ნანახი გაქვთ ვინმეს ეს სერიალი? -
Manifestმოკლედ, რა ხდება - ოჯახი იამაიკაშია დასასვენებლად და ნიუ იორკში ბრუნდებიან და ავიარეისზე ადგილებზე გადატვირთვაა და ვინც შემდეგ რეისს გაყვება, ფულს უხდიან და ოჯახის სამი წევრი დარჩება შემდეგი რეისისთვის.
ეს თვითმფრინავი ტურბულენტობაში მოყვება და რო გამოვლენ ტურბულენტობიდან და დასხდებიან ნიუ იორკში, აღმოჩნდება რომ ხუთი წელი და ექვსი თვეა გასული იმ ფრენიდან, მანამდე სად იყვნენ, არავინ არ იცის...
ოჯახის წევრები და ახლობლები გაზრდილები, დაოჯახებულები, გარდაცვლილები ხვდებათ...
და მერე უკვე საინტერესო რაღაცეები ეწყებათ მაგ რეისის მონაწილეებს - ხილვები აქვთ და მომავალს ხედავენ/ესმით, გაურკვეველი ძალები ექსპერიმენტებისთვის ცდილობენ გამოიყენონ და ა.შ...
საინტერესო ჩანს, მეორე სეზონზე ვარ და არც ვგუგლავ რო არ ვნახო როგორ მთავრდება, რო არ დავსპოილერდე და თუ გაქვთ ნანახი, თუ ბანძი დასასრული აქვს და არც ღირს ყურება ეგ დაწერეთ, თუ საინტერესოდ მთავრდება - ეგეც.
ოღონდ როგორ მთავრდება ეგ არა
კვანძი თუ არ იხსნება და არ ირკვევა ყველაფერი, ეგ რო ვიცოდე...
This post has been edited by *Frankens†ein* on 13 Mar 2024, 22:43