#17783501 · 3 Feb 2010, 19:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რათქმა უნდა შეგიძლია ეზერნეტის გაკეთება, თუმცა უნდა გაითვალისწინო ორი რამ:
1. ჩვეულებრივ ეზერნეტში სიჩქარე გაქვს 100 მეგაბიტი, VPN-ის შემთხვევაში გამოყენებული საკომუნიკაციო არხის მიხედვით შესაძლოა გქონდეს 10-100-ჯერ ნაკლები სიჩქარე.
2. ჩვეულებრივ ეზერნეტში პინგი გაქვს 1-10 მილიწამი, ხოლო VPN-ის შემთხვევაში გამოყენებული საკომუნიკაციო არხის მიხედვით შესაძლოა გქონდეს ვთქვათ 100 მილიწამი, ანუ დაყოვნება გექნება 10-100-ჯერ მეტი.
ზემოთაღნიშნული ორი პუნქტიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ რომ ქსელი იმუშავებს შენთვის საურველი ფორმით, მაგრამ ბევრად ნაკლები სისწრაფით და ძნელი სათქმელია ასეთი ქსელი გამოგადგება თუ არა.
This post has been edited by net on 3 Feb 2010, 19:37
|