგორ არ წერია?! წერია. 2016 წლის 27 მაისის შემდეგ აკრძალულია დაშენება, მიშენება და მანსარდის მოწყობა, გარდა იმ შემთხვევისა როცა რაღაც ნაწილზე დაშენებულია უკვე და ხდება დარჩენილის ამოშენება კონსტრუქციის სრულყოფის მიზნით. მაგ შემთხვევაშიც კი საჭიროა კონსტრუქციული საექსპერტო დასკვნის შედგენა რომ დაშენება საფრთხეს არ უქმნის შენობას. ეს ყველაფერი წერია ზემოაღნიშნული აქტის მე-20 მუხლში. მანამდე რა თქმა უნდა შეგეძლო ნებართვის აღება და დაშენება. ნებართვის ვადას რაც შეეხება, არ ვიცი ეგეთი რამე არ მსმენია, ყოველთვის მშენებლობის ნებართვა გაიცემა რაღაც ვადით. კარგია თუ უვადო ნებართვა გაქვს. მეზობლების თანხმობის პროცენტულობას რაც შეეხება ეგ განისაზღვრება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონით.


Posted by: lilythedall 27 Apr 2018, 21:33
kvantanamera

და საკუთრებაში თუ აქვს სხვენი, ეს ავტომატურად ნიშნავს რომ ნებართვა აქვს ? ძალიან დავიბენი.

Posted by: kvantanamera 27 Apr 2018, 21:39
lilythedall
არ მოტყუვდე!!! როგორც კი რამეს დააპირებს მერიის ზედამხედველობის სამსახურში დარეკე და ნახავს თუ არ სჭირდება ნებართვა. მერე ხვეწნას დაგიწყებს მოდი იყიდე ეს სხვენიო.
საკუთრება და ნებართვა სხვადასხვა რამეა. საკუთრება არის რაღაცის ფლობის უფლება, ხოლო სამშენებლო ნებართვა მშენებლობის უფლება რომელიც თუ არ აუღია აქამდე ვეღარ აიღებს. დაშენების უფლება კი არადა გამიგია ფანჯრებზე გისოსების გაკეთების უფლება არ მიუციათ

Posted by: temo_777 27 Apr 2018, 21:55
QUOTE
მანამდე რა თქმა უნდა შეგეძლო ნებართვის აღება და დაშენება

და რისი თქმა გინდა რომ ეხლა არ შემიძლია დაშენება? smile.gif


lilythedall
QUOTE
რა გამოდის რომ მე ვიყიდე ბინა რომელიც ეხლა თავზე უნდა დამანგრიოს ყოფილმა მეპატრონემ ? ჩემი ნებართვა მას არ აქვს და დავიჯერო არც სჭირდება ?

წარმოიდგინე მე რომ გავყიდო ეხლა ჩემი ბინა.
და იყიდო შენ ან ვინმემ სხვამ,
მე არ მექნება მანდ მოსვლის და შენს თავზე აშენების უფლება?
მაგ კაცს რამდენად სჭირდება ნებართვა არ ვიცი,
მაგრამ მე მაქვს ეს ნებართვა უკვე აღებული და სრული უფლება მაქვს ზედ დავაშენო სიტყვაზე შენს სახლზე smile.gif
და ვერცერთი მეზობელი აწი ვერ შემომედავება,იმიტომ რომ ნებრთვის აღების დროს ხელწერილები რამდენიც საჭირო იყო,
სამი/მეოთხედი თუ რაღაც აღარ მახსოვს,ის ავაგროვე.
აგერ ჩემი ნებართვაც თუ ვინმეს აინტერესებს

Posted by: kvantanamera 27 Apr 2018, 22:20
temo_777
თუ მოქმედი ნებართვა გაქვს, რასაც ნებართვა ითვალისწინებს იმის გაკეთების უფლება გაქვს!
სტატუსში რომ დრაფტი წერია ეგ რას ნიშნავს?

Posted by: temo_777 27 Apr 2018, 23:27
kvantanamera
დრაფტი მქონდა შედგენილი და ის აღარ გადამიგზავნია.
ანუ წარმოიდგინე ტელეფონში რომ გაქვს შენახული მესიჯი ჩერნოვნიკებში რა ის ვარიანტია biggrin.gif


QUOTE
თუ მოქმედი ნებართვა გაქვს, რასაც ნებართვა ითვალისწინებს იმის გაკეთების უფლება გაქვს!

ხოდა შენ წარმოიდგინე ჩემნაირი რამდენია მასეთი.
ჯერ ჩემს კორპუსშიც კი აქვს ჩემს ერთ მეზობელს მასეთივე ნებართვა.
შეიძლება იმ კაცსაც ააქვს რაღაც მაგდაგვარი.
ან შეიძლება არც ააქვს.
ნუ ყოველ შემთხვევაში თუ არის უკვე ნებართვა ხელმეორედ აღარ მჭირდება მე მეზობლისგან დაბრო იმაზე რომ მე ავაშენო.


Posted by: lilythedall 28 Apr 2018, 02:09
ნებართვა არ აქვს, საკუთრება აქვს უბრალოდ. და მეუბნება რომ ნებართვა არ მჭირდებაო. მხოლოდ სადარბაზოში კიბის გაჭრის ნებართვა მჭირდებაო. და ამიტომ მაინტერესებს, ეს კიბე თუ ჩემს სართულზე უნდა გაიჭრას ჩემი ნებართვა საჭიროა თუ არა ? ამან ეხლა გაჭრა რომ დაიწყოს და მთელი წელი მოუნდეს კიბის გაყვანას, რა გამოდის რომ მე არ ვარსებობ ამ სართულზე ?

Posted by: Raven 13 Oct 2021, 02:56
ერთი ასეთი კითხვა ხალხო, 2007 წელს გაკეთებულ დაშენებაზე კორპუსზე, რომელიც დღეს გატარებულია რეესტრში, (არსებიბს ამონაწერი) რიგორც ბინა და ოჯახი ცხივრობს უკვე 10 წელია, ოღონდ ამ დაშენების ნებართვა არ არსებიბს (ფართი პრივატიზებული იყო), რომ იჩივლოს ვინმემ უნებართვოდაა აშენებულიო რა შედეგები შეიძლება დადგეს მიქმედი კანონმდებლობით?
2007 ში იყო ეს ნებართვები ნეტა?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)