მოკლედ, არც დრო მაქვს და არც შესაძლებლობა ახლა იმისი რომ ექიმთან წავიდე (ვლაშქრობ) ხოდა უკვე მეხუთე დღეა მაწუხებს 37-38 ტემპერატურა, მშრალი ყელი ოდნავი ტკივილით, უზენაესი რაოდენობის სურდო და ნახველი. ხველება მაქვს რაღაცნაირი უცნაური, თითქოს სიღმეში მახველებს, ჩვეულებრივი "ყელში" ხველა არ მაქვს რა, ბრონქიტის ვარიანტში მაქვს რაღაც, მიმიხვდით იმედია. კუჭის მოქმედება ნორმალურია, იმის გათვალისწინებით რასაც ვჭამ ეს ორი კვირაა. მუცლის ტკივილები ცოტა მაქვს ისიც ღამით. მგონია რომ ენტეროვირუსია, მაგრამ რავი, მაგან ხო მოწამვლის სიმპტოპები იცის.
მოკლედ, ვინმემ გამარკვიეთ რა მჭირს და რა მივიღო. თან ამ ოთხშაბათს უნდა ჩავიტარო ზედმეტი კბილების ექსტრაქცია და მანამდე უნდა გამოვკეთდე, მეტს ვეღარ გადავდებ. თქვენი იმედი მაქ ფფლ.