ვროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 9 ოქტომბერს (თბილისის დროით 14:00 საათზე), გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ჩატარდება. წილისყრამდე, გუნდები ერთა ლიგის რეიტინგის მიხედვით კალათებში განაწილდნენ (სულ 7 კალათა).
შესარჩევ ეტაპზე უეფას წევრი 53 ქვეყანა ითამაშებს, რომლებიც 10 ჯგუფში განაწილდებიან, საიდანაც 7 ჯგუფი 5 გუნდისგან შედგება, ხოლო 3 ჯგუფი 6-გუნდიანი იქნება. ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე თითოეული ჯგუფიდან პირველი და მეორეადგილოსნები ავტომატურად გავლენ. ასე რომ, 20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს და ისინი მასპინძელ გერმანიას შეუერთდებიან, ხოლო დანარჩენი 3 საგზურის მფლობელის ვინაობა ერთა ლიგის პლეი ოფის მეშვეობით გაირკვევა, რომელიც 2024 წლის მარტში გაიმართება. ტურნირის მასპინძელი გერმანია შესარჩევში მონაწილეობას, ბუნებრივია, არ მიიღებს, ისევე, როგორც რუსეთი, რომელიც უეფამ დასაჯა.
ერთა ლიგის და პირველი კალათის გუნდები ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან. განსხვავება ისაა, რომ ერთა ლიგის კალათში მყოფი გუნდები აუცილებლად 5-გუნდიან ჯგუფში (A-დან D ჯგუფამდე) მოხვდებიან, ხოლო პირველი კალათის წარმომადგენლები E-დან J ჯგუფამდე განაწილდებიან და შეიძლება, როგორც ხუთ, ისე ექვსგუნდიან ჯგუფში მოხვდნენ
ერთა ლიგის კალათა: ხორვატია, ნიდერლანდები, იტალია, ესპანეთი.
I კალათა: ბელგია, დანია, პოლონეთი, პორტუგალია, შვეიცარია, უნგრეთი.
II კალათა: საფრანგეთი, ავსტრია, ჩეხეთი, ინგლისი, უელსი, ისრაელი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, სერბეთი, შოტლანდია, ფინეთი.
III კალათა: უკრაინა, ისლანდია, ნორვეგია, სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, შვედეთი, სომხეთი.
IV კალათა: საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ყაზახეთი, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი, კოსოვო, ბულგარეთი, ფარერები, ჩრდ. მაკედონია.
V კალათა: სლოვაკეთი, ჩრდ. ირლანდია, კვიპროსი, ბელარუსი, ლიეტუვა, გიბრალტარი, ესტონეთი, ლატვია, მოლდოვა, მალტა.
VI კალათა: ანდორა, ლიხტენშტაინი, სან მარინო.
აბა ჰე სულ მოგებებზე გვეწეროს ამ თემაში
This post has been edited by Sean on 28 Sep 2022, 21:59