ისწავლეთ პროგრამირება Python-ზე მოკლე ვადაში
სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია გთავაზობთ ტრეინინგ კურსს Python პროგრამირებაში
ტრეინინგის ფარგლებში მსმენელები გაიცნობენ Python დაპროგრამების ენას. შეისწავლიან ამ დაპროგრამების ენის სინტაქსისს და პროგრამირების ლოგიკას. დაპროგრამების ენა Python თავის თავში მოიცავს ობიექტზე ორიენტირებულ, პროცედურულ, ფუნქციონალურ და იმპერატიულ პროგრამირებას.
სასწავლო კურსს წაიკითხავს მაქსიმ იავიჩი – კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი; კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი; სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) პრეზიდენტი.
კურსის ხანგრძლივობა
ჩატარდება 10 გაკვეთილი, თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობა შეადგენს 2 საათს
კურსის განრიგი
სწავლა იწყება 2 აპრილს. გაკვეთილები ჩატარდება ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს - 19:00 - დან 21:00 საათამდე
ჩატარების ადგილი
მისამართი: ოთარ ლორთქიფანიძის 26 (დელისის მეტროსთან ახლოს), თბილისი
კონტაქტები
ტელ: 599949112
ელ-ფოსტა: info@scsa.ge
კურსის საფასური: 200 ლარი
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)