forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (55) « პირველი ... 53 54 [55]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ზოდიაქოს ნიშნები და ურთიერთობები, V თაობა
MasterJC
ცეცხლთაყვანისმცემელი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20303
წევრი No.: 86754
რეგისტრ.: 16-March 09

გამოგზავნილია: 18 Apr 2017, 08:49  #50387185      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
QUOTE
КОЗЕРОГ: пожалуй, у представителей данного Знака больше других в этой группе проявлено качество лидера, пусть оно иногда подразумевает и скрытое лидерство. Перфекционисты по натуре, они не останавливаются перед достижением цели. Порой им не хватает удачи, но есть несколько методов, благодаря которым можно настроить себя на положительный день.

ეგ მეთოდებიც ეთქვათ თუ კაია



--------------------
რადგან ქ & მ-ში ვპოსტავ, იმნაირი კი არა ვარ. ბედის უკუღმართობის გამო მოვხვდი.
ნეტა კატად მაინც დავბადებულიყავი, ოღონდ საქართველოში არა
საფულეში არ ჩამეტევი, თორემ თან გატარებდი
(c) Jeimsaant_mayvala

teoj
freedom


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17740
წევრი No.: 83930
რეგისტრ.: 4-February 09

გამოგზავნილია: 18 Apr 2017, 09:06  #50387210      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ეგ მეთოდებიც ეთქვათ თუ კაია

MasterJC წყარო : http://mastsavlebeli.ge/?p=1975 ( სტატიაში უფრო ვრცლად ნახავ, მონაკვეთი ამოვიღე. შეგიძლია შკალის გამოთვლაც smile.gif))

ფსიქოლოგმა დონალდ ჰამაჩეკმა (Hamachek ) პერფექციონიზმის ორ სახე გამოყო – ჯანმრთელი და ნევროტული (დესტრუქციული). როგორია ჯანმრთელი პერფექციონიზმი – ადამიანი შრომისმოყვარეა და ლიდერის თვისებებით ხასიათდება, აქტიურია, მოტივირებული, აქვს მაღალი, მაგრამ რეალისტური სტანდარტები, გააჩნია მიზნები და მისი მიღწევის კონკრეტული გზები, აქვს პოზიტიური თვითშეფასება და პრეტენზიის მაღალი დონე. ისახავს ძნელად მისაღწევ მიზნებს, მაგრამ მას ეს პროცესი, განსაკუთრებით შედეგი სიამოვნებს. მუშაობის პროცესში აზარტულია და გარკვეულად ღელავს კიდეც. როგორია ნევროტული პერფექციონიზმი? ამ შემთხვევაში პიროვნებას წარუმატებლობის ძლიერი შიში იპყრობს.
სრულყოფილება ადამიანის იდეაფიქსი ხდება. იგი მუდამ უკმაყოფილოა საკუთარი მიღწევებით. სიყვარულის და საყოველთაო პატივისცემის დამსახურების მიზნით საორიენტაციოდ იღებს ისეთ ეტალონს, რაც მის შესაძლებლობებს არ შეესატყვისება. ეს კი მუდმივ დაძაბულობას იწვევს პიროვნებაში. იმისათვის, რომ არ შელახონ საკუთარი უბადლო იმიჯი, პერფექციონისტები ცდილობენ დამალონ დაშვებული შეცდომები ან უარი თქვან ჩანაფიქრზე, ისინი მოქმედებენ პრინციპით „ყველაფერი ან არაფერი”. ელოდებიან იდეალურ მომენტს და ემზადებიან დიდი წარმატებებისთვის. ხშირად ეს მომენტი იგვიანებს, ამასობაში კი სხვები ახალ საქმეებს იწყებენ, შეცდომებსაც უშვებენ, მათ მაგალითზე სწავლობენ და თანდათან წინ მიიწევენ. ძალზე საინტერესოა ე.წ. პროკრასტინაციის (procrastination) ფენომენი, რომელიც საქმის სრულყოფილად შესასრულებლად საგანგებო მომზადებისათვის, საქმიანობის დაწყების გადადებას გულისხმობს. პერფექციონისტის უბედურება სწორედ ის გახლავთ, რომ შეიძლება ეს მომენტი – თავში ყველაფრის იდეალურად დალაგება – არასოდეს დადგეს. უამრავი დრო და ენერგია მიაქვს მეორეხარისხოვან დეტალებზე ფიქრს, სწორედ ეს იგულისხმება გამოთქმაში „საუკეთესო -კარგის მტერია”.
ამგვარად, აუცილებელია განვასხვავოთ საუკეთესო შედეგებისკენ სწრაფვა (რომელიც ადამიანის ბუნებრივ მოტივაციას წარმოადგენს) მისი პათოლოგიური ფორმისგან, რაც გამოიხატება არასრულყოფილების უარყოფაში.
პირველი პიროვნების განვითარების მამოძრავებელი ძალაა, მეორე კი შემაფერხებელი და დამთრგუნავი.
პერფექციონისტული ორიენტაცია ბავშვობიდანვე ფორმირდება. მას ოჯახური აღზრდის თავისებურებები განსაზღვრავს. კერძოდ, ნევროტულ პერფექციონიზმს აყალიბებს ბავშვის გამოცდილება – მშობლის ე.წ. პირობითი სიყვარული – ხარ ისეთი, აკეთებ ისე, როგორიც მას მოსწონს – იმსახურებ შექებას, წახალისებას და პირიქით. თუ მშობელი ბავშვს არ წაახალისებს, ბავშვი ისწრაფვის იყოს კარგი არა მხოლოდ იმიტომ, რომ თავი აარიდოს სხვების საყვედურს, არამედ იმიტომაც, რომ ბოლოსდაბოლოს თვითონაც მიიღოს საკუთარი თავი, მაგრამ რის ფასად? დიდი ძალისხმევისა და დიდი მიღწევების ფასად. ბავშვი აცნობიერებს, რომ მხოლოდ კარგად შესრულებული საქმიანობა ხდის მას ღირსეულ არსებად. როგორც წესი, პერფექციონისტის მშობლები საკმაოდ მკაცრები, მომთხოვნები არიან, თუმცა ამავე დროს, ნაკლებად იციან მხარდაჭერა და გვერდში დგომა. ბავშვი იძულებულია იყოს „შეუმცდარი”, რათა დააკმაყოფილოს მშობლის მოლოდინი და თავი აარიდოს კრიტიკას. გამოყოფენ მშობლის 4 ტიპს, რომელიც გავლენას ახდენს ბავშვებში პერფექციონისტული აზროვნების ფორმირებაზე: 1. მშობლები ზედმეტად კრიტიკულები და მომთხოვნები არიან; 2. მშობლების მოლოდინები და სტანდარტები ზედმეტად მაღალია; 3. მშობლებს არ უყვართ ბავშვის წახალისება, ან განმამტკიცებელი სტიმულები არათანმიმდევრული და ირიბია; 4. პერფექციონისტული განწყობებისა და ქცევის მქონე მშობლები თვითონვე არიან ბავშვისთვის მიბაძვის ობიექტები-მოდელები.

რეკომენდაციები ბევრია, განვიხილოთ რამდენიმე:
1. დასახეთ რეალური მიზნები;
2. სხვებზე გადაანაწილეთ მოვალეობები, იმუშავეთ ჯგუფურად და ითანამშრომლეთ;
3.მიეცით თავს შეცდომის დაშვების უფლება, უფლება იყოთ არასრულყოფილი; 4.ისწავლეთ საქმის დახარისხება – განასხვავეთ მთავარი მეორეხარისხოვანისგან;
5. შეისვენეთ 1-2- დღე და ისე შეუდექით ახალ საქმიანობას, ისწავლეთ შესვენება საქმიანობის პროცესშიც;
6 თუ პერფექციონიზმი ქრონიკულ სტადიაში გადაგივიდათ აწარმოეთ დროის აღრიცხვა – რას რამდენ დროს უთმობთ. გადახედეთ და გაიაზრეთ რა შეიძლება მოჰყვეს ასეთი დაძაბული რეჟიმით მუშაობას. დღის განმავლობაში დაიტოვეთ დრო არასამუშაო აქტივობებისთვის….
* * *
სხვა კარგი სტატიებიცაა , რომლებიც თავის მხრივ რჩევებსაც მოიცავს, თუ გენდომება შემავსებლად, დავდებ ლინკებს )))))))
* * *

ანუ, ვიდრე ჯანმრთელი პერფექციონიზმი გაქვს, ყველაფერი რიგზეაო , წარმატებისკენ მიდიხარ შეუპოვრადო smile.gif))
ნევროტულში თუ გადავა იმუშავეთ საკუთარ თავზე და კვლავ ყველაფერი რიგზე იქნებაო smile.gif))

This post has been edited by teoj on 18 Apr 2017, 09:24


--------------------
We will be victorious"

Found hope in my heart
I found the light to life my way out of the dark
Found all that I need here inside of me "
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (55) « პირველი ... 53 54 [55]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0350 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]