თუკი კორონავირუსის გამო მოგზაურობის გეშინიათ - რამდენიმე რჩევა მგზავრებისთვის.უნდა გავაუქმო თუ არა დაგეგმილი მგზავრობა?არა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების თანახმად, ამ ეტაპზე, სხვადასხვა ქვეყანაში მგზავრობის გაუქმების აუცილებლობა არ დგას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, არ არის აუცილებელი სამოგზაურო გეგმების შეცვლა. მთავარია, მგზავრობისას დაიცვათ ჰიგიენის ნორმები.
როგორ დავიბანო ხელები?ხელები მინიმუმ 30 წამის განმავლობაში და აუცილებლად საპნით უნდა დაიბანოთ. უფრო ზუსტად კი, 20 წამის განმავლობაში წაისვით საპონი, 10 წამი კი საპნის წყლით ჩამობანას დაუთმეთ. არ დაგავიწყდეთ, კარგად გამოისუფთაოთ ფრჩხილები.
ხელების სისუფთავის შესანარჩუნებლად, კარგი საშუალებაა ეთანოლის შემცველი ანტისეპტიკური საშუალებები. მათ შორის საუკეთესოა ისეთი საშუალებები, რომლებიც 70% ეთანოლს შეიცავს.
არ მიიტანოთ ხელები სახესთან: პირთან, ცხვირთან, თვალებთან.
მოასუფთავეთ ის გარემო, სადაც ზიხართ.
თან ატარეთ ანტისეპტიკური, სველი ხელსახოცები. გაწმინდეთ სკამის სახელურები, მაგიდა.
დისტანცია ადამიანებს შორისმინიმუმ სამი ნაბიჯი. განსაკუთრებით კი მათთან, ვინც აცემინებს, ახველებს.
რამდენად ეფექტურია მგზავრობისას პირბადე?პირველ რიგში, პირბადე უნდა გაიკეთონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ვირუსი ან ვირუსის ნიშნები აქვთ. ამით ისინი იცავენ სხვა ადამიანებს ინფიცირებისაგან.
ხოლო იმ ადამიანებისათვის, რომლებიც არ არიან ავად, პირბადის გამოყენება არ არის სავალდებულო. თუმცა, ცხადია, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ გაიკეთოთ პირბადე. მეტი ეფექტურობისთვის, პირბადე სწორად უნდა გაიკეთოთ. ის სრულად უნდა ფარავდეს ცხვირს და პირს. პირბადე უნდა იცვალოთ ხშირად, მინიმუმ ორ საათში ერთხელ.
როგორ დავიცვა თავი თვითმფრინავში?ვირუსი ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით. ეს ნიშნავს, რომ ვირუსი შეიძლება გადაგედოთ ინფიცირებულთან მხოლოდ ახლო კონტაქტის შედეგად. ვირუსი გარკვეული პერიოდის განმავლობაში რჩება საგნების ზედაპირზე, ამიტომ საუკეთესო საშუალება ვირუსისგან თავის დასაცავად, პირველ რიგში, ეს არის ხელების სისუფთავისა და გარშემო საგნების სისუფთავის შენარჩუნება.
გასათვალისწინებელია, რომ თვითმფრინავის კაბინაში ჰაერის სისტემატური ცირკულირება ხდება, დამონტაჟებულია სპეციალური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს კაბინის მუდმივ ვენტილაციას. მგზავრებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან ერთ სივრცეში სუნთქვით, ვირუსი არ გადაგედებათ.
მოკლედ კორონავირუსისა და უახლესი სტატისტიკის შესახებახალი სახეობის კორონავირუსი 2019-nCoV დეკემბრის ბოლოდან გავრცელდა ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან, სადაც 11 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. უჰანში ინფიცირების პირველ შემთხვევებს კავშირი ჰქონდა ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზართან.
24 თებერვლის მონაცემებით, ჩინეთში, კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი შეადგენს 77 262-ს. საზღვარგარეთ ინფიცირებულთა რაოდენობაა 2 101. კორონავირუსით ჩინეთში გარდაიცვალა 2 595 ადამიანი. საზღვარგარეთ - 24. გამოჯანმრთელდა 24 757.
კორონაავირუსი მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაშია გავრცელებული.
ჩინეთის შემდეგ, ირანი მეორე ადგილზე დგას COVID-19-ის ვირუსის გავრცელების დინამიკით და ფატალური შედეგით. ირანში კორონავირუსს უკვე 8 ადამიანი ემსხვერპლა. მკურნალობას 43 ადამიანი გადის.
ახალი COVID-19 ტიპის ვირუსი ირანში, პირველად გამოჩნდა 19 თებერვალს. ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ცნობით, ვირუსი სავარაუდოდ ჩინელმა მუშებმა გაავრცელეს, რომლებიც ყუმში მუშაობენ და ჩინეთში დადიოდნენ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, მეცნიერები მუშაობენ ვაქცინის შექმნაზე. მათ შორის, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ამერიკის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში. თუმცა, მათი განცხადებით, ვაქცინის შექმნას, შესაძლოა, წელიწადზე მეტი დასჭირდეს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30451031....4yWs5U9_rDvXs6I***
მოგზაურთა მოყვარულთათვის.სასტუმროთა და სხვა საცხოვრებელთა საძიებო საიტის,
airbnb.com-ის განცხადება.
ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ და საპატიო მიზეზების დებულებაკორონავირუსის ეპიდაფეთქების (COVID-19) შესახებ2020 წლის 30 იანვარს, კორონავირუსის მიმდინარე ეპიდაფეთქების (COVID-19-ის სახელით ცნობილი) გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გამოაცხადა საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა (PHEIC).
ამ ვირუსის გავრცელებით გამოწვეული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით, ყველა მასპინძელსა თუ სტუმარს ვთხოვთ, გადახედონ ადგილობრივი უწყებების სამოგზაურო რეკომენდაციებსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რჩევებს, ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო რეკომენდაციებს აღნიშნულ ეპიდაფეთქებასთან მიმართებაში. ჩვენი გაერთიანების წევრებს მოგზაურობისა თუ მასპინძლობისას სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების მიღებისკენ მოვუწოდებთ.
თქვენი კომფორტისთვის გიზიარებთ რესურსების სიას (თუ ქვემოთ სათანადო რესურსს ვერ იპოვით, მიმართეთ შესაბამის ადგილობრივ უწყებებს). მოვლენების განვითარების შესაბამისად რეგულარულად გაეცანით თქვენთვის მნიშვნელოვან რჩევებსა და სიახლეებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ავსტრალიის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, საფრანგეთის, გერმანიის, იაპონიის, ახალი ზელანდიის, სინგაპურის, სამხრეთ კორეის, ტაილანდის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის,
რეკომენდაციები მოგზაურთათვის
ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ[U]
საპატიო მიზეზების დებულება კორონავირუსის ეპიდაფეთქებასთან დაკავშირებითსაპატიო მიზეზების დებულება ვრცელდება იმ მასპინძლებისა და სტუმრების ჯავშნებზე, რომლებსაც შეეხო კორონავირუსის (COVID-19) ეპიდაფეთქება. ჩვენ ვზრუნავთ მაღალი გავრცელების რეგიონებში მყოფი ჩვენი გაერთიანების წევრების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, ამიტომ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ადგილობრივი სამთავრობო და ჯანდაცვის უწყებებისა თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ რეკომენდაციებს. მოვლენების განვითარების შესაბამისად, წინამდებარე დებულებას რეგულარულად გადავხედავთ და განვაახლებთ.
თუ თქვენზე ვრცელდება დებულების პირობები, საცხოვრებლის ჯავშნის ან
Airbnb შთაბეჭდილების უსასყიდლოდ გაუქმებას შეძლებთ. მაღალი გავრცელების რეგიონებში მასპინძლობის ან აღნიშნული ადგილებიდან სამოგზაუროდ წასვლის შემთხვევაში ჯავშნის დეტალების გვერდზე ავტომატურად შეგატყობინებთ, რომ ჯავშანი აკმაყოფილებს პირობებს (თუ თქვენი მდებარეობისა და ჯავშნის ქვემოთ განმარტებული დეტალების დადგენას მოვახერხებთ). თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ჯავშანი აკმაყოფილებს დებულების პირობებს, მაგრამ ჩვენგან შეტყობინება არ მიგიღიათ, დაგვიკავშირდით.
ჯავშნები და სტუმრები კონტინენტური ჩინეთიდან
კონტინენტურ ჩინეთში ჯავშნების მქონე სტუმრებისთვისკონტინენტური ჩინეთის ფარგლებში მოგზაურობის შემთხვევაში საპატიო მიზეზების დებულება ვრცელდება 2020 წლის 28 იანვრის ჩათვლით გაფორმებულ ჯავშნებზე, რომლებიც ითვალისწინებს საცხოვრებელში შესვლას 2020 წლის 1 აპრილს ან უფრო ადრე.
კონტინენტურ ჩინეთში კონტინენტური ჩინეთის ფარგლებს გარედან მოგზაურობის შემთხვევაში საპატიო მიზეზების დებულება ვრცელდება 2020 წლის 1 თებერვლის ჩათვლით გაფორმებულ ჯავშნებზე, რომლებიც ითვალისწინებს საცხოვრებელში შესვლას 2020 წლის 1 აპრილს ან უფრო ადრე.
კონტინენტურ ჩინეთში ჯავშნების მქონე მასპინძლებისთვისთუ სტუმარი კონტინენტური ჩინეთიდან მოგზაურობს, საპატიო მიზეზების დებულება ვრცელდება 2020 წლის 28 იანვრის ჩათვლით გაფორმებულ ჯავშნებზე, რომლებიც ითვალისწინებს საცხოვრებელში შესვლას 2020 წლის 1 აპრილს ან უფრო ადრე.
თუ სტუმარი კონტინენტური ჩინეთის ფარგლებს გარედან მოგზაურობს, საპატიო მიზეზების დებულება ვრცელდება 2020 წლის 1 თებერვლის ჩათვლით გაფორმებულ ჯავშნებზე, რომლებიც ითვალისწინებს საცხოვრებელში შესვლას 2020 წლის 1 აპრილს ან უფრო ადრე.
ჯავშნების მქონე სტუმრებისთვის, რომლებიც კონტინენტური ჩინეთიდან კონტინენტური ჩინეთის ფარგლებს გარეთ მოგზაურობენსაპატიო მიზეზების დებულება ვრცელდება 2020 წლის 1 თებერვლის ჩათვლით გაფორმებულ ჯავშნებზე, რომლებიც ითვალისწინებს საცხოვრებელში შესვლას 2020 წლის 1 აპრილს ან უფრო ადრე. აღნიშნული ვრცელდება როგორც კონტინენტური ჩინეთიდან მოგზაურ სტუმრებზე, რომლებსაც კონტინენტური ჩინეთის ფარგლებს გარეთ აქვთ ჯავშნები, ისე მასპინძლებზე კონტინენტური ჩინეთის ფარგლებს გარეთ, რომლებსაც კონტინენტური ჩინეთიდან მოგზაური სტუმრები ჰყავთ.
სხვა გარემოებები, რომლებიც საჭიროებს დოკუმენტაციასსაპატიო მიზეზების დებულება, დაჯავშნის თარიღის მიუხედავად, მსოფლიო მასშტაბით ვრცელდება იმ მასპინძლებსა თუ სტუმრებზე, რომლებსაც მოგზაურობის შეცვლა/გაუქმება უწევს:
შესაბამისი სახელმწიფო/ჯანდაცვის უწყებების მიერ დაავადებათა კონტროლის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო;
სამედიცინო ან დაავადებათა კონტროლის კუთხით COVID-19-თან დაკავშირებული მოვალეობების შესასრულებლად;
საჰაერო ან სახმელეთო სატრანსპორტო კომპანიის მიერ COVID-19-ის მიზეზით გაუქმებული რეისების გამო;
ექიმის ან ჯანდაცვის უწყების მიერ COVID-19-ის დიაგნოსტირების ან მასზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში.
ჩვენი გაერთიანების ყველა წევრს ვთხოვთ, პატივისცემით, მიუკერძოებლად და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის შესაბამისად მოეპყრონ გაერთიანების დანარჩენ წევრებს.
https://ka.airbnb.com/help/article/2701/%E1...B5CFs0J63-duQko
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”