Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რაგბი > ლელო ბურთი


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 5 May 2012, 13:27


ამ შოუს მერე ორი წელი გავიდა

დავით კილასონიამ და ალეკო გრიგალავამ
დახვეწეს წესები და დაამუშავეს ტაქტიკა

სამეგრელოში შეიქმნა ფედერაცია
მალე მთელ საქართველოშიც მოხდება იგივე

ყოველ კუთხეში თავ-თავისი პირველობა
სკოლებში, ჯარში და კაცებშიც,

მერე კი კუთხეთა ნაკრებებს შორის "კათალიკოსის თასი"
* * *
გუშინ

user posted image

http://worldsport.ge/Read.aspx?news=35311&lang=1

სასტვენის შემდეგ, სტუმრებს სიურპრიზი ელოდათ. გუნდები ერთმანეთში აირივნენ, ქართველებმა ინგლისელებს სახელდახელოდ გააცნეს ტრადიციული, ქართული ლელობურთის წესები და მორაგბეებიც და მაყურებლებიც გულიანად გაერთნენ

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 28 Jul 2012, 10:55
1948 წლის 27 დეკემბერის სტალინური დადგენილებით,
ყურადღება მიექცა ეროვნულ სპორტებს

მაგრამ მერე საბჭოეთი ჩაება ოლიმპიურ მოძრაობაში და
აქცენტი გლობალურ სპორტებზე გადაიტანა

გარდამავალი პერიოდის სტატია

user posted image

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 29 Jul 2012, 13:50
ლელო-ბურთის ფინალები

ამოკრეფილი ლელოდან (ლ) და სავეცკი სპორტიდან (სს) =
თუკი გადავაწყდებოდი (დაბათა არა-ბოლშევიკური სახელებით)

1947 სამტრედია > სოხუმი (სს)
1948 ჩოხატაური 4:1 მარტვილი (სს)
1949 სამტრედია 9:1 ჩოხატაური (სს)
1950 ქობულეთი 16:10 ჩოხატაური (სს)
1951 ჩოხატაური 20:9 სამტრედია (ლ)

1964 ჩოხატაური 13:10 თბილისი (ლ)


http://shot.qip.ru/008s1M-2hT9jRH2z/

საჯაროს კატალოგში


ლელო : თამაშის წესი. - თბ. : ფიზკულტურელის გამ-ბა, 1938 (საქ. სახელმწ. წიგნის პალიტის სტ.). - 16გვ. ; 12სმ.. - 50კ., 3000ც. = UDC: 796.3.063

K 2.369/1, K 5.120/1 - საერთო ფონდი
F 359/1, P 518/1938 - ხელუხლებელი ფონდი


ლელო : შეჯიბრების წესები / საქ. ფიზიკური კულტურის სამეცნ.-კვლევითი ინ-ტი. - თბ. : სახელგამი, 1949 (ბეჭდვითი სიტყვის კომბინატი). - 12გვ. ; 22სმ.. - 60კ., 2000ც = UDC: 796.3.063

P 1038/1949 - ხელუხლებელი ფონდი


ლელო : შეჯიბრების წესები / საქ. სსრ ნსს "კოლმეურნეს" ცენტრ. საბჭო ; [შემდგ.: ჯ. ვაშაკიძე, გ. ხოშტარია]. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1980. - 72გვ. ; 17სმ.. - კანზე სათაური: ლელობურთი. - ლიტ. სია: გვ.69-70. - 10კ., 2000ც. = UDC: 796.3.063

K 49.415/2, K 49.416/2 - საერთო ფონდი
F 13.506/2, P 1298/1980 - ხელუხლებელი ფონდი

@ ბოლო წამიკითხავს = ლ.ღვინჯილიაა რედაქტორი =
რამდენიმე ფურცლის მერე დაზარებია სწორება!



++ ბარჯაძე, გაბრიელ

ლელობურთის ქრონიკები- თბ., 1991. - 51გვ. : ილ. ; 20სმ.. - 2მ.50კ = UDC: 796.3

K 215.617/3, K 220.586/3, K 220.587/3, K 220.792/3 საერთო ფონდი
(.22)796/ბ-25 - ქართველოლოგიის განყოფილება
F 67.297/3, P 597/1991 - ხელუხლებელი ფონდი



Posted by: gia-gia-gia 5 Aug 2012, 10:47
ეს უდიდესი ეროვნული სიმდიდრეა, ყველა ერს არ გააჩნია და უნდა გავუფრთხილდეთ თვალის ჩინივით.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 12 Aug 2012, 23:11
1925

user posted image

ათასი კორექტურა და ოცობედა ქართული = ჯანდაბას!

მაგრამ ჩანს, რომ ავტორი იყო ეროვნული ნიჰილისტი:

# ლელო თურმე აუცილებლად საბერძნეთიდან უნდა შემოსულიყო

# 19.საუკუნეში რომ არც დაგვწოლოდა უღელი, მაინც ვერ გაკეთილშობილდებოდაო მდიდარი სახით

# თან ტყუის: ბურთაობისადმი ინტერესი დაეკარგა ხალხს მაგ დროსო = ფოთელები ვართ და ბაბუის მამაც [ბანკირი და ბიზნესმენი] კი თამაშობდა ზეიმებზე

# პროლეტარული ფიზკულტურის თვალსაზრისით!

# მსოფლიო კავშირის წევრი გავხდეთო? მათემატიკის საზოგადოება მაგ დროს მგონი მართლა იყო წევრი, მაგრამ მერე საბჭოეთმა შთანთქა

რედაქცია არ ეთანხმებაო და სადისკუსიოდ ვბეჭდავთო

ავტორის მიზანი გასაგებია და მისაღები = ლელოს ნაცვლად სურს, რომ გავრცელდეს ფეხბურთი!

მაგრამ მაგ დალოცვილს თუ გაეგონა ჰარპასტუმი, კალჩო, წყალბურთი, კალათბურთი, თვით ხელბურთიც,
ნუთუ ლელობურთის მსგავსი რაგბის გამო არაფერი სმენოდა?

მაგ ყველაფერს რაღაც წყაროებიდან დაწერდა ან შეიტყობდა,
იმ ხანაში კი რაგბი ფეხბურთის მერე ყველგან [თვით გერმანიაშიც] მეორე სპორტი იყო ...

ანუ შეეძლო ამხ.ტოგონიძეს გამხდარიყო რაგბის ფუძე’მდებელი,
მაგრამ "პროლეტარული ფიზკულტურის თვალსაზრისით" სხვა მხარეს მიაწვა



1938

ლელო : თამაშის წესი. - თბ. : ფიზკულტურელის გამ-ბა, 1938
(საქ. სახელმწ. წიგნის პალიტის სტ.). - 16გვ. ; 12სმ.. - 50კ., 3000ც. = UDC: 796.3.063

K 2.369/1, K 5.120/1 - საერთო ფონდი
F 359/1, P 518/1938 - ხელუხლებელი ფონდი

user posted image

30-კაცა 300-მეტრიან მინდორზე

http://issuu.com/qaflan/docs/leloburti_1938



1952

15-კაცა ფეხბურთის მოედანზე

user posted image

ფინალთა სიაში

1952 ჩოხატაური 10:2 ქობულეთი (ლ)

Posted by: SHARI 13 Aug 2012, 01:54
აუ დათო რამდენი ხანია აღარ მინახავს. ერთი უნდა ჩავიდე მოსანახულებლად და ჩამოგიტანთ ინფორმაციას

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 24 Nov 2012, 10:10
1992 @ ჟურნალი "ჩემპიონი"

user posted image

user posted image

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 12 Dec 2012, 21:47
user posted image


user posted image

1949 გეგუთი - პატრიკეთი
1950 კოლმეურნეთა სპარტაკიადა გეგუთშიო

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 2 Jan 2013, 21:10
user posted image

9 მარტის შემდეგ = გინდ ხელ’ბურთი ითამაშეთ
და გინდაც რეგბი, ოღონდაც ჭკუით იყავითო

@ რაგბის წარმოშობის ეგ ვერსია რომ სიბრიყვეა,
ათასჯერ დამიწერია = ალბათ ამ ფორმუზეც!

user posted image

ფინალთა (გადამწყვეტ თამაშთა) (შევსებადი) ნუსხა

1947 სამტრედია > სოხუმი (სს)
1948 ჩოხატაური 4:1 მარტვილი (სს)
1949 სამტრედია 9:1 ჩოხატაური (სს)
1950 ქობულეთი 16:10 ჩოხატაური (სს)
1951 ჩოხატაური 20:9 სამტრედია (ლ)
1952 ჩოხატაური 10:2 ქობულეთი (ლ)

1956 ჩოხატაური 19:3 ქობულეთი (ლ) # კოლმ

1961 ფოთი 6:3 მარტვილი (ლ)

1964 ჩოხატაური 13:10 თბილისი (ლ)

1987 ჩოხატაური > მარტვილი (ლ) @ ვაკე (დავესწარი!

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 4 Jan 2013, 16:59
ფინალთა = გადამწყვეტ თამაშთა ვსებადი ნუსხა

(წყარო) ლ = ლელო, სს = სავეცკი სპორტ

1946 ?
1947 სამტრედია > სოხუმი (სს)
1948 ჩოხატაური 4:1 მარტვილი (სს) @ დინამო
1949 სამტრედია 9:1 ჩოხატაური (სს) @ დინამო
1950 ქობულეთი 16:10 ჩოხატაური (ლ სს) @ დინამო
1951 ჩოხატაური 20:9 სამტრედია (ლ) @ დინამო
1952 ჩოხატაური 10:2 ქობულეთი (ლ) @ დინამო
1953 ჩოხატაური1 > ჩოხატაური2 @ ქუთაისი
1954 ჩოხატაური1 15:7 ჩოხატაური2 @ ჩოხატაური
1955 ? = ლელო დუმს
1956 ჩოხატაური 19:3 ქობულეთი (ლ) # კოლმ
1957
1958
1959 ჩოხატაური = მეათე ტიტულიო!
1960 ? = ალბათ გამომრჩა
1961 ფოთი 6:3 მარტვილი (ლ)
1962 ჩოხატაური > ფოთი (ლ) @ ბათუმი
1963
1964 ჩოხატაური 13:10 თბილისი (ლ)
1965
1966
1967
1968
1969
1970
1971
1972
1973
1974
1975
1976
1977
1978
1979
1980
1981
1982
1983
1984
1985
1986
1987 ჩოხატაური > მარტვილი (ლ) @ ვაკე (დავესწარი!
1988
1989
1990
1991
1992
1993

@

Posted by: gia-gia-gia 4 Jan 2013, 22:42
QUOTE (Lukas & Nikos Mama @ 4 Jan 2013, 16:59 )
ფინალთა = გადამწყვეტ თამაშთა ვსებადი ნუსხა

(წყარო) ლ = ლელო, სს = სავეცკი სპორტ

1946 ?
1947 სამტრედია > სოხუმი (სს)
1948 ჩოხატაური 4:1 მარტვილი (სს) @ დინამო
1949 სამტრედია 9:1 ჩოხატაური (სს) @ დინამო
1950 ქობულეთი 16:10 ჩოხატაური (ლ სს) @ დინამო
1951 ჩოხატაური 20:9 სამტრედია (ლ) @ დინამო
1952 ჩოხატაური 10:2 ქობულეთი (ლ) @ დინამო
1953 ჩოხატაური1 > ჩოხატაური2 @ ქუთაისი
1954 ჩოხატაური1 15:7 ჩოხატაური2 @ ჩოხატაური
1955 ? = ლელო დუმს
1956 ჩოხატაური 19:3 ქობულეთი (ლ) # კოლმ
1957
1958
1959 ჩოხატაური = მეათე ტიტულიო!
1960 ? = ალბათ გამომრჩა
1961 ფოთი 6:3 მარტვილი (ლ)
1962 ჩოხატაური > ფოთი (ლ) @ ბათუმი
1963
1964 ჩოხატაური 13:10 თბილისი (ლ)
1965
1966
1967
1968
1969
1970
1971
1972
1973
1974
1975
1976
1977
1978
1979
1980
1981
1982
1983
1984
1985
1986
1987 ჩოხატაური > მარტვილი (ლ) @ ვაკე (დავესწარი!
1988
1989
1990
1991
1992
1993

@

ბუჯოო, ეს ჩოხატაური ქართული გლაზგო რეინჯერსი ყოფილა... eek.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 16 Mar 2013, 11:50
დღეს, 14 საათზე, სამინისტროში, თავიდან იქმნება

ლელობურთის ფედერაცია

Posted by: gia-gia-gia 16 Mar 2013, 13:43
ბატონო ზაალ!

ლელობურთის ღირსეული ფედერაცის ამორჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ძალიან გთხოვთ ვისაც შეგიძლიათ და ხელი მიგიწვდებათ გავუკეთოთ ამ ეროვნულ სახეობას პოპულარიზაცია სხვა მსოფლიოს ცნობილ ფორუმებში. მაგალითად skyscrapercity.com-ში.

უკვე არის განყოფილება გახსნილი (http://www.skyscrapercity.com/showthread.php?t=1373121) მაგრამ ძალზედ პასიურია, არადა მთელი მსოფლიოს კუთხეებიდან შემოდიან და გვათვალიერებენ.

უბრალოდ საჭიროა რეგისტრაცია. ფოტოების გადმოტვირთვა შეიძლება როგორს აქ. ენა ქართული=ინგლისური=რუსული.

ანუ რასაც აქ აქვეყნებთ-გამოაქვეყნეთ იქაც! ძალიან დიდ საქმეს გავაკეთებთ!

Posted by: murzakani 16 Mar 2013, 14:24
QUOTE

დღეს, 14 საათზე, სამინისტროში, თავიდან იქმნება

ლელობურთის ფედერაცია

up.gif
სანამ მოედანზე გავა კაცი ლელოს სათამაშოდ, ერთხელ მაინც, შუხუთური, სოფელი სოფელზე ლელობურთი უნდა ჰქონდეს ნათამაშები აღდგომა დღეს! smile.gif

Posted by: GARCH 18 Mar 2013, 02:15
აუ მაგარი საყურებელია :DDD სერიოზულად smile.gif

Posted by: temuri974 2 Apr 2013, 15:07
ბატონო ზაალ!
საინტერესო სტატიას წავაწყდი გაზეთ "კომუნიზმის განთიადში" biggrin.gif 1975 წლის 2 ოქტომბერი
წერილია 1975 წლის საქართველოს ჩემპიონატზე ლელობურთში

ოქტომბერში სამტრედიაში ჩატარებულა ფინალი: ჩოხატაური-ქუთაისი 13-4, მონაწილეებიცაა ჩამოთვლილი (ჩოხატაურლები)

აქვე წერია, რომ ეს იყო 30-ე ჩემპიონატი და ჩოხატაურმა მოიგო ყველა, გარდა
1946 - დიდი ჯიხაიში
1947 - მარტვილი
1950 - ქობულეთი
1961 - ფოთი
1962 - ოზურგეთი
1963 - აჭარის ნაკრები
1965 - სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი თბილისი
1966 - ქობულეთი


ამავე გაზეთის 1975 წლის 9 აგვისტოს ნომერში ჩოხატაურის სპორტკომიტეტის თავმჯდომარის წერლია
სადაც აღნიშნულია, რომ ჩოხატაურის ნაკრები 24-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი და 15-ჯერ სპორტსაზოგადოება "კოლმეურნეს" პირველობის ჩემპიონები.

ეს "კოლმეურნეს" ჩემპიონატი რაღაა...

რამდენიმე ფინალს პირადად დავესწარი, თუმცა ძალიან პატარა ვიყავი და არ მახსოვს ზუსტი წლები. (80-იანები წლები იყო)

ქუთაისი. ჩოხატაური - ქუთაისი 4:7
ცაიში, ზუგდიდი. ჩოხატაური - მარტვილი 1:2 მარტვილელთა შორის თამაშობდა ალეკო გრიგალავა, ჩოხატაურლებში ავთო (ღონე) გიორგაძე
ქობულეთი, ჩოხატაური - ოზურგეთი 13:2 (მსაჯი ლანჩხუთელი იყო)
1990 1.VI თბილისი. ჩოხატაური < მარტვილი

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 2 Apr 2013, 22:10
temuri974

უღრმესი მადლობა!

გავითვალისწინებ და ჩავამატებ თავის დროზე

აქ კარგა ხანია არფერი დამიპოსტავს,
მაგრამ 17 და 31 მარტს
ბარემ 6-6 საათი გავატარეთ
წესების ხვეწასა და ტაქტიკაზე საუბარში +
გეგმები და იმედები

~ ორ თვეში უნდა მოვამზადოთ
~ 16-გვერდა წიგნაკი და საითი (ფეისბუქიანად)

რათა დავარიგოთ (საითით კი დავაკვალიანოთ) დასანერგად
ჯარში, პოლიციაში, უნივერსიტეტებში, სკოლებში, რაგბის კლუბებში

QUOTE
ეს "კოლმეურნეს" ჩემპიონატი რაღაა...


დუბლირება და იდეური ბრძოლა ჭეშმარიტი ლელობურთისთვის:
სპორტ-კომიტეტი მართავდა 15-კაცას, კოლმეურნე კი 13-კაცას =
როგორც ირბ’ული და ლიგის რაგბები, რაღა ...

@

საჯაროში გადავიღე 1980 წლების წესების წიგნი
და 1992 წლის გაბრიელ ბარჯაძის "ქრონიკები"

ორ-ორი საათის მაუსის (და არა ტვინის) საქმეა მაგათი
მორჯულება - აწყობა - ატვირთვა, მაგრამ
ზე-ახალი და ძაან გემრიელი რომ არაფერია
(( http://forum.ge/?showtopic=34489635&view=getlastpost თემისგან განსხვავებით))
მაგიტომ არა ვჩქარობ გამოქვეყნებას

+ გუშინ დიმა ცინცაძემ დათო კილასონიას გადასცა
საოჯახო არქივი და ხვალ საღამოს მოვიკითხავ

Posted by: temuri974 3 Apr 2013, 13:19
ეგ თუ დორმინდო ჩხიკვაძის არქივია, მაშინ სრული ინფორმაცია გექნებათ ხელთ.
ვცდილობდი მაქ არქივის ნახვას და ვერ მოვახერხე.

ბატონო ზაალ!
თუ შემიძლია რაიმეთ აქედან (ჩოხატაურიდან) დაგეხმაროთ, მზად ვარ. მაგ არქივის ბედიც ძალიან მაინტერესებს, ის შესაძლოა არა მარტო ლელობურთის, არამედ ჩოხატაურის სპორტის ისტორიაც იყოს.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 3 Apr 2013, 15:52
temuri974

დიმას მამის არქივია

აქა მაქვს

1 კინო
5 სიგელი
ათამდე გუნდური ფოტო
1 გაზეთი

1927 სენაკური წესების ფოტოასლი

" დღესვე მოვუღებ ბოლოს" @ იროლიონი (ცისფერი მთები)

და გავუგზავნი პატრონს, გამომრთმევის ხელით

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 4 Apr 2013, 16:08
კინო


Posted by: gugusha-l 25 Apr 2013, 12:47
ვაა. რა კაი თემა ვიპოვე. საინტერესოა
* * *
QUOTE
ათასი კორექტურა და ოცობედა ქართული = ჯანდაბას!

მაგრამ ჩანს, რომ ავტორი იყო ეროვნული ნიჰილისტი:

# ლელო თურმე აუცილებლად საბერძნეთიდან უნდა შემოსულიყო

# 19.საუკუნეში რომ არც დაგვწოლოდა უღელი, მაინც ვერ გაკეთილშობილდებოდაო მდიდარი სახით

# თან ტყუის: ბურთაობისადმი ინტერესი დაეკარგა ხალხს მაგ დროსო = ფოთელები ვართ და ბაბუის მამაც [ბანკირი და ბიზნესმენი] კი თამაშობდა ზეიმებზე

# პროლეტარული ფიზკულტურის თვალსაზრისით!


# მსოფლიო კავშირის წევრი გავხდეთო? მათემატიკის საზოგადოება მაგ დროს მგონი მართლა იყო წევრი, მაგრამ მერე საბჭოეთმა შთანთქა

რედაქცია არ ეთანხმებაო და სადისკუსიოდ ვბეჭდავთო

ავტორის მიზანი გასაგებია და მისაღები = ლელოს ნაცვლად სურს, რომ გავრცელდეს ფეხბურთი!

მაგრამ მაგ დალოცვილს თუ გაეგონა ჰარპასტუმი, კალჩო, წყალბურთი, კალათბურთი, თვით ხელბურთიც,
ნუთუ ლელობურთის მსგავსი რაგბის გამო არაფერი სმენოდა?



აღმაშფოთებელია. თუმცა მოსალოდნელი 20 იან 30 წლებში. ასეთი დამოკიდებულების გამო რამდენი რამე დაიკარგა.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 25 Apr 2013, 15:50
დავიწყეთ აღორძნიება სამეგრელოდან კილასონიასა და გრიგალავას მოთავეობით

მალე (ივნისის დასაწყისში) იქნება ბევრი რამ

ჯერჯერობით (დღეს, 13 საათის მიდამოში)
დავიბევეთ მუქთი საითის ალაგი

http://lelo.comyr.com/

და დავსვით მარტო კუკა = პლეის–ჰოლდერი,
მკითხველს რომ მიანიშნოს, თუ რისი საითი აიგება

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 26 Apr 2013, 20:52
user posted image

საითის პირველი მიახლოება

Posted by: Lotkinski 26 Apr 2013, 21:00
გისურვებთ წარმატებებს, გამიხარდება თუ სკოლაში დაინერგება ლელო როგორც ცალკე საგანი და ჩემი შვილიც ისწავლის ლელოს თამაშს, მითუმეტეს ფესვებში მოდგამს. ნამდვილად ეროვნული საქმე კეთდება

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 28 Apr 2013, 11:23
ემატება ნელ-ნელა, ზოგი რამ ამ თემაში არც ყოფილა

http://lelo.comyr.com/

ლოგო ჯერ არა გვაქვს და სიმბოლურად ცვლის
1980 წლის წიგნის დაპატარავებული ყდა

ლოგოს გვიხატავს "აკადემიის" პრეზიდენტი,
ხელობით წიგნის გრაფიკოსი გია ღლონტი

Posted by: gia-gia-gia 28 Apr 2013, 16:53
ძალიან კარგი წამოწყებაა აი ძალიან კარგი

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 30 Apr 2013, 20:56
აქვე ადრეც გვქონია თემა

http://forum.ge/?f=17&showtopic=34038771

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 2 May 2013, 01:32
აკადემიელმა გია ღლონტმა დაგვიხატა ლოგო ორ მსგავს ვარიანტად

თავად ავტორსა და ვისაც ვაჩვენე, ყველას მოეწონა ეს

user posted image

Posted by: levani777 2 May 2013, 22:06
კვირას შუხუთში ტარდება ტრადიციული ლელო? მიდიხართ ვინმე?

Posted by: gia-gia-gia 3 May 2013, 01:00
QUOTE (ლუკასა და ნიკოს მამა @ 2 May 2013, 01:32 )
აკადემიელმა გია ღლონტმა დაგვიხატა ლოგო ორ მსგავს ვარიანტად

თავად ავტორსა და ვისაც ვაჩვენე, ყველას მოეწონა ეს

user posted image

ძალიან მაგარია! მაგრა მომწონს! ღმერთი თქვენსკენ!

ისე, ბატონო ზაალ, იქნებ მეორე ვარიანტიც გვიჩვენოთ?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 3 May 2013, 08:03
მეორე თავ-შეკრულია, ხალხმა თქვა, ვიმპელადაა უპრიანიო

user posted image

ხოლო თუ შით ვერცხლს ან მდელოს ჩავასხამთ =
ნებართვას ავტორს ვთხოვ და რჩევასაც ვკითხავ,
გამოვა ეს

user posted image user posted image


levani777

ბიძო, ოცნება და ფედერაციის აქტივიც

მე ვერ დავდივარ აქეთ-იქეთ,
სხვა საქმეები მაქვს = ვებ-გუშაგობა (ზე 15 + ნრლ)

მგონი შაბათს კი არა, დიდ ორშაბათსაა =
არ მენდოთ, მაინც გადაამოწმეთ

Posted by: gia-gia-gia 3 May 2013, 15:20
QUOTE (ლუკასა და ნიკოს მამა @ 3 May 2013, 08:03 )
მეორე თავ-შეკრულია, ხალხმა თქვა, ვიმპელადაა უპრიანიო

user posted image

ხოლო თუ შით ვერცხლს ან მდელოს ჩავასხამთ =
ნებართვას ავტორს ვთხოვ და რჩევასაც ვკითხავ,
გამოვა ეს

user posted image user posted image



აჰა, გასაგებია!

ძალიან მაგარი და საინტერესოა!

დიდი იმედი მაქვს ამ სახეობას არ დავკარგავთ და ისევე განვავითარებთ, როგორც ირლანდიელებმა გელური ფეხბურთი!

შემთხვევით ხო არ იგეგმება რაიმე შეჯიბრი ან პირველობა ან დღესასწაული ამ სახეობისადმი მიძღვნილი?

სხვათაშორის ამ მსოფლიოში ცნობილ ფორუმზე ქართველებს შესაბამისი თემა გაუხსნიათ, თუმცა რად გინდა, უპატრონოდაა მიგდებული, კარგი იქნება იქაც დაგვედო სიახლეები. არადა უზარმაზარი რაოდენობით უცხოელი ნახულობს ჩვენს გვერდს იმ საიტზე!

http://www.skyscrapercity.com/showthread.php?t=1373121

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 3 May 2013, 16:02
თბილისის ტურნირის დროს, მატჩებს შესვენებებზე
გვინდა ლელოს ტურნირის ჩატევა

სამ დღეში რაგბის ექვსი თამაშია, ანუ
ექვსი 15-წუთა შესვენება გვაქვს

ეგრევე გამოვიყვანთ ლელოს ოთხ გუნდს
და კალენდრით ვათამაშებთ ერთ წრედ

მატჩი = 12 წუთი, "ბ" ლიგის ჭაბუკები = 16 წლის ბიჭები
ბარაქიანი დატვირთვა იქნება მაგათთვის =
ბურთი მძიმეა და თამაში საერთოდ არ ჩერდება!

მაგათ ჩემპიონატის მეორე ეტაპი მაისის ბოლოს უთავდებათ

ტურნირი7, 11 და 16 ივნისსაა ავჭალაში

შეივსება შესვენებები შინაარსიანად

არ ივარგებს
1) რაგბამდე, 2) რაგბთა შორის, 3) რაგბის მერე, 4) ურაგბო დღეებში

1) და 2) რაგბის გუნდებს ჭირდებათ მოედანი მოსათელად
3) ხალხი არ დარჩება
4) მარტო ლელოსთვის არ მოვა

შესვენებებზე ჩასმით კი პაუზა შეივსება
და ხალხსაც რომ ეცოდინება, ლელო გველისო,
თანდათან მუღამში შევა

ეგრევე გუნდებიც
ტურნირამდე ოთხივეს ჩავუტარებთ თითო ვარჯიშს და ავუხსნით
ნორჩი მსაჯებიც = ნიკასა და შოთას წყვილიც = ჩაებმებიან მაგ ვარჯიშებში

@

Posted by: Lotkinski 3 May 2013, 21:38
ადრე მახსოვს 5-6 წლის უკან, თბილისში რომელიღაც გუნდს ვთამაშებოდით და შუალედში ითამაშეს ლელო, მაშინ სტადიონზე ვიყავი და ძალიან მოვიხიბლე სანახაობით. ალბათ როგორც თქვენ თქვით ბატონო ზაალ ნამდვილად მასე სჯობს.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 3 May 2013, 23:06
user posted image

Posted by: gugusha-l 4 May 2013, 00:05
დღევანდელობაში ლელოს მხოლოდ ერთ სოფელში თამაშობენ.

გვაქვს მონაცემები 30 იან ან 50 იან წლებში სად და სად თამაშობდნენ ლელოს?

Posted by: მერკუციო 5 May 2013, 17:12
ლოგო სრული კატასტროფაა. ფანტაზიის და გემოვნების უკმარისობის ზეიმი.
ფარი - ტრაფარეტული აზროვნების ნიმუში, რამე არასტანდარტული, მხატვრული ფორმა მაინც მიეცათ.
ფონტი - სრული უგემოვნობა.
ბურთი რა, ბურთი ბურთია.

დიდი ბოდიში თუ ვინმეს ვაწყენინე, მაგრამ...


Posted by: Love The Sun 5 May 2013, 17:26
მერკუციო
სხვა არაფერი მაინტერესებს, მაგრამ ფონტის გემოვნებიან-უგემოვნობას რა კრიტერიუმებით ადგენთ რომ არ მითხრათ....

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 5 May 2013, 18:36
Love The Sun

ეტყობა, კუთხოვანი უნდა რომ იყოს,
ბერძნულის დარი და თანაც ერთი სიმაღლის,
ანაც არაბულივით ჩახვეული

შემდეგს იმას დაგვიწერენ,
აშენებულ რაგბს გვინგრევთო

Posted by: levani777 5 May 2013, 21:58
დღეს ქვემო შუხუთმა მოიგო. ბოლო პერიოდი სულ ზემო შუხუთი იგებდა ხოლმე

Posted by: gia-gia-gia 5 May 2013, 22:55
QUOTE (levani777 @ 5 May 2013, 21:58 )
დღეს ქვემო შუხუთმა მოიგო. ბოლო პერიოდი სულ ზემო შუხუთი იგებდა ხოლმე

ფუ რა არის ტო, ერთი სპორტული ჟურნალისტი ვერ მოინახა რომ მიევლინათ ამ დაპირისპირებაზე?!

საქათმე ვართ, ქვეყანა კი არა. დიიიიდი საქათმე facepalm.gif

Posted by: guriaaa 5 May 2013, 23:17

დღეს ქვემოურებმა ბოლო 5 წლის მანძილზე პირველად სძლიეს ზემოურებს ლელობურთში !!!

ფოტორეპორტაჟი შუხუთიდან

http://imageshack.us/photo/my-images/9/70457359.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/838/88492378.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/545/13657444.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/203/73965904.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/96/75561282.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/94/30787933.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/689/92384755.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/46/62263416.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/545/35706690.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/689/91938609.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/713/29102724.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/20/20495515.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/853/38282094.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/69/93575814.jpg/



Posted by: gia-gia-gia 5 May 2013, 23:21
აი საღოლლლლ! მიმაქვს ჩემი სიტყვები უკან!

პ.ს. ისე სულ მიკვირდა ამ გურულების, რა არის ტო, ერთი ნორმალური სარაგბო გუნდი არ გყავთ უმაღლეს ლიგაში ასეთი ტრადიციის მქონე კუთხიდან... user.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 May 2013, 02:38
წესების ბოლო წიგნი

user posted image

http://issuu.com/qaflan/docs/1980_lelo

გამოცემიდან 33 წელი გავიდა

22 წელია, ეგრე აღარავის უთამაშია =
უპატრონოდ დარჩა სპორტული ლელო:

13-კაცა, ორ-კილო-ნახევრიანი ბურთით და 10-წამიანი ჩახვევით
თანაბარი გუნდების თამაში თავდებოდა თურმე 15:13

ახალი წესები ბევრად მოკლე იქნება:
12-კაცა გუნდი,
ორჯერ მძიმე ბურთი,
ორი რეფერი,
დინამიური შეცვლები,
სინბინები პროფესიულოი ფოლებისთვის
და არავითარი ჩახვევა, სულ თამაში!

ეგრე გათავდება 6:5

ჩოხატაური მაგას ითხოვდა 62 წლის წინათ,
მაგრამ სამტრედია (ჯიხაიშის ტექნიკუმი) უბლოკავდა

ანუ გურულებმა ბევრით გაუსწრეს ირბ-ულ რაგბსა
და თვით ნრლ-საც, ვინაც მეორე მსაჯი ოთხი წლის წინღა შემოიღო

@

Posted by: gugusha-l 6 May 2013, 10:12
QUOTE
დღევანდელობაში ლელოს მხოლოდ ერთ სოფელში თამაშობენ.

გვაქვს მონაცემები 30 იან ან 50 იან წლებში სად და სად თამაშობდნენ ლელოს?



Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 May 2013, 18:19
http://lelo.comyr.com

მინიმალურად შევავსე საითის ყველა ნაკვეთი
და მოვავარაყე

მაისში ბევრი რამ დაემატება ბიბლიოთეკას,
გამოქვეყნდება 2013 წლის წესები,
ალბათ გაჩნდება სიახლეთა ნაკვეთი
და ეგებ ბროშურაც დაიბეჭდოს
ავჭალის რაგბის ტურნირზე დასარიგებლად

Posted by: მერკუციო 15 May 2013, 00:03
Love The Sun
QUOTE
მერკუციო
სხვა არაფერი მაინტერესებს, მაგრამ ფონტის გემოვნებიან-უგემოვნობას რა კრიტერიუმებით ადგენთ რომ არ მითხრათ....

უმრავლეს შემთხვევებში ეს, რასაკვირველია, სუბიექტური აღქმის ამბავია, ამიტომაც ამბობენ რომ გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ არსებობს სიტუაციები, როდესაც ნამუშევარი აშკარად უგემოვნოა, არ შეეფერება, არ ჯდება დანარჩენ დიზაინში და ა.შ. ჩემი აზრით, სწორედ ამ შემთხვევასთან გავაქვს საქმე.

არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ფონტზეა საუბარი თუ სხვა რამეზე, თუ საშუალო დონის დიზაინერი მაინც ხარ(მე დიზაინერი ვარ) ამას უბრალოდ ერთი შეხედვით უნდა გრძნობდეთ.

უკაცრავად, დაგვიანებული პასუხისთვის.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 15 May 2013, 08:41
დიზაინერო მერკუციო, აქ როგორღაა საქმე?

user posted image

Posted by: Love The Sun 15 May 2013, 11:53
მერკუციო
არ არის პასუხის დაგვიანება პრობლემა smile.gif
არ ვარ მე დიზაინერი, საერთოდ არანაირი შეხება არ მაქვს დიზაინთან, მაგრამ როგორც არაკომპეტენტურ ადამიანს მომეწონა სადა ლოგო, ფონტი კი სრულიად ჩვეულებრივი იყო.
იქნებ გამონახოთ სულ ცოტა დრო და ლოგოს თქვენეული ვარიანტი დადოთ, მართლა მაინტერესებს.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 16 May 2013, 20:35
user posted image

კიდევ ერთი მცირედი ცვლილება

წესები, მუხლობრივად (2.7.14 ყაიდაზე) ალბათ გვექნება ორშაბათს
და ბევრჯერაც შეიცვლება

ტექნიკის კლიპები თვის ბოლოსთვისო

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 17 May 2013, 21:46
დიმიტრი ცინცაძის არქივი

http://lelo.comyr.com/pages/Dimitris-Arqivi.htm


ფიზ-კულტურის უმაღლეს საბჭოში (ფკუს)
ისაკ კიზირიას მიერ წარდგენილი
"გრძელი ლელოს" პროექტი (1927)

user posted image

http://issuu.com/qaflan/docs/1927_senakuri

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 May 2013, 22:03
შეპირებული წესები

წინათქმა >> http://lelo.comyr.com/Tesebi.htm

წვრილად >> http://lelo.comyr.com/pages/Tesebi_2013.htm

@

ოთარ, დავითებო, ლუკავ, ... ლელოს ყველა ქომაგო!

გადახედეთ, შეუძლებელია რამე არ გამომრჩენოდა

მაგრამ მგონი, კარგი ბურთაობა უნდა გამოვიდეს,

ჱჱჱ-ულზე უკეთესი ...

აბა, კოლხურმა როგორ ვერ უნდა აჯობს ნორმანულ-საქსონურს!

@

ჩამომუხლებულია დღეს, ორი დაჯდომით, 7 საათში

პრინციპი = მარტივი, იოლად გასაგები, სასაუბრო ფრაზები

ყველაფერი თითოჯერ = არაფერი არ გამეორდეს

სადაც საჭიროა, გაკერილია შიდა-ბმულებით (ღუზებით)

@

წამკითხველს რაგბის, ფეხბურთის, ჰოკეის, წყალბურთის, კალათბურთის, კრიკეტის ... მინიმალური ცოდნა მოეთხოვება

პასუხი ყველაფერზე მაქვს = ნებისმიერ მუხლს დავიცავ დასაბუთებულად

ბევრი რამ, სხვა თამაშთა დოგმები, აშკარად ზედმეტად მომეჩვენა

მაგრამ ბევრიდან გადმოვიღე მარგი იდეები =

რაც თანამედროვე სპორტს ჭირდება და ზოგი კი (ჱჱჱ, ჳჴჳჴ, ... ) მაინც არ აღიარებს

@

ჰოო, თავში სარჩევს დავურთავ

ა6 ზომის წიგნადაც ავაწყობ

სხვაფრივ, მატჩის სიმოკლემ არ გაგაკვირვოთ:

სენაკისა და მარტვილის ექსპერიმენტების მომწყობთა თანახმად,
თამაში თურმე იშვიათად ჩერდება და დატვირთვა ისეთი აქვს,
რომ ბასტარო და ნონუც ვერ გაუძლებენ მეტ ხანს

Posted by: gia-gia-gia 20 May 2013, 16:54
ალბათ მოვა დრო რამოდენიმე ათწლეულების შემდეგ, როცა გაიმართება მსოფლიო თასი ლელო ბურთში თბილისში და ფინალი ახლად აშენებულ სარაგბო ეროვნულზე შედგება 100 ათასი გულანთებული წვერფაშფაშა ქართველი ქომაგის თვალწინ საქართველოსა და ახალი ზელანდიის (ალბათ) ეროვნულ ნაკრებებს შორის!

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 26 May 2013, 10:16
25 მაისს ბიბლიოთეკას შეემატა გაბრიელ ბარჯაძის ქრონიკები

user posted image

http://issuu.com/qaflan/docs/1992_qronikebi

Posted by: MrMachari 27 May 2013, 18:53
პრეზენტაციას ვაკეთებ ლელობურთზე უნივერსიტეტში და თქვენი ნებართვით გამოვიყენებ აქ დაწერილ ინფორმაციას თუ წინააღმდეგები არ ხართ smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 27 May 2013, 19:07
MrMachari

წინააღმდეგი რად უნდა ვიყოთ?

რაც მეტად გავრცელდება, გვიჯობს

იხილეთ საითი = იქ მეტი წერია

http://lelo.comyr.com

Posted by: MrMachari 27 May 2013, 19:38
ლუკასა და ნიკოს მამა

QUOTE
წინააღმდეგი რად უნდა ვიყოთ?

რა ვიცი აბა..
QUOTE
http://lelo.comyr.com



ვნახე ესეც..მადლობა smile.gif

* * *
მოკლედ მაგრად გამომადგა თითქმის ყველაფერი რაც ამ თემაში ვნახე, დღეს მთელი დღეა ამას ვაკეთებ და ნორმალური ქულა რომ ვერ ავიღო მეწყინება user.gif user.gif
* * *
ლუკასა და ნიკოს მამა

მადლობა კიდევ ერთხელ

Posted by: Bettoro 28 May 2013, 13:16
ფზ-დან smile.gif

user posted image

Posted by: OAK 29 May 2013, 15:11
8.2 ჯერ შესაცვლელი უნდა გამოვიდეს და შემდეგღა შევიდეს შემცვლელი.


თუ ვერ გამოდის? ანუ დაიმტვრა.... ამ შემთხვევაში?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 29 May 2013, 17:05
OAK

კარგი და მარგი შენიშვნაა = შეიჭრება მისი ექიმი (ექთნებიანად) და გამოიყვანს

მაგრამ მანდვე წერია

8.2.1 თუ ამ წესის დარღვევით გუნდმა ხეირი ნახა, გუშაგი მსაჯებს დროშით ანიშნებს
+ და დააჯარიმებინებს.

ანუ თუ ვერ იხეირა, თამაში გრძელდება.

+ კიდევ ჩასამატებელია

14.8 შეცვლის წესის განგებ დარღვევა.



Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 24 Jun 2013, 11:13
შეპირებული, 20-გვერდა, ა6 ზომის წიგნაკი

http://issuu.com/qaflan/docs/vitamashot_lelo_

ახალი შიგ არაფერია, მაგრამ შეგიძლია ამობეჭდო, აკინძო,
ჯიბით ატარო და როცა დაგჭირდება, ჩაიხედო

@

ზოგადად სიახლეები კი ისაა, რომ

1) ფედერაციის რეგისტრაციის მოთხოვნა (ალბათ) ჩაბარებულია და პასუხს ველით

2) თბილისში სექტემბრიდან დავიწყებთ ვარჯიშებსა და თამაშებს

3) ერთი გუნდის შექმნას შემპირდნენ სტუ-ში

4) მეორისას თავად ვეცდები თსუ-ში

5) კიდევ ერთი ალბათ აგვყვება, რადგან მოხალისეა და ჩემი ახლობლისაა

6) ვითამაშებთ ხოლმე იპოდრომზე

7) გამოვფენთ მოწოდებას ნეთში და იმედია, სხვა გუნდებიც გაჩნდება

8) ბურთებს დავამზადებთ შინაურულად

...

Posted by: Lotkinski 24 Jun 2013, 21:07
ბატონო ზაალ, ისეთივე სიმძიმისაა ლელოს ბურთი როგორც შუხუთში თამაშობენ ხოლმე? თუ სამოყვარულო გუნდი ჩამოყალიბდება მეც შემოგიერთდებით.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 24 Jun 2013, 21:32
Lotkinski

http://lelo.comyr.com/pages/Tesebi_2013.htm#Burti

2.1 წონა

კაცები თამაშობენ 5,
ჭაბუკები (18 წლამდე) 3.5
ბავშვები (14 წლამდე) 2.5 კილოიანი ბურთით.

@

Posted by: temuri974 28 Jun 2013, 11:42
ბატონო ზაალ!
მოვიპოვე ილიკო ცინცაძის არქივი, რომელიც ლელობურთის პირველი გათამაშების 1946 წ. მსაჯობდა. ძალიან საინტერესო ორი ძველი საქაღალდეა. 1946-1980 წწ.

ამ არქივის მიხედვით:
1946 დიდი ჯიხაიში. დიდი ჯიხაიში > ჩოხატაური
1955 ჩოხატაური. ჩოხატაური > ლანჩხუთი
1957 ჩოხატაური 13:4 ლანჩხუთი
1958 ჩოხატაური > ქობულეთი
1959 ჩოხატაური 27:0 ქობულეთი ან ვანი
1960 ფოთი ჩოხატაური> ქობულეთი
1963 აჭარა > ჩოხატაური
1965 მახარაძე მახარაძე < თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის რაგბისტები
1966 გურჯაანი ჩოხატაური 21:6 გურჯაანი "ლელო" #227 23.11.1966
1967 დიდი ჯიხაიში ჩოხატაურიI 24:12 ჩოხატაური II
1968 ჩოხატაური ჩოხატაური I 21:1 ჩოხატაური, სოფ. ჩაისუბანი
1969 ჩოხატაური > ზუგდიდი
1970 გეგეჭკორი ჩოხატაური > დიდი ჯიხაიში
1971 ლოკომოტივი ჩოხატაური 17:3 დიდი ჯიხაიში
1972 ოჩამჩირე ჩოხატაური 18:9 გალი
1973 ჩოხატაური ჩოხატაური 26:6 წითელწყარო
1974 გურჯაანი ქუთაისი
1976 ჩოხატაური ჩოხატაური 19:2 ქუთაისი
1977 ქუთაისი ჩოხატაური 24:4 ლანჩხუთი
1978 თელავი ჩოხატაური > ქუთაისი
1979 გორი ქუთაისი 5:4 ჩოხატაური
1980 გორი გორი 8:6 ჩოხატაური
1981 ჩოხატაური ჩოხატაური > გორი
1985 გეგეჭკორი. ჩოხატაური 7:7 გეგეჭკორი (ძირითადი და ორი დამატებითი დრო 7:7) დებულებით წილისყრაში ჩოხატაურს გაუმართლა... gigi.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 28 Jun 2013, 13:08
temuri974

ძაან დიდი მადლობა
ჩავამატებ საითს რამდენიმე საათში

ეგებ დაასქანოთ და დააქსეროქსოთ და მომაწვდინოთ =
არქვიში ხომ უამრავი რამე იქნება

Qaflan@hotmail.com

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 May 2014, 14:18
10 აპრილს დავით კილასონიამ სენაკში გადაიღო ლელოს დაწყებითი სასწავლო კურსი

ჩანაწერს დაჭირდა ჯერ კონვერტაცია და ახლა დაყოფაც

სრულად აიტვირთება ამ არხში

https://www.youtube.com/channel/UCAop__9ouX_MVu69TZISDtQ

Posted by: GIORGI112 6 May 2014, 16:16
იმედია ვიდეოს შემდეგ ნაწილებში მაინც დაიფარება ბაყაყების ყიყინის ხმა :/

Posted by: gia-gia-gia 7 May 2014, 21:04
QUOTE (ლუკასა და ნიკოს მამა @ 6 May 2014, 14:18 )
10 აპრილს დავით კილასონიამ სენაკში გადაიღო ლელოს დაწყებითი სასწავლო კურსი

ჩანაწერს დაჭირდა ჯერ კონვერტაცია და ახლა დაყოფაც

სრულად აიტვირთება ამ არხში

https://www.youtube.com/channel/UCAop__9ouX_MVu69TZISDtQ

აუ იმენნა ბაყაყების ბუნტია თუ რაშია საქმე lol.gif lol.gif lol.gif lol.gif ასეთი მგონი არც ერთ ქვეყანაში არაა lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: lepori 7 May 2014, 23:38
QUOTE
10 აპრილს დავით კილასონიამ სენაკში გადაიღო ლელოს დაწყებითი სასწავლო კურსი

ჩანაწერს დაჭირდა ჯერ კონვერტაცია და ახლა დაყოფაც

სრულად აიტვირთება ამ არხში

https://www.youtube.com/channel/UCAop__9ouX_MVu69TZISDtQ

up.gif

მშვენიეერ..


QUOTE
აუ იმენნა ბაყაყების ბუნტია თუ რაშია საქმე

რა გინდა, უხდება - მშვენივრად აფორმებენ მუსიკალურად biggrin.gif



QUOTE
ასეთი მგონი არც ერთ ქვეყანაში არაა

2 500 წლის თამაში?..

ჰო, იშვიათობაა, ამიტომ
მოფრთხილება უნდა
smile.gif



Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 May 2014, 15:40


........................................

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 24 Sep 2014, 08:38
2014 * მინი, 6-კაცა ლელო

ქუთაისი - სენაკი @ ანგისა

30 ივლისი. ჯარის პირველობის ფინალი

ოპერატორი გია ჯავახიშვილი





Posted by: GiorgiG83 10 Oct 2014, 13:48
ბატონო ზაალ,

სამოყვარულო დონეზე რაგბობის ფესვებს მეც ვეებდი კოლხეთში და ღრმად მწამს რომ ოვალური ბურთის უახლოესი წინაპარი სადღაც ფოთიდან (ბათუმიდან) წაიღეს ბრიტანელებმა, თუმცა ამ მოსაზრებას მოწინააღმდეგეც ბევრი ჰყავს, ვიცი.
ისაკ კიზირიას, როლზე ალბათ თქვენ გაამახვილეთ ყურადღებას ლელობურთის პირველი წესმდები.

http://www.sportall.ge/regbi/qarthuli-ragbi/skhvadaskhva/61950-gulshematkivris-sveti-daijere-ragbi-chveni-thamashia.html

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 11 Oct 2014, 11:04
ამინ!

ეხლა კი აღორძინების დროა და ჯეელები გვჭირდება,
რომლებიც თბილისში, უნივერსიტეტებში შექმნიან გუნდებს

http://issuu.com/chveni-tamashi/docs/_18 გვ.14 (აწყობისას ფოტო გამორჩათ)
http://issuu.com/chveni-tamashi/docs/_19 გვ.14 (ასე ჩავასწორეთ და დავა’ანონს’ეთ)
http://issuu.com/chveni-tamashi/docs/_23 გვ.14
http://issuu.com/chveni-tamashi/docs/_34 გვ.14
http://issuu.com/chveni-tamashi/docs/_46 გვ.14
http://issuu.com/chveni-tamashi/docs/_52 გვ.14 (კვირას აიტვირთება)

Posted by: GiorgiG83 11 Oct 2014, 11:51
თუ მოგიხერხდებათ დავუკაშირდეთ ერთმანეთს, გარკვეული კონსულტაცია რიგ საკითხებზე მჭირდება, იქნებ თქვენ დაგაინტერესოთ

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 15 Dec 2014, 15:32
1945

თავსატეხი

user posted image

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 May 2015, 12:45
user posted image

მეტოქე გუნდებს თამაშისას აცვიათ წითელი და ლურჯი საბეჭურები,
რომლებსაც ფედერაციის ლოგო ამშვენებთ

http://lelo.comyr.com/Ambebi.htm

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 24 May 2015, 13:11
user posted image

ილორში საბურთაოდ შებინდებისას იკრიბებიან და როცა უკუნეთი სიბნელე ჩამოწვება,
ლელო მაშინღა ჩაღდება. ამას მოთამაშეები იმით ხსნიან, რომ ...

http://lelo.comyr.com/Ambebi.htm

Posted by: guriaaa 26 May 2015, 23:56
დამოუკიდებლობის დღეს ლელო ბურთის ტურნირი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში
მონაწილეობდნენ I და V ქვეითი, IV მექანიზირებული და I საარტილერიო ბრიგადები

ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ I საარტილერიოს და V ქვეითი ბრიგადის გუნდები
მოიგო პირველმა საარტილერიომ!!!

მათ გადაეცათ = საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების სახელობის გარდამავალი თასი




http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

ლელო ბურთი IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე აწი ყოველ 26 მაისს გაიმართებაო
https://www.facebook.com/media/set/?set=a.991915970841145.1073743616.107079819324769&type=1

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 27 May 2015, 13:08
გმადლობთ, ზაზა!

მივუთინეთ საკადრისი ადგილი
http://lelo.comyr.com/index.htm
http://lelo.comyr.com/Galeria.htm
http://lelo.comyr.com/Youtube.htm

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 28 May 2015, 18:47
საითს დაემატა შარშანდელი "ჩვენი თამაშის" პრომო გვერდები
http://lelo.comyr.com/pages/Chvenio_2014.htm

წაკითხვა შეიძლება როგორც ნეთში,
ისე აწყობილი გვერდის ამობეჭდვითაც

სარჩევში ლირიკა წერია რუხად,
უკომპრომისო აზრები კი შავად

@

Posted by: clifford 30 May 2015, 23:34
QUOTE (guriaaa @ 26 May 2015, 23:56 )
დამოუკიდებლობის დღეს ლელო ბურთის ტურნირი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში
მონაწილეობდნენ I და V ქვეითი, IV მექანიზირებული და I საარტილერიო ბრიგადები

ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ I საარტილერიოს და V ქვეითი ბრიგადის გუნდები
მოიგო პირველმა საარტილერიომ!!!

მათ გადაეცათ = საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების სახელობის გარდამავალი თასი




http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

ლელო ბურთი IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე აწი ყოველ 26 მაისს გაიმართებაო
https://www.facebook.com/media/set/?set=a.991915970841145.1073743616.107079819324769&type=1

კაი ამბავია

ამ თამაშს წარსულთან ერთად მომავალიც აქვს ჩვენში და იმედია კიდევ მეტი შემართებით გაგრძელდება ჩვენებური "რაგბის" თამაში

Posted by: otia-83 31 May 2015, 00:45
ბევრი რაღაცის გამოყენება არ ვიცით ჩვენ ჩვენივე წარსული გამოცდილებიდან, ზოგს სირცხვილად და მატრაკვეცობად მიაჩნია რადროს ეგაა რეებს იხსენებთო მაგალითად:

ძიუდო-ქართული ჭიდაობა ამ ბოლო ცვლილებებით მსოფლიო ძიუდოს მამებმა ძალიან დაამსგავსეს ძიუდო ქართულ ჭიდაობას, ისედაც 60-70-80-იან წლებში იაპონელები ჩამოდიოდნენ და სწავლობდნენ ქართული ჭიდაობის ილეთებს, იღებდნენ ვიდეოებს ტატამის 4 კუთხიდან და ძალიან ბევრი ილეთით გაამდიდრეს. ამდროს საქართველოში ადგილობრივი მოჭიდავეები ძალიან დიდი ხანია ყურადღებას აღარ აქცევენ ამ უნიკალურ და ძალიან მდიდა სპორტის სახეობას. თითქმის აღარავინ აღარ ჭიდაობს სექციებზე და წრეების არსებბაზეც ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ეხლა დგანან ძიუდოს სპეციალისტები და წუწუნებენ ჩვენ წინააღმდეგ შეცვალეს წესები და ვეღარ ვჭიდაობთო. არადა დღევანდელი ძიუდო თავიდან ბოლომდე ქართლ-კახური ჭიდაობაა+პარტერი.

ცხენოსნობა- ქართველი ცხენოსნების ამბავს არ მოვყვები რა დონეზე იყო განვითარებული და დღეს რა სავალალო მდგომარეობაა არცერთი სპორტსმენი "ჟოკეი" არ გვყავს მემგონი.

კიდევ ბევრი სუფთა ქართული სპორტის-თამაშობის-საბრძოლო სისტემების სახეობების ჩამოთვლა შეიძლება რომლების მცირედი სახეცვლილებით დღევანდელ სპორტის სახეობას მივიღებდით და ბავშვები კომპიუტერებთან კიარ ითამაშებდნენ ფეხბურთს და ათას მაიმუნობას ივლიდნენ იმ სპორტის სახეობებზე რაც ისედაც ჩვენ გენებშია და რაც გამოგვდიოდა და კიდევაც გამოგვივა თუ გავაღვიძებთ ჩვენში. განვითარდეოდნენ ბავშვები ფიზიკურად და შესაბამისად ერიც გაჯანსაღდებდა.


მე ეხლა ძალიან გამიხარდა ლელო-ბურთის აღორძინება რომ იწყება, ჯერ პატარა ნაბიჯებით და იმედია მალე ფართოდ გავრცელდება ეს სახეობა და მარტო სამხედროები კიარა სოფლები ქალაქები უბნები ჩაერთვებიან და სახალხო თამაშობა-დღესასწაულად გადაიქცევა. მთავარია ესეც არ მივცეთ დავიწყებას და ისტორიის თაროებზე არ შემოვდოთ სადმე კუთხეში. ლელო-ბურთის განვითარება რაგბის განვითარებასა და პოპულარიზაციასაც შეუწყობს ხელს.

Posted by: clifford 31 May 2015, 01:35
QUOTE (otia-83 @ 31 May 2015, 00:45 )
ბევრი რაღაცის გამოყენება არ ვიცით ჩვენ ჩვენივე წარსული გამოცდილებიდან, ზოგს სირცხვილად და მატრაკვეცობად მიაჩნია რადროს ეგაა რეებს იხსენებთო მაგალითად:

ძიუდო-ქართული ჭიდაობა ამ ბოლო ცვლილებებით მსოფლიო ძიუდოს მამებმა ძალიან დაამსგავსეს ძიუდო ქართულ ჭიდაობას, ისედაც 60-70-80-იან წლებში იაპონელები ჩამოდიოდნენ და სწავლობდნენ ქართული ჭიდაობის ილეთებს, იღებდნენ ვიდეოებს ტატამის 4 კუთხიდან და ძალიან ბევრი ილეთით გაამდიდრეს. ამდროს საქართველოში ადგილობრივი მოჭიდავეები ძალიან დიდი ხანია ყურადღებას აღარ აქცევენ ამ უნიკალურ და ძალიან მდიდა სპორტის სახეობას. თითქმის აღარავინ აღარ ჭიდაობს სექციებზე და წრეების არსებბაზეც ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ეხლა დგანან ძიუდოს სპეციალისტები და წუწუნებენ ჩვენ წინააღმდეგ შეცვალეს წესები და ვეღარ ვჭიდაობთო. არადა დღევანდელი ძიუდო თავიდან ბოლომდე ქართლ-კახური ჭიდაობაა+პარტერი.

ცხენოსნობა- ქართველი ცხენოსნების ამბავს არ მოვყვები რა დონეზე იყო განვითარებული და დღეს რა სავალალო მდგომარეობაა არცერთი სპორტსმენი "ჟოკეი" არ გვყავს მემგონი.

კიდევ ბევრი სუფთა ქართული სპორტის-თამაშობის-საბრძოლო სისტემების სახეობების ჩამოთვლა შეიძლება რომლების მცირედი სახეცვლილებით დღევანდელ სპორტის სახეობას მივიღებდით და ბავშვები კომპიუტერებთან კიარ ითამაშებდნენ ფეხბურთს და ათას მაიმუნობას ივლიდნენ იმ სპორტის სახეობებზე რაც ისედაც ჩვენ გენებშია და რაც გამოგვდიოდა და კიდევაც გამოგვივა თუ გავაღვიძებთ ჩვენში. განვითარდეოდნენ ბავშვები ფიზიკურად და შესაბამისად ერიც გაჯანსაღდებდა.


მე ეხლა ძალიან გამიხარდა ლელო-ბურთის აღორძინება რომ იწყება, ჯერ პატარა ნაბიჯებით და იმედია მალე ფართოდ გავრცელდება ეს სახეობა და მარტო სამხედროები კიარა სოფლები ქალაქები უბნები ჩაერთვებიან და სახალხო თამაშობა-დღესასწაულად გადაიქცევა. მთავარია ესეც არ მივცეთ დავიწყებას და ისტორიის თაროებზე არ შემოვდოთ სადმე კუთხეში. ლელო-ბურთის განვითარება რაგბის განვითარებასა და პოპულარიზაციასაც შეუწყობს ხელს.

გეთანხმები, ახასიათებთ ქართველებს საამაყოთი უამაყობა და ფუჭით სიამაყე

ქვეყანას არგონავტების და ოქროს საწმისის ლეგენდა ვერ ამოაღერღვინა მსოფლიომ და ქართული სუფრა მავანს ქართული და მსოფლიო კულტურის უმაღლესი "ტოჩკა" ჰგონია

ეს ერთი და სხვა მრავალი რითაც უნდა ვიმკვიდრებდეთ თავს მაგრამ დუმს ხალხი

მგონია რომ ეს ყველაფერი ცოტა უწიგნურობის ბრალია

ამას ეშველება, მაგრამ საქმე იმაშია როდის?

თუ ბი-ბი-სი-მ არ გადაიღო ლელო ბურთზე ფილმი, სხვაგვარად რა გამოდის რომ ეს თამაში არ არსებობს?!


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 1 Jun 2015, 14:43
http://lelo.comyr.com/pages/Chvenio_2014_2.htm

ცხრამეტი კმარა
თითო ლელო თითო ქულად
ბალი-ბულად რომ არ იქცეს
დატვირთვა დიდია
იაფი, სახალხო თამაში
ჩოხატაურული სქემა
სამი მიმტანის სიკეთე
შედი - გამოდი
მოისროლე, მიაწოდე წინ!
სადაც გენებოს, იქ დადექ!


http://lelo.comyr.com/pages/Chvenio_2014_3.htm

დადება საჭირო არაა
სადაო ცენტრში
იჭიდავეთ უხიფათოდ
ოღონდ ბურთმა იმოძრაოს
შებოჭილს ხელს ნუ გაუშვებ!
ვეღარ ჩაახვევ!
ზეზეულად გაუძრავდა? სადაოა!
აუტი და ჯარიმა
კაც-ნაკლული რომ რჩები
ჟესტი ისევე ცოტაა
მანიფესტში თქმულა
წინ რომ თამამად გაიჭრან

@

Posted by: otia-83 1 Jun 2015, 16:26
ლუკასა და ნიკოს მამა
გაძევებული რამდენ ხანში ბრუნდება უკან?

წერია:
18.1.1 სასჯელის ამოწურვის თანავე.
18.1.2 მისი გუნდის მიერ ლელოს გაშვების თანავე.

18.1.2 ვარიანტი გასაგებია.
18.1.1. ვარიანტი რა დროს ითვლება ამოწურულად? განსაზღვრული დროა თუ მსაჯის ერთპიროვნული სუბიექტური გადაწყვეტილებაა კანონი?

თუ სასჯელის ამოწურვად ითვლება ლელოს გაშვება მხოლოდ?

Posted by: girvan_88 1 Jun 2015, 16:41
არადა ირლანდიაში უმთავრესი სპორტი გელური ფეხბურთი და ჰარლინგია
მერე მოდის რაგბი და ფეხბურთი

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 1 Jun 2015, 16:44
http://lelo.comyr.com/pages/Chvenio_2014_2.htm

გააჩნია, რა სახის = რამსიგრძე = თამაშია
ამ ცხრილით (ბოლო სვეტი)


Posted by: otia-83 1 Jun 2015, 21:07
აა ეს ცხრილი გამომრჩა, სინბინის სვეტს არ მივაქციე ყურადღება.

მადლბა ბატონო ზაალ.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 25 Jun 2015, 14:29
user posted image

სენაკის პირველობა ლელოში

სენაკში ორი კვირა გრძელდებოდა ლელოს პირველობა რაიონის სოფლებს შორის.
შეჯიბრში თავიდან 8 გუნდი ჩაება. წინასწარი თამაშები წრიული სისტემით ჩატარდა.
ფინალურ ეტაპზე ოთხი უკეთესი გავიდა: ხორში, თეკლათი, ნოქალაქევი და გეჯეთი.

ნახევარ’ფინალური წყვილები წილისყრით შედგა.

ნოქალაქევი 8:2 გეჯეთი
ხორში 5:4 თეკლათი

ბრინჯაოს მედლები მოიპოვა გეჯეთმა.

გეჯეთი 10:1 თეკლათი

ფინალი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა.
ბოლო წუთზე გატანილმა ლელომ’ღა მოუტანა გამარჯვება და ჩემპიონობა სოფელ ნოქალაქევს.

ნოქალაქევი 6:5 ხორში

თამაშებს ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის წევრები.
ბათუმიდან ჩამოვიდა ფედერაციის მსაჯი მიხეილ ჩაჩუა და ფინალს გაუძღვა.

>> http://lelo.comyr.com/Ambebi.htm#SENAKI_2015

Posted by: Aleko_Okros-Ubneli 26 Oct 2015, 00:09
ჩემი ამბების ძებნაში წავაწყდი ამ ისტორიულ ინფორმაციას და აქ ვწერ, თუ გამოგადგებათ, ხომ კარგი

ჩემპიონები ჩვენი ქალაქიდან

მეხუთე წელია რაც გორელი ლელობურთელები მონაწილეობენ რესპუბლიკურ პირველობაძე და ყოველთვის წარმტებს აღწევენ. ალბათ ესეც იყო მიზეზი, რომ ამ დღეებში ჩვენს ქალაქში ჩატარდა საქართველოს სსრ 1980 წლის პირველობის ფინალური თამაშები, სადაც რესპუბლიკის უძლიერეს გუნდებთან პაექრობაში მონაწილეობდა ქ.გორის ნაკრები გუნდი, რომელიც მთლიანად დაკომპლექტებულია ნ.ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტის სტუდენტებით.
გორელმა ლელობურთელებმა დაამარცხეს აჭარის (16-4) და ჭიათურის (40-5) ძლიერი კოლექტივებიდა ფინალურ შეხვედრაში საქართველოს 28-გზის ჩემპიონს, ჩოხატაურის ნაკრებს უშეღავათო ბრძოლა გაუმართეს.
ლელობურთის ისტორიაში ჩოხატაურის ნაკრები გუნდი 1946 წლიდან დღემდე სულ ხუთ შეხვედრაში დამარცხდა და ეს მეხუთე წაგება მათ გორში იწვნიეს ანგარიშით 6-8. ამ მოგებამ გორის გუნდს საქართველოს 1980 წლის ჩემპიონობობა და ოქროს მედლები მოუტანა. მაშ ასე, ეროვნულ-ნაციონალურ სპორტის სახეში ლელობურთში გორის გუნდი პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი.
ჩვენი რესპუბლიკაში სპორტის ეროვნული სახეების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. მოსაწონია ნ.ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკური აღრდის მასწავლებლის, ლელობურთელთა გუნდის მწვრთნელის სოსო ვაშაკიძის ენთუზიაზმი. სწორედ მისი დამსახურებაა რომ გორში დაუნერგა ეს ვაჟკაცური სპორტის სახე. კარგი იქნება თუ ამ კარგ წამოწყებას მხარს აუბავს ქალაქის სხვა წარმომადგენლები.
გორის გუნდის ათმა წევრმა შეასრულა საქართველოს სსრ სპორტის ოსტატის ნორმატივი ეროვნულ-ნაციონალურ სპორტის სახეში.
ე.კოშკაძე
გორის ფიზიკური კულტურისა და სპორტის საქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე.

გაზეთი ,,გამარჯვება'' (ქ.გორი). 1980 წელი.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 26 Oct 2015, 10:48
დაემთხვა
ილიკო ცინცაძის არქივის მონაცემებს!
http://lelo.comyr.com/Istoria.htm

1980 გორი 8:6 ჩოხატაური @ გორი (იც)


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 15 Nov 2015, 22:24
განახლდა ლელოს ფედერაციის საითი

დუმილის პერიოდში მოხდა სამი მოვლენა

იხილეთ

ყდა http://lelo.comyr.com/index.htm
ან
ამბები http://lelo.comyr.com/Ambebi.htm

15/11 ხონი ჯარის ჩემპიონია!
07/09 ტრადიციად დადგინდება
14/08 ფინალი ცოტნეობაზე

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 22 Apr 2017, 10:21
ვაგლაჰ, სადამდე ჩაძირულა ეს თემა ...

არადა, ცხენის’წყლის გადაღმა
მართლა დაიძრა საქმე და
ცხრილიანი შეჯიბრიც კი ტარდება
http://lelo.comyr.com/pages/HIA_2017.htm

გუნდში 9 კაცია = 6 მოედანზე + 3 სათადარიგო
თამაშობენ ნახევარ მოედანზე, სიგანეზე
ორ 6-წუთიან ტაიმად

@

Posted by: lepori 22 Apr 2017, 10:57
QUOTE
რადა, ცხენის’წყლის გადაღმა
მართლა დაიძრა საქმე და
ცხრილიანი შეჯიბრიც კი ტარდება
http://lelo.comyr.com/pages/HIA_2017.htm

იმედია სხვა მხარეებიც აყვებიან >> სანაქებო საქმეა up.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 23 Apr 2017, 21:07
http://lelo.comyr.com/index.htm

ჭაბუკთა მსოფლიო პირველობისადმი მიძღვნილი ლელოს პრომო’ფრიალა

http://lelo.comyr.com/downloads/Lelo+ragbi.pdf

@


Posted by: Gio_G83 24 Apr 2017, 13:22
შუხუთი და ლელო

ბურთაობა გურულად ანდაც ზემოური და ქვემური შუხუთელების პეაექრობა
თავპირისმტვრევა
კრიმანჭული
ბოლო 6 წელიწადში 2 გარდაცვლილით (წელს მშვიდობა იყო)

პ.ს.
მეგრული ნანა, მრავალჟამიერი, ჩაკრულო, წინწყარო უფრო მხვდება ყურს
რა ვქნა

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 24 Apr 2017, 14:07
გიორგი’ბატონო

ჩვენ სპორტულ ლელოს ვაწვებით - 12’კაცას, რაგბის მოედანზე, 12-წუთიანი ტაიმებით

წესები >> http://lelo.comyr.com/pages/Tesebi_2013.htm

წიგნად >> http://issuu.com/qaflan/docs/vitamashot_lelo_

Posted by: Gio_G83 24 Apr 2017, 14:16
ლუკასა და ნიკოს მამა

კი ბატონო ზაალ, უბრალოდ სპორტულ ლელომდე რომ შუხუთური ლელო გაგახსენდეს, ხომ ნორმალურია
smile.gif

მე ჩემი ასოციაცია შემომაწვა

Posted by: Lotkinski 24 Apr 2017, 16:04
QUOTE
მეგრული ნანა, მრავალჟამიერი, ჩაკრულო, წინწყარო უფრო მხვდება ყურს


აი, აი, აიიი... რა დაგიშავეთ გურულებმა კი მარა?

https://www.youtube.com/watch?v=lFShZXMq030

Posted by: Gio_G83 24 Apr 2017, 16:17
Lotkinski

Araferi siyvarulis Garda

Mcired kutxuri merkantilizmi

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 21 May 2017, 12:59
user posted image

#ლელო | #ლელობურთი >> სამი ფინალისტი ცნობილია

21/05 მიუხედავად იმისა, რომ მთელი კვირა კოკისპირულად წვიმდა,
ჩხოროწყუში მაინც გაიმართა "წყვილი ტურის" ყველა თამაში ...

სასტვენის შემდეგ მასპინძელთა გამგებელი დავით გოგუა მუხლამდე ტალახში შეიჭრა მოედანზე,
მთელ გუნდს გადაეხვია და გარეთ რომ გამოვიდა, ვეღარ იცნობდით ...

ფედერაციის საითი >> http://lelo.comyr.com/index.html
შედეგები >> http://lelo.comyr.com/pages/HIA_2017.htm

ფრიალა >> http://lelo.comyr.com/downloads/Lelo+ragbi.pdf
წიგნაკი >> http://issuu.com/qaflan/docs/vitamashot_lelo_

წესები >> http://lelo.comyr.com/Tesebi.htm
ისტორია >> http://lelo.comyr.com/Istoria.htm

@

Posted by: lepori 21 May 2017, 15:18
ლუკასა და ნიკოს მამა
ჩემპიონი როგორ გამოვლინდება
>>ის ოთხი, გაყვითლებული გუნდი გავა ფლეიოფში?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 21 May 2017, 16:49
ეგრე. აქა წერია = შედეგები + განრიგი >> http://lelo.comyr.com/pages/HIA_2017.htm

Posted by: SGG 23 May 2017, 13:04
ნარო ბარბაროსებში გამოიძახეს ინგლისის ნაკრებთან. მაგარი შემადგენლობით არიან ბარბაროსები.

თემა შემეშალა smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 5 Jun 2017, 17:21
ლელო >> ფოთი ჩემპიონია!

user posted image

სამეგრელოს ღია ჩემპიონატის დასკვნით, მეხუთე ეტაპსა და „ოთხის ფინალს“ ანტიკური კოლხეთის დედაქალაქმა უმასპინძლა...

ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ ტურნირის ჩასატარებლად დროულად დაიჭირა თადარიგი...

მარცხით გაგულისებული გურულები მსაჯს შემოსწყრნენ და მესამე ადგილისთვის თამაში იუარეს...

ფინალში ფოთთან ვეღარაფერი გააწყო ზუგდიდმა 11:2 ...

ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ნიკა ჩაგუნავა დაასახელდა...

დიტო მარინაშვილის მიმოხილვა >> http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=6103&callerModID=17364&Title=%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%98%20%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1%20%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90!

გალერეა >> http://lelo.comyr.com/Galeria.htm#FINALI_2017

შედეგები >> http://lelo.comyr.com/pages/HIA_2017.htm

@

Posted by: lepori 5 Jun 2017, 22:07
ვიდეო ჩანაწერი არ იქნება?


30 ვიდეო

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 5 Jun 2017, 23:31
იქნება. ყველა შეჯიბრის ყველა თამაში გადავიღეთო

Posted by: lepori 6 Jun 2017, 01:10
QUOTE
იქნება. ყველა შეჯიბრის ყველა თამაში გადავიღეთო

up.gif up.gif
მშვენიერი

ატვირთვას რაღა უდგა წინ cry.gif



Posted by: lepori 17 Aug 2017, 00:48
QUOTE
იქნება. ყველა შეჯიბრის ყველა თამაში გადავიღეთო

თუ გადაიღეს ვიღას უმალავენ? rolleyes.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 17 Aug 2017, 10:14
გადაიღეს, მაგრამ აპირებდნენ რაგბი ტვ-ისთვის (??!!) მიცემას
ეგენი კი ჩემთვის სრულიად უცხო ხალხია

საითი მე მაბარია, მაგ ვიდეოებს კი ჩემამდე არ მოუღწევია

თანაც ცხელა -- შემოდგომამდე არაფერი იქნება

Posted by: lepori 25 Sep 2017, 09:49
იდეა:

წელიწადში ერთხელ გაიმართოს საჩვენებელი მატჩი ლელოში
სადაც საქართველოს (ჯერჯერობით მხოლოდ სამეგრელოს)ლელობურთის ჩემპონატის გამარჯვებული (=ფოთი)
შეხვდება დიდი10-ს გამარჯვბულს (=ჯიქი)

მოყვარული ლელოელები "პროფესიონალი" მორაგბეების წინააღმდეგ

მასპინძელი ლელოს გუნდი (= ქ. ფოთი)
წესები>> ზეპური ლელო (დიდ, 100მ სტადიონზე, 12X12ზე)

===
იდეა ნ2:

დავკეროთ ქართველი ვარსკვლევები: გორგოძე, ვიტო, კოტე...
გავყოთ შუაზე > ცოლიანები უცოლებზე, დასავლეთელები აღმოსავლეთელებზე, ..
და ლელო ვათამაშოთ

წესები არაა რაგბივით ჩახლართული და უცებ ისწავლიან


თლა უკეთესი თუ სხვა სპორტის ხალხსაც დავკერავთ: ფაჩულია, შენგელია...
წესით კალათბურთელს/ხელბურთელს ასევე არ უნდა გაუჭირდეს ლელოს თამაში
იყოს ჯანდაბას მრგვალბურთელიც...

ჰოდა შევუშვათ ლოკომოტივზე წინასაარჩევნოდ და გადავარჩინოთ ბორჯომის ტყე-პარკი


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 25 Sep 2017, 10:14
ძაან კარგი იდეებია ...

მსგავსი რამდენჯერმე წამოვაყენე ...

მაგალითად, რაგბი და ხელბურთი რომ ერთმანეთს შევჯიბრებოდით ლელოში -
ორივეს ჭაბუკთა მსოფლიო პირველობა გველოდა ამ ზაფხულს, თანაც შინ და პრომოდ ივარგებდა

მთლად უკეთესიც:

20წ მსოფლიოს შესვენებებზე გვინდოდა 12-წუთიანის ჩატარება -- არაო!
ბაღნებმა გარეთ დაიცადონ, შესვენებაზე ითამაშონ და წაბრძანდნენ, მაგათთვის ადგილი არ გვაქვსო
არადა, ქუთაისში ცარიელი რჩებოდა მთელი ტრიბუნა

12-ვე გუნდის ბანკეტზე:
ექვსი ერი (ინგ უელ ირლ შტლ სფრ იტა) - დანარჩენი სამყარო (ზელ ავს აფრ არგ საქ სამ)
თითო დელეგაცია გამოუშვებდა სამ-სამ წევრს და ნასვამები იღლაბუცებდნენ -- არაო!

მწარე რეალობა ეგაა, რომ სამეგრელოში ლელო ნაწილობრივ ფინანასდება რაგბის ფულით, რის
გამოც ლელოს ფედერაცია ვერ ეჩხუბება რაგბის კავშირს, სხვა რატომ არაფერში გვიმართავთ ხელსო

რამდენიმე ერთი და იგივე კაცია ორივეს გამგეობაში, მაგრამ ლელო მათთვის "დავესკაა" -- მეტი არაფერი

არადა, რაგბი ვალშია ლელოს წინაშე: ბრენდს უფასოდ იყენებს მსოფლიო მასშტაბით,
სანაცვლოდ კი არაფერს გასცემს -- სამეგრელოს დაფინანსების გარდა

სიტყვაზე ყველას ადარდებს, საქმით -- არავის

რომელ გუნდსაც არ ვთხოვეთ, არა გვცალიაო --
არადა, ჭაბუკთა ლიგები მთავრდება ოქტომბრის ბოლოს ...

მიზეზი: აკლია ორგანიზატორი ფანატიკოსი -- ნორჩი და ენერგიული

როგორც თავის დროზე იყვნენ ჟაკო და გივი, ეხლა კი - დათო ცხვედიანი (ხვამლი)

იხილეთ >> http://lelo.comyr.com/pages/Chvenio_2014_0.htm

@







Posted by: Gio_G83 25 Sep 2017, 13:50
QUOTE
დათო ცხვედიანი

QUOTE
ორგანიზატორი ფანატიკოსი - და ენერგიული


მეორე დათოს ეძებთ ბატონო ზაალ?

გადაგიწურავთ იმედებს

Posted by: lepori 23 May 2019, 12:41
QUOTE (ლუკასა და ნიკოს მამა)
ცხრილიანი შეჯიბრიც კი ტარდება

აქ რა ხდება
არღარ თამაშობენ?

ვეძებე გუგლსა და ფედერაციის საიტზე მაგრამ ვერაფერი ვიპოვე sad.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 23 May 2019, 12:55
მოთავე გარდაიცვალა 2018 გიორგობაზე –
ძაან შეუძლოდ იყო სექტემბრიდან
და ვერც მანამდე ჩაატარა რამე

ვინც დავრჩით, ძლივს შევიკრიბეთ 11 მარტს,
თანაც რაგბის კავშირში, და დავსახეთ გეგმა

უნდა გაგვეშანსა შეხვედრა სპორტის მინისტრთან, რათა
სარეზერვო ფონდიდან შემოდგომაზე დაფინანსდეს ახალი შეჯიბრი

23 მაისია და პასუხი ვერ ვიცი – არც შეხვედრა გამართულა,
თორემ ახალი პრეზიდენტი – ჩემი ძმობილი გენერალი წამიყვანდა

:::

Posted by: lepori 23 May 2019, 19:15
ლუკასა და ნიკოს მამა
მადლობა პასუხისთვის

იმედია გაგრძელდება ლელოს თამაში
ობიექტურად კაი სპორტია არადა, თავისი მუღამი აქვს



თან რაგბისგან განსხვავებით მარტივია წესებითაც და სათამაშოდაც..
გამოტენე გახეთქილი ბურთის ტყავი, გადი მინდორში და ითამაშე

არც ნემსა გინდა, არც ნასოსი, არც კარის გამართვა


QUOTE
თანაც რაგბის კავშირში, და დავსახეთ გეგმა

ეს ძაან ცუდია მარტო რაგბი რო "პატრონობს" ამ სპორტს
ხელბურთი/კალათბურთელები/ჰოკეიც უნდა ჩაერთოს მაგ საქმეში
ჯანიანი ბიჭები იქაც არიან

ისე, კაი იქნება საჩვენებელი თამაში სხვადასხვა სპორტის წარმომადგენელები ერთმანეთს რომ შეეჯიბრონ ლელოში



yes.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 Jan 2020, 02:32
თითქმის ბოლომდე აღვადგინე
საითი http://Qaflan.net/LELO

დარბევების გამო
ვერ ვიპოვე ორი ფოტო და ხუთი სტატია

:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 15 Apr 2020, 22:09
user posted image

აქ კი ვიღას ახსოვს

Posted by: Lotkinski 16 Apr 2020, 10:56
მე როგორც გავიგე წელს არ ჩატარდება შუხუთში ლელო.

Posted by: rachveli1 16 Apr 2020, 13:23
QUOTE (ლუკასა და ნიკოს მამა @ 15 Apr 2020, 22:09 )
user posted image

აქ კი ვიღას ახსოვს

ერთი დაინფიცირებულიც რომ იყოს, დარხეული აქვს ყველას ვინც ითამაშებს.

QUOTE
მე როგორც გავიგე წელს არ ჩატარდება შუხუთში ლელო.


რანაირად უნდა ჩაეტარებინად ასეთ დროს?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)