როგორც ვიცი, კომუნისტებმა თბილისის ცენტრში მდებარე ძალიან ბევრი ისტორიული შენობა გაანადგურეს.
ჩემი აზრით საჭიროა მათი დეტალური აღწერა და დროდადრო აღდგენაზე მუშაობა.
თემის სათაურს თუ ვუპასუხებთ, ძველი თბილისი ახალს ჯობდა, ის იყო აღმოსავლეთისა და დასავლეთის კარგი ნაზავი, ახლა გვაქვს რაღაც ამორფული ნაგავი, რომელსაც ვერც ეკონომიკური სიდუხჭირით და ვერც რთული მემკვიდრეობით ვერ გაამართლებ. ეს თბილისი არის ზოგადად თანამედროვე ადამიანის კულტურული დეგრადაციის და ამა პლიუს ქართველების პრიმიტიული პროვინციალიზმის, ქაჯობის შედეგი.
ყველა ეტაპზე, იმ შავ ოთხმოცდაათიან წლებშიც კი ჩაბნელებული და განუვითარებელი თბილისი შეიძლებოდა საუკეთესო ევროპული ქალაქის განვითარების ფუნდამენტი გამხდარიყო, მაგრამ ჩვენმა მენტალიტეტმა ბანგლადეში და კამბოჯა მოგვცა.
და მაინც, მაქვს იმედი, რომ ოდესმე დედაქალაქის ბიუჯეტი გაიზრდება, მენტალიტეტი გაუმჯობესდება და შესაძლებელი გახდება ჩემი სამოყვარულო დონის იდეის პროფესიონალურ და მიზანმიმართულ პროგრამად გადაქცევა და შემდეგ მისი ხორცშესხმა.
თბილისის განვითარების, გალამაზება და საცხოვრებლად