SpyZookaეს ვარიანტებია:
1. გითხრას რომ ბინა გადაუფორმო, გამქცევი არაა, პირადობას დაგიტოვს აგერ და ა.შ. ბაზარი იმისთვის რომ ვისესხოო ამ ბინითო და სრულად მოგცეო.. შეიძლება პირადობა არ იყოს ნამდვილი.. კიდევ სხვა დეტალებიც და გადაგაგდოს..
მერე სანამ შენ მაგ ბინაზე ივლი, მანდ მოუსვლელად გაყიდოს...
არის ვარიანტები არაერთი მსგავსი თაღლითობის..
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ერთმა ნაცნობმა ბინა გააქირავა საბურთალოზე და 1 თვის მერე პროსტა მანდეთ იყო და აუარა დარეკვის გარეშე..
კარი შეღებული დახვდა და შევიდა.. და ესმის ლაპარაკი.. ეს მისაღებია.. აქეთ აივანია და ა.შ.. ბინას უყიდდა ტიპი..
მერე ეს აივნიდან აგდებდა და ასე ტკბილად დაშორდნენ
2. გაარკვევს მაგ ბინის'სესხი რამდენი გამოდის და იმას მოაკლებს ბინის ფასს და მოგცემს ნაწილს და გეტყვის გადამიფორმეო ვისესხებო ჩემ სახელზეო და იმ დანარჩენსაც მოგცემო გამქცევი არ ვარო პირადობა და ეგეთები..
და დანარჩენ ნაწილზე გადაგაგდოს ან გაწვალოს თვეები/წლები...
3. არასაკმარისი თანხა აქვს მაგრამ ბინა უნდა..
შემოგთავაზა რეალური რაღაც..
ვიყიდიო შენს ბინასო..
მოვა ტიპიო და გადაიღებს ფოტოებს და 'დახედავს' ბინასო იმისთვის რომ მერე მაგ ტიპმა მითხრას დაახლოებით რამდენს მომცემენ მაგ ბინაში'სესხსო..
39 000 $ თუ ყიდი (ვთქვათ) მაგ ბინაში აძლევენ სესხს 9 000 $..
ადგება და ამ 9კ დოლარს ვინმესგან ისესხებს.. მოგცემს სრულად.. მერე გადაუფორმებ და ის მიხედავს თავის საქმეს..
მთავარია რამე ღლეობაზე არ მოგაწერინოს ხელი..
დანარჩენი მიუშვი..
უღონ ფოტოები სანამ არ დაიღლებიან
არ ტეხავს ხელშეკრულების პირველიდან ბოლო სიტყვამდე წაკითხვა..
მარა იქ კიდევ რამე არ იყოს შეფარული..
ამიტომ ხელის მოწერამდე რომ მივა საქმე, უთხარი ამ ხელშეკრულებას დავიტოვ და ხვალ შევხვდეთ და მოვაწეროთო..
შენ კი იმ დღესვე იპოვი ვინმე იურისტს სადმე სოროში თუნდაც გარედან რომ უწერიათ "ადვოკატი" ან ვინმე მსგავს ტიპს და წააკითხებ.. დიდი ალბათობით "უფასოდ წაგიკითხავს".. მაგრამ მაინც შესთავაზე 20-30 ლარი იმისთვის რომ შეხედეთო გადახედეთო და მითხარით რამე ხომ არ იმალებაო